2019-12-03

2019 The Los Angeles Auto Show

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ლოს-ანჯელესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, სადაც თავს იყრის დედამიწის, ფაქტობრივად, ყველა ერის წარმომადგენელი. მას ანგელოზთა ქალაქსაც უწოდებენ, სადაც შეიძლება ყველა შენი ოცნება რეალობად იქცეს. ლოს-ანჯელეისის ავტო შოუ პირველად 1907 წელს, 112 წლის წინ, 21-27 იანვარს გრანდ ავენიუზე ( Grand Ave.) Morley’s Skating Rink-ზე ჩატარდა. 21 იანვარს, საღამოს 20:00 საათზე, ლოს-ანჯელესის მერმა Arthut Cyprian Harper-მა საზეიმოდ გახსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 46 მწარმოებელი, ისეთები როგორებიც იყვნენ: Maxwell, Peerless, Overland, Pope-Toledo, White, Ford, Cadillac  და სხვები. წარდგენილი მანქანებიდან ორი იყო ელექტრო, დანარჩენი კი 2/3/4/ და 6 ცილინდრიანი ბენზინის ძრავიანი მანქანები. ეს იყო პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ჩატარდა.   


 
 2019 წლის ლოს-ანჯელესის ავტო შოუ 18-21 ნოემბერს ჩატარდა. სხვადასხვა მწარმოებლებმა 60-ზე მეტი ახალი მოდელი წარადგინეს. რათქმაუნდა, ყველას ფიზიკურად ვერ განვიხილავ, მაგრამ შევეცდები რამდენიმე საინტერესო მოდელზე მოკლედ მოგიყვე.

2020 Audi RS6 Avant quattro - საუბარს დავიწყებ ძალიან სწრაფი, აგრესიული დიზიანის მქონე საოჯახო მანქანით. გერმანელი აღჭურვილია 4.0 V-8 ცილინდრიანი ძრავით და 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მისი ძრავა გამოიმუშავებს 592 ცხენის ძალას და 799 ნიუტონ მეტრს. 100 km/h რომ განავითაროს, მას სულ რაღაც 3,6 წამი სჭირდება. ჰმ, ეს ყველაფერი არაა, მას მძლავრ ბენზინის ძრავასთან ერთად, დამატებით აქვს ელექტრო სისტემა 48-Volt Mild Hybrid System, ასევე ცილინდრების გათიშვა cylinder deactivation. ეს იმას ნიშნავს რომ თუ დაბალ ბრუნზე ამუშავებ ძრავს, 592 ცხენის ძალიანი მონსტრი უცებ გადაიქცევა 2.0 მოცულობის 4 ცილინდრიან ეკონომიურ მანქანად.  მას  566 ლიტრიანი საბარგული აქვს, რაც შეეხება ფასს ჯერ უცნობია.







2020 Mini John Cooper GP -  თქვენს წინაშეა ყველაზე სწრაფი მინი კუპერი, 2.0 Turbo , გამოიმუშავებს 301 ცხენის ძალას და 0-დან 100 km/h სულ რაღაც 5.2 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 265 km/h. სამწუხაროდ, წინა წამყვანია, 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.  მოგეწონა ? მაშინ იმედები უნდა გაგიცრუო, რადგან აღნიშნული მინი შეზღუდული რაოდენობით იქნება წარმოებული, ჯამში 3 000, მისი ფასი კი $ 45,750 / 136,101 ლარი  იქნება








2020 Genesis G90 - განახლებული და გაუმჯობესებული კორეული „მაიბახი“ ვიყიდიდი თუ არა ვერ გეტყვი, თუმცა ძალიან საინტერესო ვიზუალი აქვს, ერთი შეხედვით მომეწონა. ახალ G90-ში, სამწუხაროდ, ისევ წინა მორბედის ძრავები იქნება განთავსებული და ამ მხრივ რაიმე სიახლეს კორეელები არ გვთავაზობენ. ისინი აღჭურვილნი არიან: 3.3 Twin-Turbo V6 365 ცხენის ძალიანი და 5,0 ლიტრიან V8-ს, 420 ცხენის ძალიანი ძრავებით და 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მოკლედ არ გაქვს ფული იყიდო „მაიბახი“, როლს როისი თუ ბენტლი ? იყიდე კორეელი.






2020 Mustang Mach-E - არაფერი წმინდა არ დაგვიტოვეს, ფორდმა ამერიკელობა დაკარგა! ვინ წარმოიდგენდა Mustang-ის კროსოვერს თან ელექტროს? ხუთ სხვადასხვა ვარიანტად იქნება ხელმისაწვდომი, ასევე უკანა და სრული ამძრაობით.  

  1.  ყველაზე ბიუჯეტური მოდელი SELECT ეღირება $43,895  
  2.  PREMIUM – $50,600
  3.  CALIFORNIA ROUTE 1 - $52,400 
  4.  GT - $60,500
  5.  FIRST EDITION - $59,900 აღნიშნული ვერსია 9 დღეში მთლიანად გაიყიდა Sold Out

Ford -ში გვარწმუნებენ, რომ GT ვერსია ერთი სრული დატენვით 402 კილომეტრს გაგატარებთო. მას ექნება 495 ცხენის ძალა და  0-დან 100 km/h-ის გასავითარებლად კი სულ რაღაც 3 წამი დასჭირდება.







2020 Aston Martin DBX - ეს გახლავთ გავლენიანი არისტოკრატიის ოჯახიდან გამოსული სახელგანთქმული ბრიტანელი. ბრენდის ისტორიაში პირველი კროსოვერი. მას ექნება 4.0 V-8, Twin-Turbo ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 542 ცხენის ძალას და 699 ნიუტონ მეტრს (n·m), ცნობისთვის ბრიტანელებმა ძრავა მერსედესისგან აიღეს. მას ექნება 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. არ გამიკვირდება ახალი DBX James Bond-ის მანქანა რომ გახდეს.










მსგავსი სტატიები

2020 Land Rover Defender
2020 Land Rover Defender
2020-04-05

ბრიტანელების ყველგანმავალის ისტორია 1948 წლის 30 აპრილს დაიწყო, მისი შექმნის ინსპირაცია Willys MB-დან წამოვიდა. შეიძლება ითქვას ბრენდმა განვითარების რთული სამი ეტაპი გაიარა. პირველი თაობა Land Rover Series იწარმოებოდა 1948-1983 წლამდე. 1984

კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
2020-11-03

მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილზე, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დიდი თუ პატარა კომპანიები, ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბულია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. აგერ ამერიკულმა კომპან

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო