2019-11-22

როგორ გავასუფთაო ავტომობილი სწორად?

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მასშემდეგ, რაც შევიძინეთ სასურველი მანქანა ის ჩვენგან ზრუნვას მოითხოვს, თუ გვინდა რომ  ერთგულად გვემსახუროს. ჩვენი მანქანის მდგომარეობა პირდაპირ მეტყველებს ჩვენს ბუნებაზე. ყველაზე ხშირად ჩვენ გვავიწყდება შევცვალოთ მანქანის სალონის ფილტრი. არასასიამოვნო სუნი სალონში მიგვანიშნებს, რომ შესაცვლელია სალონის ფილტრი, ის უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს, გვიცავს მტვრისგან და ბაქტერიებისგან, მისი გამოცვლა რეკომენდირებულია ყოველ 15-20,000 კილომეტრის გავლისას თუმცა ჩვენი ჰაერი საკმაოდ დაბინძურებულია და მე პირადად უფრო ხშირადაც ვცვლი.  

 მანქანა უნდა გავრეცხოთ არატოქსიკური სარეცხი საშუალებების გამოყენებით, სალონის ქიმწმენდა და დეზინფექცია სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც გავუკეთოთ, რათა სალონიდან გავდევნოთ სხვადასხვა სახის ბაქტერიები და შევინარჩუნოთ ჩვენი მანქანის სალონი ისეთივე მდგომარეობაში , როგორც წარმოებელი გვთავაზობდა.  დიახ ეს ფინანსებზეა დამოკიდებული, სალონის ქიმწმენდა საშუალოდ 100-150 ლარი ჯდება თუმცა 12 თვეზე თუ გადავითვლით და გამოვყოფთ ბიუჯეტს დამეთანხმებით რომ ძვირი არ გამოდის. ნამდვილი ავტომანიაკისთვის, მანქანის ხელით რეცხვა ცალკე კულტურაა, რომელიც მოითხოვს თავისუფალ დროს, საჭირო სარეცხ საშუალებებს, აქსესუარებს და რაც მთავარია, განსაკუთრებულ მიდგომას თუმცა ამდენი დრო ჩვენ არ გვაქვს.

როგორ ვიქცევით? უბრალოდ გავარეცხინოთ სამრეცხაოში მანქანა და გარეცხვის შემდეგ ცალკე 15-20 წუთი მაინც დაუთმე მანქანის გაპრიალებას, ამისთვის კი დაგვჭირდება სხვადასხვა საშუალებები როგორიცაა:

დისკების საწმენდი Rim cleaner - ეს საშუალება გვეხმარება ეფექტურად გავწმინდოთ ჩვენი დისკები, სამუხრუჭე ხუნდების ნამწვისგან, საგზაო დაბინძურებებისგან და ა.შ.

საბურავების საწმენდი ე.წ. გასაშავებელი Tire Cleanerაღნიშნული ქაფი, იცავს და აახლებს ჩვენი მანქანის საბურავებს, ასევე აღადგენს მათ შავ ფერს.

სალონის საწმენდი Interior Cleaner  - სპრეის დახმარებით ვაახლებთ ჩვენს სალონს, ის აგრეთვე ებრძვის სხვადასხვა სახის დაბინძურების.

ტყავის საწმენდი Leather Cleaner - თუ გვინდა რომ ჩვენი ტყავის სალონი არ გამოშრეს და მალე არ დასკდეს, მაშინ დაგვჭირდება ტყავის საწმენდი საშუალებაც, რომელიც აღწევს,  ღრმად ტყავის ფოსოებში და ანოტივებს ტყავს.

პოლიროლი Polish & Wax - აპრიალებს ჩვენი მანქანის ლაქ-საღებავის ნებისმიერ ზედაპირს და საღებავს უბრუნებს პირვანდელ იერს.

 ასე და ამგვარად მივიღებთ იდეალურად სუფთა მანქანას და ბოლოს, უნდა იცოდე რომ სალონიდან თამბაქოს სუნის მთლიანად გაყვანა ძალიან რთული საქმეა და დიდ შრომას მოითხოვს, იდეალურად მოვლილი მანქანა კი საშუალებას გვაძლევს ყოველთვის სარფიანად გავყიდოთ. 


მსგავსი სტატიები

რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?
რა უნდა შევცვალოთ ავტომობილში ყველაზე ხშირად?
2020-06-25

ალბათ ხშირად გაგჩენია კითხვა, როგორიცაა: „ყველაზე ხშირად ავტომობილში რისი შეცვლაა საჭირო" ? დღეს შევეცდები ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცე და ცხოვრება გაგიადვილო. ზოგადად რაც უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობ ავტომობილს და მალევე შეუცვლი სხვა

5 მითი ავტომობილის შესახებ
5 მითი ავტომობილის შესახებ
2020-04-03

უძველესი დროიდან ადამიანები მათთვის საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, არც ავტოინდუსტრიაა გამონაკლი, დღეს შემოგთავაზებთ ხუთ გავრცელებულ მითს ავტომანქანაზე.

გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol.2
გაინტერესებს რისი თქმა სურს მანქანას ? Vol.2
2020-10-05

როგორც წინა ბლოგ-პოსტში აღვნიშნე, თანამედროვე ავტომობილები უამრავი გადამწოდითაა აღჭურვილი. მისი მეშვეობით ავტომობილი, მძღოლთან კომუნიკაციას ამყარებს. როგორ ? ხელსაწყოთა პანელზე ანთებული ნათურების მეშვეობით. სიმბოლოები ავტომობილის მესიჯებია,