2019-11-22

რა უფრო მნიშვნელოვანია გარბენი თუ ასაკი?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 მანქანის შეძენისას, ყოველთვის იკვეთება საშინელი დილემა და ჩემს თავს ვეკითხები, რომელი მანქანა შევიძინო? ოდნავ უფრო ასაკოვანი დაბალი გარბენით თუ შედარებით ახალი და დიდი გარბენით ? აქაც სირთულეს ვაწყდები, შეიძლება მანქანა 1997 წელს იყოს გამოშვებული და გარბენი საეჭვოდ დაბალი ჰქონდეს, პირობითად 169,000 კილომეტრი, ხოლო მეორე შედარებით ახალ მანქანას 210,000. რათქმაუნდა, შევეცდები ვინ კოდით ისტორია მოვიძიო, დავხარჯო ჩემი ძვრიფასი საათები, მაგრამ მარტო ვინ კოდი არაა საკმარისი.  პირველ რიგში, მანქანის მდგომარეობა აისახება იმით, თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად. მნიშვნელოვანია რამდენი მეპატრონე ყავდა მას და ა.შ. 14 წლის მანქანას, რომელსაც ოდომეტრზე 210,000 კილომეტრი აქვს ჩვენება ეს სულაც არ არის ბევრი, ესეიგი საშუალოდ წელიწადში 15,000 კმ-ს გადის მეპატრონე, მთავარია  რამდენად დაცული იყო მისი ექსპლუატაციის წესები. ზამთარში ბევრ ქვეყანაში გზებზე ყრიან ტექნიკურ მარილს, ეს კი პირდაპირი მტერია ძარის, რადგან იწვევს კოროზიას.  
 თუ გვინდა რომ მანქანის ძარა შევინარჩუნოთ მკაცრ, ზამთრის პირობებშიც უნდა გამორეცხოთ დეტალურად. ეს მარტო ზამთარს არ ეხება უგზოობიდან რომ ბრუნდებით, აუცილებლად გარეცხეთ მანქანა როგორც გარედან, ისე ქვემოდან. იაპონიის აუქციონებზე მარტივად წააწყდები, პირობითად 1993 წელს გამოშვებული BMW, რომელსაც გარბენი 80,000 კილომეტრი ექნება. ლეგიტიმური კითხვები ჩნდება: იქნებ ოდომეტრი ჩამოყრილია? არა უბრალოდ იაპონიაში იმდენად განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ ძირითადად ისინი მეტროთი, სწრაფმავალი მატარებლით ან ავტობუსით მიდიან სამსახურში. იაპონურ აქციონზე შეძენის შემთხვევაში, მანქანის მონაცემები გარკვეული პერიოდი ინახება და შეგიძლიათ მისი ისტორია გადაამოწმოთ. ხუთ-ექვს წლამდე მანქანისთვის ნორმალური იქნება გარბენი, საშუალოდ 75,000 კილომეტრი. მთავარი ის კი არ არის თუ რომელ წლიანია, არამედ მეპატრონე როგორ უვლიდა მასს, რა პირობებში უწევდა მანქანას მოძრაობა, რამდენად დროულად უცვლიდა  სათადარიგო ნაწილებს და ა.შ





მსგავსი სტატიები

როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
როგორ შევურჩიოთ მანქანას ხუნდები
2019-11-22

მუხრუჭები საბურავების შემდეგ, ყველაზე თუ არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. დაფიქრებულხარ თუ რა ხდება მაშინ, როდესაც მუხრუჭის პედალს ვადგამთ ფეხს ? შევეცდები მარტივ , გასაგებდ ენაზე ავხსნა.

გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის
გაეცანი ბლოგს და გაიგე როგორ მოამზადო ავტომობილი ზამთრის კურორტებისთვის
2025-01-28

საგზაო მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნო და საინტერესო გამოცდილებებს გვთავაზობს. საქართველოში, როგორც წესი

როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?
როგორი უნდა იყოს შენი პირველი მანქანა ?
2019-11-22

არსებობს ასეთი ლათინური გამონათქვამი „Omnie prinsipium difficle“ - ყველა დასაწყისი რთულია, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები? მაშ, შევუდგეთ საქმეს. მიზნამდე რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს, პირველ რიგში მართვის მოწმობის გამო