2019-11-22

როგორ დავწერო მანქანის აღწერა სწორად ?

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ინტერნეტში უამრავი განცხადებაა განთავსებული, ჩვენ ხომ ელექტრონული კომერციის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც მაღალი კონკურენციაა. Myauto-ზე ყოველთვიურად 300,000 ( სამასი ათასი ) განცხადება იდება, ჩვენ კი ისეთი ტექსტი უნდა შევარჩიოთ, რომელიც არსებულს გაუწევს კონკურენციას.  და მაინც, როგორია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ?! 

 სანამ განცხადების განთავსებას შეუდგებოდეთ, უმჯობესია მანქანა შეამოწმებინოთ, რათა იცოდეთ მისი მდგომარეობა. პოტენციური მყიდველისთვის მნიშვნელოვანია ყველანაირი ინფორმაცია, შესაბამისად მოკლედ და ლაკონურად აღწერეთ მანქანის მდგომარეობა.

1. ტექსტი უნდა უყოს მარტივი და გასაგები, იყავით გულახდილი და რაც მთავარია მიუთითეთ აღწერაში Vin Code - სატრანსპორტო საშუალების საიდინტიფიკაციო ნომერი.

2. აუცილებლად მიუთითეთ როდის ჩამოიყვანეთ მანქანა საქართველოში,  როდის, რომელი დეტალი შეუცვალეთ. აღწერეთ ყიდვისას რისი შეცვლა მოუწევს პოტენციურ მყიდველს და რა ხარჯთან არის დაკავშირებული მაგ. საბურავები, აკუმულიატორი, ხუნდი თუ სხვა. 

3. ტექსტთან ერთად ატვირთეთ, კარგი ხარისხის სურათი, რაც შეიძლება ბევრი. ინტერიერი, ცალკე კოკპიტი, ოდომეტრი, ექსტერიერი, ძრავა, საბარგული. სასურველია ნაკაწრებსაც გადაუღოთ სურათი, როგორც აღვნიშნე გულახდილობა ყოველთვის დასაფასებელია.

4. რაც შეეხება ფასს: თავიდანვე ნუ დაწერთ ბოლო ფასს,  მაგ. თუ თქვენი მანქანა კარგ მდგომარეობაშია და არ საჭიროებს შეკეთებას და გსურთ 2,000$ გაყიდვა, ფასი დაადეთ 2,300$. გაითვალისწინე რომ ვაჭრობა მოგიწევს და თავიდანვე ნუ დაუკლებთ დიდ თანხას, შეეცადეთ პოტენციურ მყიდველს ათქმევინო მისი სასურველი თანხა.



მსგავსი სტატიები

გაუხანგძლივე სიცოცხლე მანქანას
გაუხანგძლივე სიცოცხლე მანქანას
2019-11-19

ჩვენთვის მანქანის მფლობელებისთვის მუდმივ გამოწვევად რჩება, ჩვენი მანქანის დროული გეგმიური შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს მის ხანგძლივ სიცოცხლეს. სანამ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად გაემგზავრები, ქალაქგარეთ შეამოწმე შენი მანქანის პულს

როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
როგორ მოვუაროთ მანქანას კარანტინის პერიოდში
2020-04-02

მიმდინარე მოვლენების გამო, ალბათ ავტომობილის გამოყენება თქვენც გაცილებით იშვიათად გჭირდებათ და ძირითადად სადგომზე გყავთ გაჩერებული. ამ დროს ჩვენი ერთგული მეგობრის მოვლა და გაფრთხილება მნიშვნელოვანია, რაშიც ჩვენი 5 რჩევა დაგეხმარებათ:

გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
გერმანული ავტომობილები: ძლიერი და სუსტი მხარეები
2023-07-05

გერმანული მანქანები ყოველთვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ ემოციებთანაა დაკავშირებული: ზოგ ადამიანს გერმანული მარკა ძალიან უყვარს, ზოგისთვის კი, შესაძლოა ითქვას, რომ მოწონებას ვერ იმსახურებენ. თუმცა, თუ ავტომობილის შეძენას ფიქრობთ, გერმანული