2020-11-09

საქართველოს სამხედრო გზა და ეშმაკის ეტლი

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 1901 წლის, 19 სექტემბრის დილის 07:00 საათზე, სამ მანქანიანი კოლონა, ვლადიკავკაზიდან თბილისისკენ დაიძრა. ამ ექსტრემალური მსვლელობის ინიციატორი, რუსეთის იმპერიის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, თავადი მიხეილ ივანოვიჩ ხილკოვი გახლდათ.

მსვლელობაში მონაწილეობდა: ფრანგული, De Dion-Bouton-ის ბრენდის, ორადგილიანი 3.5 ცხენის ძალიანი ავტომობილი, რომელსაც თავად თავადი მიხეილ ხილკოვი მართავდა. მეორე ავტომობილი, სანქტ-პეტერბურგში, იაკოვლევის და ფრესის სახელობის ქარხანაში წარმოებული, რუსული ავტომობილი გახლდათ. ის De Dion-Bouton-ის ძრავით იყო აღჭურვილი. მას ინჟინერი, პიოტრ ფრესე და მისი ბიზნეს პარტნიორი, გრაფი სერგეი ივანოვიჩ შულენბურგი მართავდა. რაც შეეხება მესამე ავტომობილს, ის იყო 14 ცხენის ძალიანი, ფრანგული Panhard et Levassor-ის ბრენდის. სამწუხაროდ მესამე ავტომობილს თუ ვინ მართავდა ინფორმაცია არ მოიძებნება.

 მიუხედავად ურთულესი მარშუტისა, სამმა ავტომობილმა, ლარსი გადმოკვეთა და „სტანცია ყაზბეგში" დაბანაკდნენ. ავტომობილების გამოჩენამ, მოსახლეობაში არაორდინალური რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით, რიგის გერმანულენოვან გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, გრაფი შულენბურგი იხსენებდა, რომ: „სტანცია ყაზბეგში, მთის მაცხოვრებლები იშვიათი მოვლენის მომსწრენი გახდნენ, ავტომობილს ეშმაკის ეტლი (шайтан-арба) უწოდეს“. 1901 წლის, სახიფათო მსვლელობამ, ბიძგი მისცა, რეგიონში მოტორიზაციის განვითარებას.

 1909 წლიდან, რეგულარული მიმოსვლა დამყარდა თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის. თბილისიდან-ვლადიკავკაზში, რომ ჩავსულიყავით, საჭირო იყო საქართველოს სამხედრო გზის გავლა. სრულ მონაკვეთზე, განლაგებული იყო ცამეტი საფოსტო სადგური, შემდეგში ცნობილი როგორც „სტანცია“. 

  • სადგური ტფილისი
  • სადგური მცხეთა
  • სადგური წილკანი
  • სადგური ანანური
  • სადგური ფასანაური
  • სადგური მლეთა
  • სადგური გუდაური
  • ჯვრის უღელტეხილი
  • სადგური კობი
  • სადგური ყაზბეგი
  • სადგური ლარსი
  • სადგური ბალთა
  • ვლადიკავკაზი

1910 წლის 21 ივნისი, საქართველოს სამხედრო გზა. სურათზე მოცემულია, კავკასიის სამხედრო ოლქის კუთვნილი, Mercedes-ის მარკის ავტომობილი.


 1910 წლის 27 თებერვალს, პარიზსში დაარსდა კომპანია სახელწოდებით, Société française des transports automobiles du Caucase. კომპანიის აქციონერები გახლდათ, როგორც ფრანგი ბანკირები, მრეწველები, ასევე რუსი დიდგვაროვანი, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ კოსიკოვსკი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, კავკასიაში ფრანგული ენის პოპულარიზაცია გახლდათ. ახლად შექმნილი კომპანია, ფლობდა, ავტომწარმოებლის Schneider et Cie-ს აქციების 73 %-ს.  


ძალიან მალევე, კომპანიამ ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის, დროებითი მოძრაობის ნებართვაც მოიპოვა. Société française des transports automobiles du Caucase-ის დირექცია დაბინავდა თბილისში, ოლგის ქუჩა N46-ში, ხოლო მეორე ოფისი, ვლადიკავკაზსში ალექსანდროვსკის პროსპექტზე, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ განთავსდა.

1911 წელი ანანური


ავტობუსები, თბილისიდან ვლადიკავკაზის მიმართულებით, ყოველდღე დილის 07:00 და 08:00 საათებში გადიოდნენ, ხოლო მგზავრობას 10 საათი სჭირდებოდა. რაც შეეხება ფასს: პირველი კლასით, რომ გვემგზავრა, ერთი მიმართულების ღირებულება 20 მანეთს შეადგენდა, მეორე კლასით კი 18 მანეთი.რაც შეეხება ბარგის ღირებულებას, ის შემდეგნაირი იყო: მზგავრებს 16 კგ-ში ანუ 1 ფუთში, 2 მანეთის გადახდა უწევდათ, მოგვიანებით კი კომპანიამ ბარგის ფასები 70 კაპიკამდე გააიაფა.

1911 წელი. „სადგური ყაზბეგი“ - Schneider et Cie-ის ფირმის, პირველი კლასის ავტობუსი, მოდელი F. მის უკან კი მეორე კლასის ავტობუსი მოსჩანს.



მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ავტომობილი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, ანდაც მგზავრობა. თუმცა დროთა განმალობაში, ის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ავტომობილმა ჩვენი წინაპრების ცხოვრება საგრძნობლად შეამსუბუქა. 

მსგავსი სტატიები

AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
2020-08-24

„ამერიკული ოცნება ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. სწორედ ამ ფენომენის ნაყოფია ლეგენდარული AC Shelby Cobra, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენერმა Carroll Shelby-ი

Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი
Eleanor - მითოლოგიური პერსონაჟი
2020-03-18

მითი თუ რეალობა, ვინ არის „Eleanor“ ? თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ავტოინდუსტრიაში მითოლოგიური პერსონაჟია, ამ სახელით მოიხსენიებენ Mustang-ის საკულტო მოდელს. 1967 Ford Mustang Shelby GT500 fastback

Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია
Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია
2020-09-09

კომპანია Honda-მ, საკულტო მოდელის, Civic-ის წარმოება 1972 წლის 11 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად Civic, განკუთვნილი იყო იაპონური ბაზრისთვის.