2020-10-08

მასელ ქარი თუ პონი ქარ - რომელი გაჩნდა პირველი?

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
5 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ალბათ, ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური, ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა: მასელ ქარი (Muscle car) ან პონი ქარ (Pony car). ეს სიტყვები ამერიკაში, გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში დამკვიდრდა და ავტოინდუსტრიაში, დიდ კულტურულ რევოლუციას მისცა დასაბამი.

მასელ ქარი თუ პონი ქარ - რომელი გაჩნდა პირველი?

 60-იან წლების ამერიკაში, ომის შემდგომ თაობას, არ მოსწონდა: ნელი, მოსაწყენი საოჯახო ავტომობილები, ხოლო ევროპული სპორტული ავტომობილები, კი ძალიან ძვირი ღირდა. როგორც იტყვიან, გამოსავალი ყოველ სიტუაციაში მოიძებნებაო. ამერიკულმა ავტომწარმოებლებმა, მომხმარებელს „ახალი ხილი“ შესთავაზეს, ბიუჯეტური ორკაიანი ავტომობილები, აღჭურვეს მძლავრი V8 ძრავებით. 

პირველი ნაბიჯები - თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასელ ქარის (Muscle car) ფუძემდებლად, მესამე თაობის, Chevrolet Impala ითვლება. 1961 წელს, ორკარიანი ბიუჯეტური, Chevrolet Impala $2,901 ღირდა, თუმცა ოფციურ პაკეტში, დამატებით $53,80 თუ გადაიხდიდი, შეგეძლო გეყიდა Chevrolet Impala SS 409.

შევი აღჭურვილი იყო ე.წ. 409 „big-block" 6.7 V8 ძრავით და გამოიმუშავებდა 364 ცხენის ძალას. ძრავა დაწყვილებული იყო ოთხ საფეხურიან, მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. აბრევიატურა SS იშიფრება, როგორც Super Sport. თუ საბჭოთა მოქალაქე, 43 ცხენის ძალიან, Москвич-403-ზე ოცნებობდა, რკინის ფარდის მიღმა, ახალგაზრდობა, 364 ცხენის ძალიან ავტომობილებს დააქროლოებდნენ.


მასელ ქარად ნათლობა - 1964 წელს, ჯონ დელორიანს გენიალური იდეა დაებადა. ბიუჯეტური Pontiac Tempest, 348 ცხენის ძალიანი 6.4 V8 ძრავით აღჭურევს და 4 საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან დააწყვილეს. გააუმჯობესეს დაკიდების სისტემა, ასევე Pontiac-ს თვითბლოკირებადი დიფერენციალი დაუყენეს. ოფციურ პაკეტს GTO დაარქვეს. სახელი არც მეტი არც ნაკლები, იტალიელებს დააესესხნენ. აბრევიატურა იშიფრება, როგორც: Gran Turismo Omologato. 0-დან 100-მდე სულ რაღაც 7.7 წამში ავითარებდა.

ჯონ დელორიანი და მისი გუნდი, რაღაც სასწაულს არ ელოდა. წლიურად სურდათ 5,000 ეგზემპლარის წარმოება. თუმცა პროექტს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ პირველივე წელს, Pontiac Tempest GTO 32,450 ეგზემპლარი გაყიდეს. ავტომობილის ფასი, $3377.91 გახლდათ.


ასე დაიწყო ამერიკაში, 9 წლინი ეპოქა. ტერმინი მასელ ქარის (Muscle car) დამკვიდრებამდე, V8 ძრავით აღჭურვილ ავტომობილებს, უბრალოდ სუპერ მანქანებად მოიხსენიებდნენ. 60-იან წლების ამერიკაში, 1 გალონი 0,30 ცენტი ღირდა, შესაბამისად არავის ადარდებდა ავტომობილის წვა. მომხმარებლისთვის მთავარი მოთხოვნა გახლდათ: ხელმისაწვდომობა და სისწრაფე.

რა თქმა უნდა, კონკურენტები, გულზე ხელდაკრეფილი არ ისხდნენ, გაჩაღდა დიდი შეჯიბრი შეიარაღებაში. ყველას სურდა ისეთი ავტომობილის წარმოება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევდა Pontiac GTO-ს. 1964 წელს, ბაზარზე გამოჩნდა ისეთი მოდელები, როგორიცაა: Ford Fairlane GT, Dodge Coronet R/T, Oldsmobile 442, Chevrolet Chevelle SS.

პონი ქარ

 ალბათ, ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდება, თუ რას წარმოადგენს პონი ქარ (Pony car) ? - ეს არის ავტომობილი, პირველ რიგში: კომპაქტური, მოდური, მძლავრი და ხელმისაწვდომი.

პირველი მერცხალი - პონი ქარის ისტორია, 1964 წლის პირველ აპრილს დაიწყო. Plymouth-მა კომპაქტური ფასტბექი, Barracuda გამოუშვა. მას, 106-ინჩიანი, თვლების ბაზა ჰქონდა. აღჭურვილი იყო სამი ტიპის ძრავით:

  • Chrysler Slant-6 2.8 ( 101 ცხ.ძ.)
  • Chrysler Slant-6 3,7 ( 145 ცხ.ძ.)
  • Chrysler LA 273 V8 5.4 ( 180 ცხ.ძ.)

მოდური დიზაინის, კომპაქტურობისა და ეკონომიურობის წყალობით, პლიმუტმა ახალგაზრდების გული ელვის სისწრაფით დაიპრყო. მათი სლოგანიც ისეთივე მარტივი იყო, როგორც თავად ავტომობილი  „for people of all ages and interests“ – „ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის“. საბაზისო ბარაკუდა $2,500 ღირდა.


პონი ქარის საკულტო მოდელი - წითელ ხალიჩაზე, ფურორი Ford Mustang-მა მოახდინა, მისი დებიუტი 1964 წლის 17 აპრილს შედგა. საბაზისო მოდელის ფასი $2,368 შეადგენდა და პირველივე დღეს 22,000 პონი ქარი გაიყიდა. მუსტანგის დიზაინზე, მუშაობდნენ: ჯონ ნაჯარი (John Najjar), ფილიპ ტ. კლარკი (Philip T. Clark) და ჯო ოროსი (Joe Oros). 

Ford Mustang, 1162 კილოგრამს იწონიდა და 536 მმ-ით მოკლე იყო, ვიდრე მასელ ქარი Pontiac GTO.  თავდაპირველად, მუსტანგები აღჭურვილი იყო, ოთხი ტიპის ძრავით

  • 170 cu in (2.8 L) Thriftpower I6 – 101 ცხ.ძ.
  • 200 cu in (3.3 L) Thriftpower I6 – 120 ცხ.ძ
  • 260 cu in (4.3 L) Windsor V8 - 164 ცხ.ძ.
  • 289 cu in (4.7 L) Windsor V8 – 210 ცხ.ძ.

მუსტანგმა, ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები დანერგა. პონი ქარი გახლდათ: ხელმისაწვდომი, კომპაქტური, მოდური და სწრაფი ავტომობილი. 60-იან წლებში, საბაზისო მოდელის ფასი $2330-დან  $2557-შორის მერყეობდა. 1965 წელს, ფორდმა ახალი ოფციური პაკეტი GT დაანონსა და $158 ღირდა და ძირითადად აღჭურვილი იყო 225 ცხენის ძალიანი ძრავებით, მაგრამ დამატებით თანხას $276 თუ გადაიხდიდი, შეგეძლო 271 ცხენის ძალიანი, 289 cu in (4.7 L) Windsor HiPo V8 ძრავით შეგეკვეთა პონი ქარი.

 

რა განსხვავებაა მასელ ქარსა და პონი ქარს შორის ?

 დადგა მომენტი, როდესაც მთავარ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა სხვაობაა მათ შორის ? პასუხი ძალიან მარტივია: პონი ქარს (Pony car) უჩარჩო ძარის კონსტრუქცია აქვს, ის არის კომპაქტური, დახვეწილი დიზაინის მქონე ავტომობილი, ხოლო მასელ ქარი (Muscle car), საშუალო ან დიდი ზომის ავტომობილია და ჩარჩოიანი ძარის კონსტრუქციაზეა აწყობილი. გამოირჩევა უხეში ექსტერიერის დიზაიით და რაც მთავარია ყველა მასელ ქარი აღჭურვილია V8 ძრავთ. 



მეორე სუნთქვა - რა თქმა უნდა, შევის მარკეტოლოგები უსაქმურად არ ისხდნენ. 1966 წელს პონი ქარის სეგმენტში, გამოჩნდა პატარა მტაცებელი Chevrolet Camaro.


ის მუსტანგით იკვებებოდა. გაჩაღდა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, ყველას სურდა მუსტანგზე უკეთესი ავტომობილის წარმოება. 1967 წელს Pontiac-მა Firebird გამოუშვა, ხოლო Dodge-მა Challenger. Plymouth-მა ახლიდან მოიკრიფა ძალები და Barracuda დაპროექტა.

 

მზის ჩასვლა

 60-იანი წლების დასასრული და 70-იანების დასაწყისი, როგორც მასელ ქარისთვის (Muscle car), ასევე პონი ქარისთვის (Pony car), ოქროს ხანად შეიძლება მოვიხსენიოდ. ეს იყო პერიოდი, როდესაც არ არსებობდა, უაზრო რეგულაციები. საწვავიც იაფი ღირდა. ამ პერიოდში ვიხილეთ, Ford Mustang Boss 429, Plymouth Superbird და Dodge Daytona, შევის Chevelle SS 454, Dodge Challenger და სხვა უამრავი, თუმცა 70-იანი წლების დასაწყისში, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა.


 აშშ-ს მთავრობა, შეაშფოთა ატმოსფერულ ჰაერში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის დაგროვებამ. ავტომწარმოებლები იძულებულები გახდნენ, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ, ძრავის სიმძლავრე, მაგრამ მთავარი პრობლემა წინ იყო. 1973 წელს, OPEC-ში შემავალმა ქვეყნებმა, უარი განაცხადეს იმ ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდებაზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ ისრაელს. მსოფლიოში ნავთობის ფასი 4-ჯერ გაიზარდა ამან კი ეკონომიკა რეცესიაში შეიყვა. სამწუხაროდ მასელ ქარისთვის (Muscle car), თუ  პონი ქარისთვის (Pony car) აღარავის ეცალა, ხოლო ეკონომიურ ტრანსპორტზე მოთხოვნა, ერთიორად გაიზარდა.


მსგავსი სტატიები

საქართველოს სამხედრო გზა და ეშმაკის ეტლი
საქართველოს სამხედრო გზა და ეშმაკის ეტლი
2020-11-09

1901 წლის, 19 სექტემბრის დილის 07:00 საათზე, სამ მანქანიანი კოლონა, ვლადიკავკაზიდან თბილისისკენ დაიძრა. ამ ექსტრემალური მსვლელობის ინიციატორი, რუსეთის იმპერიის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, თავადი მიხეილ ივანოვიჩ ხილკოვი გახლდათ

Porsche 911 - მე ვარ ლეგენდა
Porsche 911 - მე ვარ ლეგენდა
2019-12-20

1962 წლის 9 ნოემბერს, ქალაქ შტუტგარტში Zuffenhausen-ის საწარმოში დაიბადა Porsche 356-ის მემკვიდრე „901“-ის პროტოტიპული მოდელი. გერმანელებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ ახალი მოდელის გასატესტად, რადგან შემდეგ წელს ავტო შოუზე უნდა წარედგინათ.

ავტომობილის მეტსახელები Vol.1
ავტომობილის მეტსახელები Vol.1
2020-07-14

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ახალი სარფიანი პროფესია „პერეგონშიკობა“ ამ ხალხის დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი ნელ-ნელა, მეორადი ევროპული ავტომობილებით ივსებოდა. გასაყიდი ევროპული მანქანების ხილვა დიღომში, აკაკი ბელიაშვილის