2020-10-06

2013-15 წლის Hyundai ix35-ის თავის ტკივილები

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 თბილისის ქუჩებში, მრავლად შეგხვდება დახვეწილი კორეელი Hyundai ix35. მან, მორალურად მოძველებული, Hyundai Tucson-ი ჩაანაცვლა. მისი დებიუტი 2009 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. ალბათ ხშირად გაგჩენია კითხვა, რამდენად გამომდგარია? ღიირს მისი შეძენა? ზუსტად ამ ყველაფერზე, ვისაუბრებ დღევანდელ ბლოგ-პოსტში.  


მეორე თაობის, Hyundai ix35-ის წარმოება, 2009 წელს დაიწყო და 2015-ში დასრულდა. პირველი განახლება, ჩვენებურად, რომ ვთქვათ რესტაილინგი, 2013 წელს განიცადა. თბილისში Hyundai ix35-ის ფასი: 7,500 დოლარიდან იწყება.


ელექტროობა - ელექტროობიდან ყველაზე ხშირად, პარკირების სენსორები, უკანა ხედვის კამერა გამოდის მწყობრიდან, ასევე კარის დისტანციური გაღების სისტემა.

ძრავა - Hyundai ix35 იწარმოებოდა, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავებით.

  • ბენზინი: 2.0 (G4KD) 150 ცხ.ძ.
  • დიზელი: 2.0 (D4HA) 184 ცხ.ძ.

ორივე შემთხვევაში, Hyundai-ის ძრავები საკმაოდ გამომდგარია და პრობლემები არ ახასიათებს, მთავარია დროულად უცვალო ძრავს ზეთი და ფილტრი. რაც მთავარია არ მოაკლო ხარისხიანი საწვავი, როგორიცაა 95 ოქტანობიანი (ევრო პრემიუმი).

გადაცემათა კოლოფი - Hyundai ix35-ის შეძენა, შეგიძლია, როგორც მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ასევე ავტომატურით.

მექანიკური გად. კოლოფი:  2013-ის შემდეგ „რესტაილინგ“ მოდელებს, მექანიკური კოლოფი, მხოლოდ ბენზინის ძრავებთანაა დაწყვილებული და აღჭურვილია 6 საფეხურიანი კოლოფებით. გადაბმულობის რესურსი საშუალოდ, 150,000 კილომეტრია.

ავტომატური გად. კოლოფი:  რაც შეეხება ავტომატურს, ძირითადად გამართულად მუშაობენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კოლოფს თერმოგადამწოდი (датчик температуры АКПП) უფუჭდება. სიმპტომები კი შემდეგნაირია: მოძრაობისას ბიძგები, აგვიანებს საჭირო სიჩქარეში გადართვას, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება D-ში ვეღარ გადართო. რეკომენდირებულია ყოველ 60,000 კილომეტრის გავლისას, ავტომატურ გადაცემათა კოლოფს, ზეთი შეუცვალო თუ გინდა, რომ დიდხანს გემსახუროს.  

სავალი ნაწილი - Hyundai ix35-ს გამძლე და საიმედო სავალი აქვს. ცვეთადი ნაწილების რესურსი, როგორიცაა: ამორტიზატორები, ნახარის მილისები, ბურთულა სახსარი, საჭის საწევის ბუნიკი თუ განივი მდგრადობის სტაბილიზატორის შტანგები 70-80,000 კილომეტრს ძლებს, მორგვის საკისარი კი 130,000 კმ-ს. რაც შეეხება მუხრუჭებს, წინ ვენტილირებადი სამუხრუჭე დისკოები აქვს, წინა ხუნდები (Тормозные колодки) ყოველ 40-50,000 კმ-ს შემდეგ უნდა შეცვალო, ხოლო უკანა 80-90,000 კმ-ს გავლისას.

საჭის მართვის სისტემა - ix35 აღჭურვილია საჭის ელექტროგამაძლიერებელით, ის საკმაოდ საიმედოა და ხშირ რემონტს არ საჭიროებს, თუმცა უგზოობაზე ხშირად თუ გიწევს სიარული შეიძლება ლარტყული საჭის მექანიზმა (реечный рулевой механизм) არასასიამოვნო ხმის გამოცემა დაიწყოს. მისი რესურსი 100,000 კილომეტრია.

 

მსგავსი სტატიები

2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2002-05 წლის, Subaru Forester-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-07-23

Subaru Forester საქართველოში ძალიან პოპულარობით სარგებლობს, ფორესტერმა მალევე შეძლო ჩვენი გულების დაპყრობა, თუმცა სიყვარულის უკან მცირედი ხარვეზებიც იმალებოდა. მეორე თაობის Subaru Forester-ის წარმოება 2002 წლიდან დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან მი

გაინტერესებს, როგორი მანქანაა Alfa Romeo 156 ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა Alfa Romeo 156 ?
2020-08-13

თბილისის ქუჩებში აქა-იქ შენიშნავთ, Walter de Silva-ს დიზაინრულ შედევრს, Alfa Romeo 156-ს. ალფა საკმაოდ ახალგაზრდულად და მომხიბლელად გამოიყურება, მაგრამ საქართველოში ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სტერეოტიპე

 BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-03-05

დღეს განვიხილავთ BMW Е90-ს, მისი ფასი 3,500 $-დან 9,000 $-მდე მერყეობს, ეს დამოკიდებულია ძირითადად გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში მესამე სერიის BMW საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ბრენდი ასოცირდება სპორტულობასთან