2020-09-29

ფიცხი ბავარიელის ისტორია - BMW Motorsport GmbH

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
8 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

იდეა - ლეგენდას, საფუძველი 70-იან წლებში ჩაყერა, როდესაც BMW AG-ის აქციონერთა შეკრება გაიმართა. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გახლდათ, კომპანიის არასახარბიელო მდგომარეობა ავტოსპორტში. ხელმძღვანელობაც თანმხდებოდა, რომ საჭირო იყო ძირეული ცვლილებები. ამავდროულად BMW-ს, სურდა მონაწილეობა მიეღო ისეთ რბოლაში, როგორიც გახლდათ European Touring Car Championship (ETCC). ამისთვის კი საჭირო იყო ბოლიდის შექმნა.




1972 წლის პირველ მაისს, სამყაროს ახალი განყოფილება BMW Motorsport GmbH მოევლინა.  განყოფილებას, წინ წარუძღვა გერმანელი ავტომბროლელი იოხენ ნეაპაში (Jochen Neerpasch) და მისი კოლეგა მარტინ ბრანგარტი (Martin Braungart). თავდაპირველად BMW Motorsport GmbH-ში, სულ რაღაც 35 რჩეული თანამშრომელი მუშაობდა.


რა თქმა უნდა, იოხენ ნეაპაშის გუნდმა, გამოწვევა მიიღო. ისინი შეუდგდნენ ბოლიდის პროექტირებას. შორს არც წასულან, პრეოქტისთვის სტანდარტული მოდელი, BMW E9 3.0 CS გამოიყენეს. მათ სულ რამდენიმე თვე დასჭირდათ, რათა მიეღოთ უფრო, მსუბუქი და სწრაფი CSL, მეტსახელად „batmobile”.

დეფინიცია: CS იშიფრება, როგორც Club Sport, ხოლო CSL იშიფრება, როგორც Coupé Sport Leichtbau.

იმისათვის, რომ კომპანია BMW-ს რბოლაში მიეღო მონაწილეობა, საჭირო იყო BMW E9 3.0 CSL-ს ომოლიგაცია გაევლო. 1972 წლის 28 ნოემბერს, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციაში (FIA), შევიდა განაცხადი №1648, სადაც Bayerische Motoren Werke A.-G იუწყება, რომ დაამზადა 1,000 ცალი მოდელი და ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა European Touring Car Championship-ის რბოლაში. რა თქმა უნდა, მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა, აქედან იწყება უკვე კომპანიის ახალი ერა.




ტექნიკური მონაცემები: BMW E9 3.0 CSL „batmobile”, 1,165 კილოგრამს იწონიდან და 150 კილოგრამით მსუბუქი იყო ვიდრე სტანდარტული BMW E9 3.0 CS. CSL-ის კაპოტი, ფრთები, კარი და საბარგული დამზადებული იქნა ალუმინისგან, ხოლო შუშებისთვის გამოიყენს ორგანული მინა. CSL „batmobile”-ს ხმის იზოლაციაც არ ჰქონდა. BMW E9 3.0 CSL აღჭურვილი იყო, 200 ცხენის ძალიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა 3.0 ძრავით.   


დებიუტი: იოხენ ნეაპაშის გუნდმა საშინაო დავალება იდეალურად შეასრულა. BMW E9 3.0 CSL „batmobile“-ის დებიუტი, 1973 წელს, ETCC-ის რბოლაში შედგა. ნიდერლანდელმა მბროლელმა, ტოინ ეზემანმა (Toine Hezemans) დაძაბულ ბრძოლაში, კომპანია BMW-ს და მის შვილობილ კომპანიას BMW Motorsport GmbH-ს, პირველი და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. საერთო ჯამში BMW E9 3.0 CSL, ETCC-ის რბოლის ექვსგზის ჩემპიონია 1973-1976, ხოლო 1975 წელს „batmobile”-მა ლემანის 24 საათიან რბოლაში პირველობა არავის დაუთმო. იმავე წელს კი IMSA-ს დაიპყრობ. 70-იან წლებში, BMW E9 3.0 CSL, ტექნოლოგიურად სრულყოფილებას წარმოადგენდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დროს უსწრებდა.

 

M-ის ლოგო - რბოლებში წარმოდგენილი ბოლიდები, BMW Motorsport GmbH-ის საფირმო ფერებში იყო შეღებილი:

  • ლურჯი - განასახიარებს კომპანია BMW AG-ს
  • იისფერი - მათ უნიკალურ კავშირს.
  • წითელი - ავტოსპორტს


ახალი გამოწვევა M1 - იოხენ ნეაპაშს (Jochen Neerpasch) და მისი კოლეგას მარტინ ბრანგარტის (Martin Braungart) სურდათ ბუმბერაზული პროექტის დაწყება. მათი მთავარი მიზანი, იყო შეექმნათ ისეთი სპორტული ავტომობილი, რომელიც Porsche 935-ის დაამარცხებას შეძლებდა. 1976 წელს, BMW AG-ის დირექტორთა საბჭომ, საკმაოდ ამბიციურ პროექტს მწვანე აუნთო.




ლამბროგინსა და BMW-ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, იტალიელები უნდა დახმარებოდნენ გერმანელებს, შეექმნათ საჭირო რაოდენობის ომოლოგირებული სპორტული ავტომობილები. თუმცა მათ შორის მოულოდნელად კომფლიქტი წარმოიშვა, ლამბორგინი გაკოტრების პირას იდგა. იტალიელები ვერ ახერხებდნენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ეს კი პედანტ გერმანელებს არ მოსწონდათ. შეთანხმებამ კრახი განიცადა. 1978 წელს კომპანია BMW AG-იმ, პროექტზე კონტროლი აღადგინა. იოხენ ნეაპაში უკან დახევას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 7 პროტოტიპული მოდელი ჰყავდათ დამზადებული და წინ უამრავი სამუშაო ელოდათ. გასათვალისწინებელია მთავარი ფაქტორი: BMW M1-ს რბოლაში რომ მიეღო მონაწილეობა, საჭირო იყო 400 ეგზემპლარის დამზადება, ეს კი ძალიან რთული საქმე გახლდათ.


BMW M1-ის დიზაინზე  ჯორჯეტო ჯუჯარომ დაიწყო მუშაობა. მისი შთაგონების წყარო, პოლ ბრაკის (Paul Bracq) კონცეპტუალირი მოდელი, BMW Turbo გალხდათ. M1-ის ნახშირბადის ბოჭკოს (carbon fiber) ძარა და ჩარჩო მოდენაში მზადდებოდა, ხოლო ინტერიერის დეტალები ტურინში. ნახევრად ფაბრიკატები კი იგზავნებოდა შტუტგარტში, კომპანია Baur-ის ოფისში, სადაც მზა სახეს აძლევდნენ.


1978 წელს პუბლიკამ იხილა, BMW Motorsport GmbH-ის შექმნილი სპორტული ავტომობილი. როგორც სერიული მოდელი კონვეირიდან 1979 წელს ჩამოვიდა. ეს იყო იმ დროისთვის მგონი ყველაზე ძვირი და გიჟური პროექტი. M1 აღჭურვილი იყო, 274 ცხენის ძალიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა, 3.5 L M88 ძრავით და დაწყვილებული იყო ZF-ის 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. 0-დან 100 კმ/სთ-ს გავითარება, სულ რაღაც 5,5 წამში შეეძლო. საბაზისო M1-ის ფასი 100,000 გერმანული მარკიდან იწყებოდა.

იმისათვის, რომ პროექტი არ გაჩერებულიყო, 1979 წელს იოხენ ნეაპაშმა, ჯგუფ 4-ის კატეგორიაში, Procar BMW M1-ის ჩემპიონატი ჩამოაყალიბა. რბოლაში მონაწილეობას იღებდნენ, ფორმულა ერთის პილოტები, როგორებიც იყვნენ: ნიკი ლაუდა, ნელსონ პიკე, ჯეიმს ჰანტი, ჯონ მარშალ ვატსონი, ალან ჯონსონი და სხვები.

„იფიქრე მეტზე მიიღე მეტი“დადგა დრო და მომენტი, როდესაც BMW Motorsport GmbH-ს კომრეციულად მომგებიან პროექტებზე უნდა ეზრუნა. 1979 წელს ფრანკფურტის ავტოშოუზე, გამოჩნდა მე-5 სერიის უნიკალური მოდელი, BMW E12 M535i. სედანი 1430 კილოგრამს იწონიდა და აღჭურვილი იყო 215 ცხენის ძალიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა M90 (S30 B35LE) ძრავით და მექანიკური გადაცემათა კოლოფით. 0-დან 100 კმ/სთ გავითარება სულ რაღაც 7.5 წამში შეეძლო. ევროპული ბაზრისთვის 980 ეგზემპლარი დაამზადეს. E12 M535i-მა, დასაბამი მისცა ახალ სუბკულტურას, ფილოსოფიას. M-ის აბრევიატურის ქვეშ წარმოებული ყველა მოდელი ისეთივე უნიკალურია, როგორც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატები.

BMW Motorsport GmbH მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა და საჭირო იყო ახალი სრულყოფილი ნამუშევრის შექმნა. 1984 წელს ევროპულ ბაზარზე გამოჩნდა, მე-6 სერიის BMW, E24 M635Csi. გერმანიაში M6-ის ფასი 51,900 მარკას შეადგენდა. ინჟინრებმა ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყეს. აგრეგატი BMW M1-ს დაესესხნენ. M635Csi-ს, კაპოტ ქვეშ 286 ცხენის ძალიანი 3,5 M88/3 ძრავა იმალებოდა. მაგალითად ჰოკენჰაიმის ავტოდრომზე, დრაგ რეისინგში, M635Csi სჯაბნიდა Porsche 911 Carrera-ს.


პირველი M5 - 1985 წელს, ამსტერდამში მორიგი ავტოშოუ ჩატარდა. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის, ყველაზე დიდ ყურადღებას, ბავარიელების სიამაყე იქცევდა. ეს გალხდათ BMW E28 M5, ბიზნეს კლასში ყველაზე სწრაფი სედანი. ის 1,430 კგ-ს იწონიდა და აღჭურვილი იყო BMW M1-ის 286 ცხენის ძალიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა, 3.5 M88/3 ძრავით და დაწყვილებული იყო 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან. 100 კმ/სთ-ს 6.5 წამში ავითარებდა. საზოგადოება შოკში იყო, ყველას სურდა მისი შეძენა, თუმცა მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე ყველა ვერ ახერხებდა. 1985 წელს, BMW E28 M5-ის ფასმა 80,000 გერმანული მარკა შეადგინა.


მძლავრი და დახვეწილი - 80-იან წლებში საზოგადოებას, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განელებული, E28 M5-ით გამოწვეული ემოციები, როდესაც ჰორიზონტზე ახალი შედევრის სილუეტი გამოჩნდა. 1988 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე, ბავარიელებმა 315 ცხენის ძალიანი მონსტრი წარადგინეს.

მეორე თაობის E34 M5, რადიკალურად განსხვავდებოდა წინამორბედისგან. დაიხვეწა, როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი. გაუმჯობესეს აეროდინამიკური მონაცემები. E34 M5 აღჭურვეს, 315 ცხენის ძალიანი , ექვსცილინდრიანი ერთრიგა S38B36 ძრავით და 100 კმ/სთ-ს გავითარება 6,3 წამში შეეძლო. გარჩინგის (Garching) ქარხანაში M5 ხელით იწყობოდა.

მსოფლიო ავტოინდუსტრიის „ძეგლთა“ შორის E34 M5-მა მკვიდრი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. M5-მა შეძლო გაერთიანებინა: უმაღლესი კომფორტი და სისწრაფე. ეს ყველაფერი კი BMW Motorsport GmbH-ის გუნდის დამსახურებაა. 80-იან წლებში E34 M5-ის ფასი 90,000 გერმანული მარკა შეადგინა.

უკანასკნელი მოხიკანი - სანამ ლეგენდაზე დავიწყებდეთ საუბარს, უნდა გავიხსენოთ, რისთვის შეიქმნა, ახალი განყოფილება სახელად:BMW Motorsport GmbH“? პასუხი მარტივია, ავტოსპორტისთვის. ერთ-ერთ შეხვედრაზე, BMW-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ებერჰარდ ვონ კუინჰეიმა (Eberhard von Kuenheim) პოლ როშეს მიმართა: „ბ-ნო როშე, ჩვენ გვჭირდება სპორტული ძრავა მესამე სერიისთვის“. ეს ფრაზა ისტორიაში შევიდა და საძირკველი ჩაუყარა ლეგენდარული მოდელის, E30 M3-ის შექმნას. 

ებერჰარდ ვონ კუინჰეიმა (Eberhard von Kuenheim) ზუსტად იცოდა ვისაც მიმართავდა. პოლ როშე (Paul Rosche) გახლდათ, BMW Motorsport GmbH-ის ტექნიკური დირექტორი, ასევე ის იყო გენიალური ინჟინერი. მისი დაპროექტებული ძრავით, 1983 წელს, ფორმულა ერთის, ბრაზილიელმა მრბოლელმა, ნელსონ პიკემ (Nelson Piquet) რომელიც Brabham BT52 BMW-ს მართავდა, ბრაზილიის გრან-პრის მოგება შეძლო. შესაბამისად პოლ როშესთვის (Paul Rosche) სპორტული ძრავის დაპროექტება და დანიშნულება, პირველ რიგში გამარჯვებასთან ასოცირდებოდა.


BMW Motorsport GmbH-ის ინჟინრებს, ახალი ფორმულა არ გამოუგონებიათ, მათ უკვე ჰქონდათ გამოცდილება ცილინდრზე 4 სარქვლის გამოყენების. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ M1-ის ექვსცილინდრიან ერთრიგა M88 ძრავის ცილინდრებს შორის დაშორება იდენტური იყო რაც ოთხცილინდრიანს ძრავის. შესაბამისად ინჟინრებმა M88 გადააკეთეს, როგორ ? ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავს, ცილინდრთა ბლოკის თავს ზედმეტი ორი წვის კამერა მოაჭრეს. უკანა მხარეს კი ხუფი ააფარეს და ჭანჭიკებით დაამაგრეს. შემდეგ დღეებში ინჟინრება, მოცულობა 2.3-მდე გაზარდეს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, S14B23-ის პროექტი ორ კვირაში დასრულეს და ბრძანების გაცემიდან ორი კვირის თავზე პოლ როშემ E30 M3 ებერჰარდ ვონ კუინჰეიმს გასატესტად მიუყვანა. M3 აღჭურვილი იყო 200 ცხენის ძალიანი, ოთხცილინდრიანი S14B23 ძრავით.


1986 წელს, BMW Motorsport GmbH-მა ისევე კარგად შეასრულა დავალება, როგორც ეს 1972 წელს. 1986 წელს BMW E30 M3-ის ფასი 58,000 გერმანული მარკა შეადგინა. 1988 წელს M3 Evolution ვერსია გამოუშვეს, ხოლო ცოტა მოგვიანებით კი M3-ის კაბრიოლეტი. მიუხედავად სიძვირისა, საზოგადოებამ BMW Motorsport GmbH გუნდის ღვაწლი, ღირსეულად შეაფასა. რაც უფრო მეტი დრო გადის, ინჟინრული შედევრის ფასი იზრდება.


ავტოსპორტი: E30 M3-მა, ბელგიაში, ფრანკორშარმის „Circuit de Spa-Francorchamps“ ავტოდრომზე, 1987, 1988, 1990 და 1992 წელს პოდიუმზე პირველი ადგილი არავის დაუთმო. ნიურბურგრინგის 24 საათიან რბოლაში, E30 M3 ხუთგზის ჩემპიონი გახლავთ. რაც შეეხება DTM-ს, ბავარიელემბა 1987 წელს და 1989 წელს დაიკავეს პირველი ადგილი.



 

მსგავსი სტატიები

$1 მილიონ დოლარად შეფასებული Al Capone-ს მანქანა
$1 მილიონ დოლარად შეფასებული Al Capone-ს მანქანა
2020-01-24

XX საუკუნის 20-30 იანი წლების ამერიკაზე, რომ ვისაუბროთ თავისუფლად შეგვიძლია პარალელი გავავლოთ 90-იანი წლების საქართველოსთან. ძარცვა, მკვლელობები, კორუფცია. 20-იანი წლებში ჩიკაგოში ჩინოვნიკების უმეტესობა მოსყიდული იყო მაფიის მიერ. მკვლელობე

მასელ ქარი თუ პონი ქარ - რომელი გაჩნდა პირველი?
მასელ ქარი თუ პონი ქარ - რომელი გაჩნდა პირველი?
2020-10-08

ალბათ, ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური, ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა: მასელ ქარი (Muscle car) ან პონი ქარ (Pony car). ეს სიტყვები ამერიკაში, გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში დამკვიდრდა და ავტოინდუსტრიაში, დიდ კულტურულ რევოლუციას მისცა დასაბა

ავტომობილის მეტსახელები Vol.1
ავტომობილის მეტსახელები Vol.1
2020-07-14

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ახალი სარფიანი პროფესია „პერეგონშიკობა“ ამ ხალხის დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი ნელ-ნელა, მეორადი ევროპული ავტომობილებით ივსებოდა. გასაყიდი ევროპული მანქანების ხილვა დიღომში, აკაკი ბელიაშვილის