2020-09-25

ილონ მასკმა ყველაზე სწრაფი Model S Plaid დაანონსა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ამა წლის 22 სექტემბერს, კომპანია Tesla-მ ღონისძიება „Battery Day“ გამართა. ერთი შეხედვით, სხვა ღონისძიებებისგან თითქოს არაფრით განსხვავდებოდა, მაგრამ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. აქედან ერთ-ერთი გახლავთ, ყველაზე სწრაფი სერიულო მოდელის, Tesla Model S Plaid-ის წარმოება.


რაც წარმოადგენს Tesla Model S Plaid ? - ეს არის უსწრაფესი, სერიული ჰეჩბეკი, რომელიც აღჭურვილი იქნება სამი ელექტრო ძრავით. აქედან ერთი წინ იქნება განთავსებული, ხოლო ორი უკან. ელექტრომობილი სრული ამძრავი იქნება და მისი ელექტრო ძრავები 1,100+ ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. რაც მთავარია, ერთი დამუხტვით, Model S Plaid-ს 836 კილომეტრის გავლა შეეძლება.


მისი მონაცემები შოკის მომგვრელია, 0-დან 100 კილომეტრის გასავითარებლად, სულ რაღაც 2 წამი დასჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ შეადგენს. ამას ადასტურებს კომპანია Tesla-ს ოფიციალური ვებ გვერდი, სადაც შეგიძლია ეს გენიალური ელექტრომობილი შეუკვეთო. ამისთვის კი, წინასწარი დეპოზიტის სახით $1,000 შეტანააა საჭირო. წარმოიდგინე, საოჯახო ელექტრომობილი, რომელსაც გზად ყველაფრის განადგურება შეუძლია, ეს ხომ გენიალურია. აღნიშნული მოდელის ფასი: 134,490 დოლარიდან იწყება და მისი ყიდვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.


კომპანია Tesla-მ, Plaid-ის დაანონსებით პასუხი გასცა, სტარტაპ კომპანიას Lucid Motors, რომელსაც ზოგჯერ „Tesla killer“-საც უწოდებენ. Model S Plaid-ის, პირდაპირ  კონკურენტად, სავარაუდოთ Lucid Air Dream Edition მოიაზრება. რომელსაც 1080 ცხენის ძალა აქვს და 810 კილომეტრის გავლა შეუძლია ერთი დამუხტვით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავიცადოთ, რადგან ამ ეტაპზე ყველა ვერსუს საკითხი უბრალოდ თეორიებია და კომპანიის მიერ წარმოდგენილი ციფრების უხეშ შედარებას ვახდენთ, რაც რეალობისგან მაინც შორს დგას.

მსგავსი სტატიები

კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
კომპანია შევროლემ, K5 Blazer-ს ახალი სიცოცხლე აჩუქა
2020-11-03

მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრომობილზე, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დიდი თუ პატარა კომპანიები, ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც მომავლის ტრანსპორტი უფრო ეკომეგორბულია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. აგერ ამერიკულმა კომპან

ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
ეკოლოგიურად სუფთა - BMW i Hydrogen NEXT
2020-03-31

2022 წლიდან ქუჩებში ვიხილავთ X5-ის ბაზაზე წარმოებულ, 374 ცხენის ძალიან, წყალბადზე მომუშავე BMW i Hydrogen-ს

პირველი ქართული ავტოაუქციონი
პირველი ქართული ავტოაუქციონი
2020-06-17

Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა.