2020-09-09

Honda Civic - ყველაზე გაყიდვადი მოდელის ისტორია

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

პირველი ნაბიჯები - კომპანია Honda-მ, საკულტო მოდელის, Civic-ის წარმოება 1972 წლის 11 ივლისს დაიწყო. თავდაპირველად Civic, განკუთვნილი იყო იაპონური ბაზრისთვის. მისი მთავარი ხიბლი, მცირე ზომა და ეკონომიურობა გახლდათ. სამკარიანი კომპაქტური ავტომობილი, აღჭურვილი იყო, ოთხცილინდრიანი ერთრიგა, 1.2 CVCC ძრავით და 54 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 70-იანი წლების საავტომობილო ინდუსტრიაში, Civic-მა, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.


დეფინიცია: სიტყვა „Civic“ ქართულად „სამოქალაქოს“ აღნიშნავს.

ექსპორტი - იაპონიაში, კომპანიას განსაცვიფრებელი წარმატება ერგო, რამაც დიდი ძალა და სტიმული მისცა სოიჩირო ჰონდას, დაეპყრო ამერიკის ბაზარი. 1973 წელს, აშშ-ში Civic-ის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა. იაპონელი, კონკურენტებთან შედარებით, მცირედით ძვირი ღირდა.


მაგალითად:

  • Ford Pinto $1,997 vs Honda Civic $2,150
  • Chevrolet Vega $2,087 vs Honda Civic $2,150

მაგრამ, ეკონომიაზე არავინ ფიქრობდა, რადგან Honda Civic-ის მართვა, იმაზე სასიამოვნო და სახალისო იყო, ვიდრე Fiat 124 Sport Spider-ის თუ MGB-ის.

კრიზისი, როგორც შესაძლებლობა - 1973 წელს მსოფლიოს ნავთობის კრიზისი დაატყდა თავს, ბენზინი რამდენჯერმე გაძვირდა, ხოლო ეკონომიურ ტრანსპორტზე მოთხოვნა, ერთიორად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის ფონზე, იაპონიაში ავტომწარმოებლები თანხმდებოდნენ, რომ შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების მოცულობა და ფასები გაეზარდათ, Honda-მ პირიქით, მოთხოვნას მიწოდებით უპასუხა. წარმოება ორჯერ გაზარდა, ხოლო ფასები შეამცირა. ჰონდას პროდუქციის მოცულობა 76 %-ით გაიზარდა და განაგრძო ჩქარი ზრდა.


1974 წლიდან, საკულტო მოდელის შეძენა ევროპაშიც შეგეძლო. ორი წლის თავზე, Honda Motor Company-იმ, მსოფლიო მასშტაბით 2 მილიონი Honda Civic-ის გაყიდვა შეძლო. სოიჩირო ჰონდამ, უმოქმედო გაჩერებული ბაზარი, მოქმედი და დინამიური გახადა. ასე და ამგვარად Civic, აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული იაპონური ავტომობილი, ის 48 წელია შეუფერხებლად იწარმოება და დღემდე მოთხოვნად მოდელად ითვლება. მსოფლიოს მასშტაბით 20 მილიონზე მეტი მოდელია გაყიდული.

Type R – ეს არის მაგიური სიტყვები, რომელსაც სხვა განზომილებაში გადავყავართ. R-აღმნიშვნელია, სიტყვა Racing-ის (სარბოლო). პირველად  სივიკის ძარაზე R, 1991 წელს მეოთხე თაობის სივიკზე გამოჩნდა. Сivic SiR აღჭურვილი იყო, 160 ცხენის ძალიანი 1,6 DOHC VTEC-ის (B16A) ძრავით, ხოლო 1992 წელს Civic SiR II-ის სიმძლავრე 165 ცხენის ძალამდე გაიზარდა.


ოფიციალურად, პირველი Honda Civic (EK9) Type R-ის დებიუტი, 1997 წელს შედგა. სივიკი აღჭურვილი იყო B16B სერიის, 1,6 DOHC VTEC ძრავით და 185 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. საინტერესო ის არის, რომ სივიკი 1,090 კილოგრამს იწონიდა, მცირე წონის მეშვეობით, 0-დან 100-მდე გასავითარებლად სულ რაღაც 6.7 წამი ჭირდებოდა.


JDM - იშიფრება, როგორც Japanese domestic market, ამ აბრევიატურის ქვეშ წარმოებული ყველა ავტომობილი განკუთვნილია, იაპონიის ბაზრისთვის. გზაზე უამრავ ავტომობილებს შორის, JDM მოდელს, უნიკალური დიზაინით მარტივად გამოვარჩევთ, ის მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია. ზოგადად JDM ეს არის ცალკე სუბკულტურა, ცხოვრების სტილი, ფილოსოფია.



Civic და საქართველო - პატარა და სწრაფი იაპონელი, საქართველოში 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა.  „პერეგონშიკებს“ ძირითადად გერმანიიდან მოყავდათ, მყიდველი კი არც მეტი არც ნაკლები, ახალგაზრდები იყვნენ. მალევე ქართულ ავტოსპორტშიც ვიხილეთ Сivic. მან სახელი, როგორც გამძლე მოდელმა ისე გაითქვა. როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ჩამოყალიბდა ცალკეული კლუბები, მათ შორის ჰონდას კლუბი, სადაც ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას ერთმანეთს უზიარებდნენ.

იდეოლოგია - სოიჩირო ჰონდა აცნობიერებდა, რომ დოგმატური აზროვნება შემაფერხებელი იქნებოდა ახლის ძიებაში, შესაბამისად შექმნეს ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს თანაბრად მოერგო. „It will get you where you’re going“



 

მსგავსი სტატიები

AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
2020-08-24

„ამერიკული ოცნება ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. სწორედ ამ ფენომენის ნაყოფია ლეგენდარული AC Shelby Cobra, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენერმა Carroll Shelby-ი

Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
2020-03-26

Ferrari ყველას არ ჰყავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რაღაც ისეთი, ბუმბერაზული, რომელსაც გვერდით ბევრს ვერავის ამოვუყენებთ. თვით Enzo Ferrari გვიჩვენებს, რა შეუძლია ნიჭიერ ადამიანს, თუ მას აქვს რკინის ნებისყოფა. 1984 წელს, 86 წლის გენიოს

ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
2020-04-13

დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვა ისეთივე მარტივია, როგორიც პურის შეძენა. ყოველთვის მაინტერესებდა საბჭოთა კავშირში თუ რა ღირდა მანქანა, ან რა პროცედურები იყო გასავლელი.