2020-08-31

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.16

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ორშაბათის ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია, კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

Porsche
911 - თუ დრო და ფინანსები ხელს გიწყობს, ამავდროულად რესტავრაციის არ გეშინია მაშინ, ნამდვილი „ოლდტაიმერი“, ხელიდან გასაშვები არაა. Porsche 911-ის (930) ვერსია, საქართველოში 2-3 თუ მეგულება. რაც დრო გადის, ბაზარზე მისი ფასი ორმაგდება. მაგალითად გერმანიაში 1984 წლის Porsche 911 (930) Carrera  3,2-ის ღირებულება €80,000 შეადგენს. 911 ეს არის უნიკალური მოდელი, მისი გამოყენება შეგვიძლია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე თავისუფალ დროს ავტოდრომზე. რაც მთავარია გერმანელი ზედმეტ ფოფინის არ მოითხოვს.
https://www.myauto.ge/ka/pr/47372959/iyideba-kupe-porsche-911-1984-benzini-geo


Hummer - არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია, ამერიკულ ყველგან მავალ H1-ზე. თავდაპირველად  M998 Humvee, ამერიკის ჯარისთვის შეიქმნა, თუმცა არნოლდ შვარცნეგერის წყალობით Hummer-მა მალევე მოიპოვა პოპულარულობა. კოლექციონერებისთვის ყველაზე სასურველი H1 Alpha გახლავთ, საქართველოში კი ასეთი მოდელი სულ ორი მეგულება. ამ ავტომობილით სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ შენზე ისაუბრებენ.
https://www.myauto.ge/ka/pr/47327361/iyideba-jipi-hummer-h1-2006-dizeli-geo


Toyota Sienna - თუ მაკ-კალისტერების მსგავსად დიდი ოჯახი გყავს და საოჯახო ავტომობილის შეძენა გაქვს გადაწყვეტილი, მაშინ მესამე თაობის, Toyota Sienna საშენო ავტომობილია. ის აკმაყოფილებს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: უსაფრთხოება, კომფორტი, ტევადობა.
https://www.myauto.ge/ka/pr/46963777/iyideba-miniveni-toyota-sienna-2017-benzini-geo


190Е Cosworth - მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, მერსედესმა კომპაქტური მოდელის, W201 190Е-ის მოდიფიცირებული ვერსიის, 2.3-16 Cosworth-ის წარმოება დაიწყო. მისი დებიუტი 1983 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. მასზე კოლექციონერები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოცნებობენ. აღნიშნული ავტომობილი, რადიკალურად განსხვავდება სტანდარტული სედანისგან. ის აღჭურვილია სპორტული დაკიდების სისტემით, რეკაროს სავარძლებით, Getrag-ის გადაცემათა კოლოფით და რაც მთავარია, ძრავაზე იმუშავა ბრიტანულმა კომპანიამ Cosworth-მა. Mercedes-Benz 190Е 2.3-16 Cosworth, 185 ცხენის ძალასა და 235 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ მოდელის ფასი გერმანიაში €15,000-დან იწყება. თუ გსურს მიიღო, ავტომობილის მართვისგან დაუვიწყარი სიამოვნება და შეგრძნებები, მაშინ ეს იშვიათი ეგზემპლარი საშენო ავტომობილია და ხელიდან არ უნდა გაუშვა.
https://www.myauto.ge/ka/pr/47487560/iyideba-sedani-mercedes-benz-190-1984-benzini-geo


Land Cruiser 105 - კლდესავით მტკიცე იაპონელს, ტოიოტა Land Cruiser 105-ს დიდი აღწერა არ ჭირდება, ყველამ იცის, რომ ის უგზოობისთვისაა დაბადებული. ეს ავტომობილი გაძლევს საშუალებას, გამოიყენო, როგორც საოჯახო საქმიანობაში, ასევე დასვენების დღეებში დაუვიწყარი მოგზაურობა დაგეგმო და  ახალი ადგილები აღმოაჩინო.
https://www.myauto.ge/ka/pr/47493499/iyideba-jipi-toyota-land-cruiser-2003-dizeli-geo


მსგავსი სტატიები

ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას საქართველოში
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას საქართველოში
2023-02-02

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება ისეთ მძღოლთა რიცხვიც, რომლებიც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების არცოდნის ან კანონებში შესული ცვლილებების გამო ხშირად ჯარიმდებიან. იმისათვის, რომ საგზა

90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
90-იანების საკულტო BMW €120.050 ევროდ იყიდება
2020-03-29

2020 წლის 21 მარტს გერმანულ აქუციონზე Ebay.de-ზე განთავსდა მეტად საინტერესო განცხადება. თამამად შეიძლება ითქვას, ეს განცხადება დროში გამოგზაურებს.

2019 RANGE ROVER SPORT HSE
2019 RANGE ROVER SPORT HSE
2020-02-10

Range Rover ჩვენს ცნობიერებაში ასოცირდება წარმატებასთან, გვეხმარება ჩვენი ინდივიდუალურობის წარმოჩენაში და ხაზს უსვამს სტატუსს. Range Rover-ის დებიუტი 1970 წელს პარიზში, ლუვრში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Exemplary Work of Industrial