2020-08-24

AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
5 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 „ამერიკული ოცნება ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. სწორედ ამ ფენომენის ნაყოფია ლეგენდარული AC Shelby Cobra, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენერმა Carroll Shelby-იმ აჩუქა სამყაროს.

ადრეული ცხოვრება - 1923 წლის 11 იანვარს, ტეხასის შტატში სამყაროს მოევლინა ადამიანი, რომელმაც ავტოინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა, ეს გახლავთ Carroll Shelby. მისი ცხოვრება თავიდანვე დაკავშირებული იყო ადრენალინთან და ტექნიკასთან. 1940 წელს ის გაიწვიეს ჯარში, მსახურობდა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში.

ომის დასრულდა, ადამიანები უბრუნდებოდნენ მშვიდ ცხოვრებას, მაგრამ ბევრი ამას ვერ ახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ Carroll Shelby-იმ არაერთი ბიზნესი წამოიწყო, მას ადრენალინის წყურვილი მოსვენებას არ აძლევდა, შესაბამისად გამოსავალი მალევე მოიძებნა. 50-იან წლებში ავტორბოლას მიჰყო ხელი. თავდაპირველად შელბი, როგორც მოყვარულმა ავტომრბოლელმა ისე გაითქვა სახელი, თუმცა სამოყვარულოდან ის პროფესიონალად ჩამოყალიბდა.


1956 წელს ვაშინგტონის მთებში ჩატარებულ აღმართის დაძლევაში (Mount Washington Hillclimb Auto Race), Carroll Shelby-იმ, Ferrari 375 GP-ით, მონაკვეთი რეკორდულ დროში, 10:21.8 დააფინიშა, მაგრამ მთავარი გამარჯვება წინ ელოდა. 1959 წელს, Carroll Shelby-იმ ლე მანის 24 საათიანი რბოლაში იასპარეზა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. წარმატებული სპორტული კარიერა რამდენიმე წელიწადში დასასრულს მიუახლოვდა. Carroll Shelby-ის ბავშობიდანვე გულის პრობლემები აწუხებდა, შესაბამისად საყავრელი საქმიანობისთვის უარის თქმა მოუწია, თუმცა ის გაჩერებას არ აპირებდა!


Shelby American Inc.– შელბის ჰქონდა ერთი აუხდენელი ოცნება, შეექმნა ეგზოტიკური ავტომობილი, თავისი სახელის ქვეშ. ამ იდეის ინსპირაცია იქიდან წამოვიდა, რომ შელბის არ მოსწონდა ევროპული სპორტული ავტომობილები, რომლებიც მუდმივად ძვირიან სერვის საჭიროებდნენ. Shelby-ის მთავარი ამოცანა გალხდათ: აეწყო ადვილად მოსავლელი ამერიკული სპორტული ავტომობილი V-8 ძრავით.

1961 წელს, ნისლიანი ალბიონიდან Carroll Shelby-იმ შეიტყო, რომ ბრიტანეთში ბაზირებული მცირე კომპანია „AC Cars“ წყვეტდა AC Ace-ის წარმოებას, რადგან Bristol-ის ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავები ხელმისაწვდომი აღარ იყო, რამაც კომპანია ჩიხში შეიყვანა. Carroll Shelby-იმ, როგორც ნამდვილმა ანტრეპრენერმა, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. შელბის გენიალური იდეით აღფრთოვანდა, როგორც ბრიტანული კომპანია „AC Cars“, ასევე Ford Motor Company.



1962 წელს Carroll Shelby-ის ოცნებები ნელ-ნელა რეალობად გვევლინებოდა, შეიქმნა კომპანია „Shelby American Inc.“, ხოლო 1962 წლის 2 თბერვალს ბრიტანეთიდან მიიღეს პირველი ტვირთი, ეს გახლდათ კომპანია „AC Cars“-ის პროტოტიპული მოდელი ძრავისა და გადაცემათა კოლოფის გარეშე, შასის ნომრით CSX0001. ძარის ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში, კომპანია შელბიმ და მისმა გუნდმა პირველი AC Cobra ააწყვეს.


Mk I - პროტოტიპული მოდელი CSX0001, აღჭურვილი იყო, 260 ცხენის ძალიანი, 4.3 Ford Windsor V8 260 HiPo ძრავით და 4 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. კობრა გამოიმუშავებდა, 260 ცხენის ძალასა და 365 ნიუტონ მეტრს, მისი წონა 916 კილოგრამს შეადგენდა. 1962 წელს ახლად დაარსებულმა მცირე კომპანიამ „Shelby American Inc“-მა 75 მოდელის წარმოება შეძლო, აქედან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებისთვის განკუთვნილი 62 ეგზემპლარი AC Shelby Cobra Mk I 260 გახლდათ, ხოლო დანარჩენი 13 მოდელი აღიჭურვა Ford Windsor V8 289 HiPo ძრავებით და გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებისთვის, მათშორის ავტოსპორტში.

Mk II - 1962 წლის დასასრულს, კომპანია „AC Cars“ მთავარმა ინჟინერმა Alan Turner-მა ცვლილებები შეიტანა დიზაინში, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ რესტაილინგი განიცადა. განახლებული დიზაინით AC Shelby Cobra Mk II-ის წარმოება ამერიკულმა კომპანიამ „Shelby American Inc“-მა 1963 წლიდან შეუდგა. ინჟინრებმა AC Shelby Cobra Mk II 271 ცხენის ძალიანი 4.7 Ford Windsor V8 289 HiPo ძრავით აღჭურვეს. 0-დან 100 კმ/სთ გავითარება სულ რაღაც 5,5 წამში შეეძლო. განახლებული კობრა წინამორბედთან შედარებით, მთელი 134 კილოგრამით დამძიმდა. მისი ფასი კი $6,610 შეადგენდა და ჯამში 580 ეგზემპლარი იქნა დამზადებული. შედარებისთვის 1964 წელს Ferrari 250 Lusso - $14,000 ღირდა, ხოლო Aston Martin DB5 - $13,000


Mk III - Carroll Shelby მიღწეულით არასდროს კმაყოფილდებოდა. ის კობრაში უფრო მეტ პოტენციალს ხედავდა, მისთვის არ არსებობდა შეზღუდვები, ლიმიტები. 1964 წლის ოქტომბერში პირველი პროტოტიპული მოდელი, 427 Cobra Mk III შეიქმნა. AC Cobra-ს ძირითადი კონცეფცია კი შენარჩუნდა, მაგრამ პირველივე შეხედვით უდიდეს სხვაობას დაინახავთ Mk I, Mk II-სა და Mk III შორის. მისი დიზაინი უფრო აგრესიული და ფართო გახდა. ეს ცვლილებები ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ ის აღიჭურვა 425 ცხენის ძალიანი Ford FE V8 ძრავით და 0-100 კმ/სთ გავითარება 4,2 წამში შეეძლო. მესამე თობის კობრა 1,160 კილოგრამს იწონიდა. Shelby American Inc-მა 1965-დან 1967 წლამდე 348 ეგზემპლარის დამზადება შეძლო. 1966 წელს AC Shelby Cobra 427 $8,000 ღირდა. სამწუხაროდ 1967 წლიდან ეგზოტიკური როდსტერის წარმოება დასასრულს მიუახლოვდამ, ფორდმა ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა კომპანია „AC Cars“-თან ურთიერთობა. 


დიდი შრომისა და ნებისყოფის ფასად ჩვენი ოცნებების ასრულება ყოველთვის შესაძლებელია. ერთმა ჩვეულებრივმა მოქალაქემ შექმნა დიდი ისტორია, AC Shelby Cobra კი ამერიკის სუბკულტურის განუყრელი ნაწილია. Carroll Shelby-ის ხელოვნების ნიმუში კოლექციონერები ასტრონომიურ თანხებს იხდიან. მაგალითად 1962 წლის Shelby Cobra 260 შასის ნომერი CSX2000 Sotheby’s აუქციონზე, $13,750,000-ად გაიყიდა.

Hollywood და AC Shelby Cobra – ჰოლივუდის ვარსკვლავებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ის ხომ ექსკლუზიურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო? მაგალითად, 1960–70 იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი Steve McQueen ფლობდა Cobra 289-ს.

მას უამრავი ფილმი თუ სერიალი მიუძღვნეს, მინდა გაგახსენო 1995 წლის ცუდი ბიჭების (Bad Boys) ბოლო სცენა, Cobra 427 Replica-ის და Porsche 911 Turbo-ს დაპირისპირება. ფილმში გამოყენებულია, VSE-ის წარმოებული Cobra 427-ის რეპლიკა.

ქართველები, Cobra-ს 90-იან წლებში, ამერიკული ტელესერიალის მეშვეობით ვეზიარეთ. ეს კი საქართველოს პირველი არხის დამსახურებაა, მათ დაიწყეს „Cobra“-ს მაუწყებლობა. ალბათ ჩემსავით, ძალიან ბევრი თინეიჯერი ოცნებოდა Cobra-ზე. ტელესერიალში, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნა B&B Manufacturing-ის წარმოებული Cobra 289-ის რეპლიკა.

რეპლიკა - რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ გადაიხდის მილიონებს ორიგინალ კობრაში, მაგრამ გული არ გაიტეხო, ამერიკაში არსებობს კომპანია „Factory Five Racing“ რომელიც სერთიფიცირებულ რეპლიკებს აწყობს, ეს კი გვაძლევს უნიკალურ შანს, სულ რაღაც $55,000-ად ავიხდინოთ ოცნება.


მსგავსი სტატიები

Honda NSX - იაპონური რენესანსი
Honda NSX - იაპონური რენესანსი
2020-07-08

80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი, ავტოინდუსტრიისთვის რენესანსის პერიოდი გახლდათ, სადაც ნიჭიერი ინჟინრები ქმნიდნენ ფასდაუდებელ შედევრებს. 80-იან წლებში, იაპონურმა კომპანიამ Honda-მ, თავის განვითარების აპოგეას მიაღწია, თუმცა ჰო

Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
Enzo Ferrari-ის უკანასკნელი შედევრი
2020-03-26

Ferrari ყველას არ ჰყავს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რაღაც ისეთი, ბუმბერაზული, რომელსაც გვერდით ბევრს ვერავის ამოვუყენებთ. თვით Enzo Ferrari გვიჩვენებს, რა შეუძლია ნიჭიერ ადამიანს, თუ მას აქვს რკინის ნებისყოფა. 1984 წელს, 86 წლის გენიოს

საავტომობილო ბრენდის ლოგოები და მათი წარმომავლობა
საავტომობილო ბრენდის ლოგოები და მათი წარმომავლობა
2019-12-26

დღეს ვისაუბრებ რამდენიმე ცნობილ საავტომობილო ბრენდის ისტორიაზე, ასევე ბრენდის ლოგოს შესახებ. ლოგოს გარეშე ბრენდი ხომ ვერ იარსებებს , ის ვიზუალური გამოხატულებაა იმისა , თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის კომპანია . ლოგო შეიცავს, ბრენდისგან მომხმ