1 კვირის წინ, Roads Untraveled-ის youtube არხზე, მეტად საინტერესო პროექტის განხილვა გამოჩნდა. შენს წინაშეა უკანა წამყვანი, 1991 წლის Rover Mini. აღნიშნულ პროექტზე კანადურმა კომპანიამ AMT Machine Shops-მა იმუშავა. პროექტში საინტერესო ის არის, რომ Mini აღჭურვილია ოთხცილინდრიანი, 200 ცხენის ძალიანი Kawasaki Ninja ZX-10R-ის ძრავით. ინჟინრებმა ძრავა უკან განათავსეს, ხოლო საწვავის ავზი წინ კაპოტში გადაიტანეს. ამ გენიალური პროექტის ტექნიკური მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა Kawasaki Ninja ZX-10R-ს 0-დან 100-მდე გავითარება სულ რაღაც 3 წამში შეუძლია, ხოლო Ninja-ს მაქსიმალური სიჩქარე 299 კმ/სთ შეადგენს.