„Life's Too Short to Drive Boring Cars“
თუ მოგბეზრდა მოსაწყენი ავტომობილით სიარული, მაშინ დღევანდელი ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.
Volvo S60 დატენვადი ჰიბრიდი - შვედური ბრენდი Volvo, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილებს აწარმოებს. კომპანიას სლოგანიც კი შესაბამისი აქვთ „VOLVO FOR LIFE“. თუ გსურს იყიდო ისეთი ავტომობილი, რომელიც დაგიკმაყოფილებს ისეთ მოოთხოვნებს, როგორიცაა: უსაფრთხო, ეკონომიური, ელეგანტური და სწრაფი, მაშინ ვოლვოს დატენვადი ჰიბრიდი საშენო მანქანა ყოფილა. ეს უნიკალური მოდელი, ქალაქში შერეულ რეჟიმში 5-6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო სუფთა ელექტრო-სვლით 40 კილომეტრს გაგატარებს.
https://www.myauto.ge/ka/pr/47072861/iyideba-sedani-volvo-s60-2019-datenvadi-hibridi-geo
ГАЗ-21 Волга - საბჭოთა კავშირში, შავი ვოლგა მოკვდავ ადამიანს არასდროს ღირსებია, ყველა მასზე ოცნებობდა, მაგრამ ყიდვა შეუძლებელი იყო. ახალგაზრდებისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, ეს იგივეა იოცნებო 2020 წლის მერსედესის E კლასზე. ვოლგის გაგონებაზე ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი გამოფენიდან დიალოგი მახსენდება:
- -(ბატონი ბონა) მე რომ მოვკვდები, ჩემი დაზოგილი ფულით შვილები იმ წუთში ვოლგას იყიდიან
- -(პიპინია ერისთავი) Даа ... Волга Волга мать родная.
ეს უნიკალური „ვოლგა“ რესტავრირებულია, ამ მანქანის შეძენა ერთგვარი ინვესტიციაცაა, შეგიძლია გააქირაო ან უბრალოდ ფარეხში დააყენო და 5-6 წლის შემდეგ სამაგ ფასად გაყიდო.
https://www.myauto.ge/ka/pr/46779363/iyideba-sedani-gaz-21-1964-benzini-geo
BMW 635 CSI - შენს წინაშეა BMW-ს საკულტო მოდელი E24 635 CSI, არ მეგულება ჭეშმარიტი ავტომოყვარული, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ამ უნიკალური მოდელის ყოლაზე. ამ მანქანით სადაც არ უნდა წახვიდე, მუდამ ყურარების ცენტრში იქნები. პირველი თაობის მე-6 სერიის BMW, თბილისში ალბათ სულ 5 ეგზემპლარი თუ მეგულება. 80-იან წლებში E24 635 CSI პირდაპირი კონკურენციას უწევდა ისეთი ლეგენდარულ მოდელებს, როგორებიც არიან: W126 Mercedes 500 SEC და Jaguar XJS HE.
https://www.myauto.ge/ka/pr/46995822/iyideba-kupe-bmw-635-1985-benzini-geo
Mitsubishi 3000GT - თუ დრო და ფინანსები ხელს გიწყობს, ამავდროულად ოცნებობდი „მონსტრის“ აწყობაზე მაშინ რას უცდი ? 3000 GT კარგი საპროექტო მოდელია, მეტიც ხელიდან გასაშვები არაა, რადგან დინოზავრებივით გადაშენება ემუქრება, ყოველ შემთხვევაში საქართველოში.
https://www.myauto.ge/ka/pr/46140024/iyideba-kupe-mitsubishi-3000-gt-1994-benzini-geo
Mercedes-Benz C140 - თუ ულტრა კომოფრტული და მდიდრული მოდელის შეძენა გსურს, მაშინ ეს მანქანა აუცილებლად დაგაინტერესებს. 90-იანი წლებში Mercedes-Benz-ის C140 ნამდვილი ინჟინრული შედევრი გახლდათ. ის იყო Bentley Continental R-ს პირდაპირი კონკურენტი. 27 წლის წინ C140 ისეთივე ფუფუნების ეტალონი იყო, როგორც შვეიცარული საათი Jaeger-LeCoultre, მისი ყოლა ყოველთვის ჩვენს სოციალურ სტატუსზე ამახვილებდა ყურადღებას.
https://www.myauto.ge/ka/pr/46157581/iyideba-kupe-mercedes-benz-cl-500-1995-benzini-geo