Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
კომპანია BBS - გაკოტრდა
2020-07-20

კომპანია BBS - გაკოტრდა

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ყველასათვის მოულოდნელად, დისკების ცნობილმა მწარმოებელმა, გერმანულმა კომპანიამ BBS-მა სასამართლოს მიმართა. კომპანიის ცნობით ისინი გაკოტრდნენ. გამომწვევი მიზეზი არც მეტი არც ნაკლები, კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია. პანდემიის პირობებში ბუნებრივია, ძალიან შემცირდა, ტუნინგ–პროექტები, დაეცა კომპანიის, როგორც შეკვეთების რაოდენობა, ასევე გაყიდვები. სამწუხაროდ ვირუსმა მსოფლიოს ეკონომიკას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა.


2007 წელს, მსოფლიო ბაზარზე ალუმინის ფასის ზრდამ და გვინეაში მასობრივმა გამოსვლებმა, კომპანია BBS ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა. ეს იყო კომპანიისთვის პირველი დიდი კრიზისი და განაცხადი გაკოტრებაზე. კომპანია BBS ბელგიურმა კომპანიამ, Punch International-მა შეიძინა. თითქოს ყველაფერი დაიძლია და თეთრი ფურცლიდან დაიწყეს ახალი ცხოვრება, მაგრამ გერმანელებს, მორიგი კრიზისი 2011 წელს დაატყდათ თავს. ეს იყო კომპანიისთვის რიგით მეორე განაცხადი გაკოტრებაზე, BBS-ის მთავარი აქციონერი სამხრეთ კორეული კომპანია Nice Holdings გახდა.


ისტორია - კომპანია BBS Kraftfahrzeugtechnik AG 1970 წელს, Heinrich Baumgartner-მა და Klaus Brand-მა გერმანიაში, ქალაქ Schiltach-ში დაარსეს. BBS - იშიფრება, როგორც Baumgartner – Brand – Schiltach. კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი 90-იანი წლები გახლდათ, მათი დამკვეთები იყვნენ ისეთი გიგანტები, როგორებიც არიან: BMW, Daimler-Chrysler, Porsche, Ferrari, Maserati, VW თუმცა, წარმატება ამით არ მთავრდებოდა: BBS-ის უნიკალურ დისკების ნახვა შეგვეძლო ფორმულა 1-ის სხვადასხვა ბოლიდებზე.

მსგავსი სტატიები

 2021 Lexus IS
2021 Lexus IS
2020-06-23

Lexus-მა განახლებული, მეოთხე თაობის IS წარმოგვიდგინა. საერთოდ Lexus ეს არის, დინამიურობისა და კომფორტის იდეალური კომბინაციაა. მისი ყოლა ჩვენს სტილს უსვამს ხაზს.

რატომ არის აუცილებელი VIN კოდით ავტომობილის შემოწმება
რატომ არის აუცილებელი VIN კოდით ავტომობილის შემოწმება

VIN (ავტომობილის საედინტიფიკაციო ნომრის აკრონიმი) არის უნიკალური კოდი, რომელსაც საავტომობილო ინდუსტრია იყენებს ყველა მანქანის, ავტობუსის, სატვირთო მანქანის, მოტოციკლის ან თუნდაც მისაბმელის იდენტიფიკაციისთვის.

ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგძლივდება
2020-08-18

ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ.