2020-07-16

Tesla-ს ელექტრომობილი მძღოლის გარეშე ივლის

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა , შანხაიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (WAIC 2020) განაცხადა, რომ წლის ბოლოს, კომპანია Tesla-ს ელექტრომობილები აღიჭურვება მეხუთე დონის უპილოტო მართვის სისტემით (Tesla Level 5 - Autopilot Autonomy). ეს განახლება უზრუნველყოფს, ავტომობილის სრულად ავტონომიური მართვის სისტემით გადაადგილებას. მარტივად რომ ავხსნა, Tesla-ს ელექტრომობილი, თბილისიდან ბათუმში თავად ჩაგიყვანს ისე, რომ შენ არ დაგჭირდება საჭის ტრიალი. 




პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროაა და მაქამდე ბევრი გვიკლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Tesla-ს ამჟამინდელ ავტონომიურ მართვის სისტემას, არაერთი ავარია გამოუწვევია, შეიძლება ეს მძღოლის დაუდევრობის გამოც ხდება ან უბრალოდ წუნი ტექნოლოგიებშია. მაგალითად ორი დრის წინ, 14 ივლისს არიზონას შტატში დაფიქსირდა ავირია, Tesla Model S შეეჯახა პოლიციის Chevrolet Tahoe-ს. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პოლიციის შევროლეტი ინერციით იქვე მდგომ სასწრაფოს ეკიპაჟს დაეჯახა. ავარიაში დაშავებულმა 23 წლის მძროლმა, პოლიციის ოფიცერს განუცხადა, რომ ის იყენებდა Tesla's Autopilot-ს.



 

თეგები

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.7
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.7
2020-06-15

მთელს მსოფლიოში, რარიტეტულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო ავტოგურმანები მზად არიან მათში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად გთავაზობ ხუთ გამორჩეულ ავტომობილს, რომელსაც შენ ნახავ კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.10
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.10
2020-07-06

დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ სტატიის მეშვეობით, შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში