საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაჩნდა ახალი სარფიანი პროფესია „პერეგონშიკობა“ ამ ხალხის დამსახურებით, ჩვენი ქვეყნის ავტოპარკი ნელ-ნელა, მეორადი ევროპული ავტომობილებით ივსებოდა. გასაყიდი ევროპული მანქანების ხილვა დიღომში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე შეგეძლო. შაბათ-კვირას ბაზრობაზე გასეირნება იყო ერთი დიდი ტრადიცია უფრო რიტუალი. ბაზრობაზე მოისმენდი ათას უცნაურ თუ საინტერესო ისტორიას, მანქანებით მოვაჭრეებმა, სხვადასხვა მოდელს მეტსახელებიც კი შეარქვას.
აკულა – 90-იან წლებში ყველაზე გავრცელებული, აკულა BMW (bmw shark) გალხდათ, ამ სახელით მოიხსენიებდნენ შენდეგ მოდელებს: მეხუთე სერიის E28 , მეექვსე სერია E24 და მეშვიდე სერიი E23. სახელი კი არც მეტი და არც ნაკლები, მათი წინა ცხვირის გამო შეარქვეს. თუ დააკვირდები ზვიგენს მოგაგონებს.
დიპლომატი - სანამ საქართველო ინტერნეტს ეზიარებოდა, მანქანების განცხადებების ხილვა გაზეთებშიც შეგეძლო, ერთი ასეთი განცხადება დამამახსოვრდა: იყიდება 1988 წლის მერსედესი „დიპლომატი“ სახლში თუ რამე მანქანის ჟურნალები მქონდა გადავქექე, მაგრამ უშედეგოდ, ვერაფერს მივაგენი. ერთ მშვენიერ დღეს ნათესავი გვესტუმრა, რომელსაც მანქანები გერმანიიდან ჩამოყავდა და იმას ვკითხე თუ რომელი იყო მერსედეს დიპლომატი? ჰოი საოცრებავ, თურმე ეს ყოფილა S კლასი Mercedes-Benz W126 მეტსახელად „დიპლომატი“. სახელი ალბათ იქიდან წამოვიდა, რომ 80-იან წლებში ამ მანქანებით, მაღალი რანგის წარმომადგენლები დაბრძანდებოდნენ.
შარლოტა - ბაზრობაზე ყველაზე ხშირად მოისმენდი შემდეგ ფრაზებს: „ჯიგარო ვერ დაგიკლებ შარლოტას ფასებს გადახედე“ ლეგიტიმური კითხვა გვიჩნდება: ვინ არის ეს მითიური პერსონაჟი? არც მეტი არც ნაკლები, ეს გახლავთ განახლებული (restyling) W202 C კლასის მერსედესი, რომელიც 1997 წლიდან-2000 წლამდე გამოდიოდა.
ეგზეკუტივი - 90-იან წლებში ამ მანქანაზე ყველა ოცნებობდა, ფასიც შესაბამისი ქონდა და მაინც რას უწოდებდნენ „ეგზეკუტივს“ ? ეს გახლავთ, 1994 წლის აპრილიდან, განახლებული (restyling) მეხუთე სერიის BMW E34.
ბოჩკა - Audi 80 B3-ის მოდელს, ხალხმა მისი დიზაინის გამო „ბოჩკა“ შეარქვა. გაზეთებში განთავსებულ განცხადებებში ხშირად იყო მითითებული: „იყიდება მოკრი ასფალტი აუდი ბოჩკა“
ხულიგანკა - მეტად გავრცელებული სახელია, მგონი ყველამ იცის, რომ „ხულიგანკა“ არის ლეგენდარული, მესამე სერიის BMW E30.
ტროიკა - ეს დამახინჯებული რუსული ტერმინი, 90-იან წლებში დამკვიდრდა და იგულისხმებოდა BMW 3 Series (E36), შემდეგ წლებში „ტროიკას“ დაემატა „დუტი ტროიკა“ აქ უკვე BMW E46 იგულისხმება.
ზუბილა - 13 წლის წინ, „ზუბილას“ ისეთი ფასი ქონდა პერიფერიებში ერთოთახიანს იყიდიდი. „ზუბილა“ ეს არის W211 E კლასის მერსედესი, განახლებული (restyling), რომელიც 2006-2009 წლებში გამოდიოდა. თუ დააკვირდები ცხვირი წაწვეტებული აქვს და ამიტომაც შეარქვეს ზუბილა.
ხრუშოვკა ფორდი - ჩვენთვის კარგად ნაცნობია ე.წ. ხრუშოვკის პროექტის ბინები, რომელიც დაბალი ჭერით და მცირე სივრცით გამოირჩევა. შესაბამისად მანქანებით მოვაჭრეებმა, ფორდ ტრანზიტს, რომელსაც დაბალი სახურავი აქვს შეარქვეს „ხრუშოვკა ფორდი“