Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი
2020-06-02

Alpine A110 - ფრანგების სპორტული ავტომობილი

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 დღეს მინდა გაგაცნო ფრანგული ბრენდი Alpine, რომელიც ცნობილია სპორტული ავტომობილების წარმოებით. სამწუხაროდ ასეთი კომპანიები ნაკლებად პოპულალურია საქართველოში. მიზეზი ბევრია, თუმცა მე უფრო პოსტსაბჭოურ საქართველოში გამეფებულ სტერეოტიპებს დავაბრალებდი.


ისტორია - Alpine-ას ისტორიას 50-იან წლების საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი, მისი დამაარსებელი ფრანგი მრბოლელი და ავტოინჟინერი Jean Rédélé გახლავთ. 1954 წელს საფრანგეთის ქალაქ დიეპი-ში, Jean Rédélé-იმ მცირე კომპანია „Société Anonyme Des Automobiles Alpine“ დაარსა, ხოლო იმავე წელს Coupe Das Alpies რბოლაში გამარჯვების შემდეგ, კომპანიას სახელი გადაარქვა და მივიღეთ „Alpine“. 


სტარტაპ კომპანიის, პირველი მოდიფიცირებული ავტომობილი Alpine A106 გახლდათ, ის Renault 4CVs-ის ბაზაზე ააწყვეს და 530 კილოგრამს იწონიდა. ის აღჭურვილი იყო 747 cc კუბური სანტიმეტრის, ერთრიგა 4 ცილინდრიანი ძრავით და 47 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ერთი შეხედვით Alpine A106 პორშესაც წააგავს.

წარმატების გზა - 1960 წელს კომპანია Alpine აქტიურად თანამშრომლობს Renault-თან, ასე იწყება პატარა კომპანიის დიდი წარმატებაც. 1961 წელს სინათლე იხილა ლეგენდარულმა მოდელმა, Alpine A110-მა. ის Renault R8-ის ბაზაზე შეიქმნა, მისი ძარა მინაბოჭკოსგან იქნა დამზადებული, რაც მცირე წონის გარანტი იყო. ავტომობილი სულ რაღაც 706 კილოგრამს იწონიდა. თავდაპირველად A110 აღჭურვილი იყო 956 cc კუბური სანტიმეტრის 51 ცხენის ძალიანი ძრავით და 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, რაც მთავარია ალპინა უკანა წამყვანი იყო.


ტრიუმფალური გამარჯვება - ლეგენდა იბადება მაშინ, როდესაც წინ გამოწვევაა, 1968 წელს Renault-მა მთელი მისი ბიუჯეტი, რომელიც განკუთვნილი იყო ავტოსპორტისთვის Jean Rédélé-ის პატარა კომპანიას Alpine-ას ანდეს. რა თქმაუნდა გუნდმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს. მათ რბოლისთვის Alpine A110 1600s გაამზადეს. ეს ის მოდელია, რომელმაც მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა. 1971 წელს კომპანია ალპინამ, შვედი მრბოლელის Ove Andersson-ის დახმარებით Monte Carlo Rally-ის გამარჯვებულები გახდნენ. სარბოლო Alpine A110 1600s (№ 28) იწონიდა 680 კილოგრამს, მისი ძარა მინაბოჭკოსგან დაამზადეს. ალპინა 155 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ის აღჭურვილი იყო Renault-ის 1565 cc კუბური სანტიმეტრის, ოთხცილინდრიანი ერთრიგა ძრავით და 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით. სულ 6 ეგზემპლარია დამზადებული.


ახალი ერა ფრანგებმა ლეგენდარული მოდელის გაცოცხლება 2017 წელს შეძლეს. თუ ადრე Alpine A110-ს ძრავა უკან ქონდა განთავსებული, ამჯერად ის შუაძრავიანია და უცვლელად უკანა წამყვანი. მისი ძარა მთლიანად ალუმინისგანაა დამზადებული და 1098 კილოგრამს იწონის.


თანამედროვე Alpine A110 აღჭურვილია, ოთხცილინდრიანი ერთრიგა, 1.8 Tce ტურბო ძრავით და 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას 0-100-მდე აჩქარება სულ რაღაც 4.5 წამში შეუძლია, რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, მას აქვს 7 საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი. თანამედროვე ალპინა Porsche 718 Cayman, Alfa Romeo 4C და Lotus Elise-ის პირდაპირი კონკურენტი.


საფრთხეები - Renault-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ Jean-Dominique Senard-მა განაცხადა, რომ Alpine შესანიშნავი ბრენდია და ჩვენ აქტიურად უნდა განვიხილოთ და ვიფიქროთ ბრენდის მომავალზე. თუმცა ინსაიდერული ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, განიხილება მხოლოდ სპორტული ელექტრო ავტომობილების წარმოება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორიცაა: Lotus evija, Tesla roadster.

საინტერესოა, რამდენად მოეწონებოდა Jean Rédélé-ს ელექტრო Alpine ? რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ტექნოლოგიები იცვლება და ჩვენც გვინდა თუ არა, უნდა ავუწყოთ ფეხი 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.

მსგავსი სტატიები

Alfa Romeo ძველ დიდებას იბრუნებს
Alfa Romeo ძველ დიდებას იბრუნებს
2020-03-10

გასულ კვირას ზემძლავრი 2021 წლის Giulia Quadrifoglio GTA და GTAm-ის პრეზენტაცია გაიმართა. იტალიური ბრენდი Alfa Romeo 110 წლის იუბილეს ახალი მოდელით აღნიშნავს. GTA „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“,

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.1
2020-02-07

ავტოინდუსტრია მეტად მრავალფეროვანია, ჩვენ ადამიანები ვცდილობთ რაიმე უნიკალური მოვიძიოთ, ვიყოთ სხვებისგან გამორჩეულები. დღეს მინდა შემოგთავაზო ის უნიკალური ტრანსპორტი, რისი ნახვაც შეგვიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.14
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.14
2020-08-03

თუ მოგბეზრდა მოსაწყენი ავტომობილით სიარული, მაშინ დღევანდელი ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.