2020-05-27

2021 BMW 5 Series - განახლებული დიზაინით

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 
 ბავარიელებმა პოპულალური მოდელი 5 Series განაახლეს, ჩვენებურად რომ ვთქვათ „რესტაილინგი“ შემოგვთავაზეს. ზოგადად ქართველისთვის მეხუთე სერია, საკულტო მოდელია. პოპულალურობა 90-იან წლებში მოიპოვა და მრავალი ადამიანის გულის დაპყროპაც მოახერხა.



ექსტერიერი - ადრე თუ BMW აგრესიული დიზაინით გამოირჩეოდა, 2021 წლის მოდელი უფრო ინტელიგენტურად გამოიყურება და ძალიან გავს მის უმცროს ძმას 3 Series-ას. განახლდა ოპტიკა, აშკარად დავინახავთ ექსტერიერში ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა წინა და უკანა ბამპერი. შეიცვალა მაშუქების ფორმები, კაპოტის დიზაინი, ხოლო ცხაურა ცოტათი ზომაში გაადიდეს.


ინტერიერი - რაც შეეხება სალონს, აქ შენ დაგხვდება: მულტიფუნქციური საჭე, ტაქომეტრი ციფრულია და ყველანაირი სასარგებლო ინფორმაცია 12.3 დუიმიანი ეკრანზე შეგიძლია იხილო. კოკპიტზე მოთავსებული მეორე 12.3 დუიმიანი touchscreen ეკრანი. მეხუთე სერია აღჭურვილია BMW OS 7.0 სისტემით, განახლებულია მულტიმედია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მეხუთე სერია დასაჩუქრდა, როგორც ახალი ნავიგაციის BMW Maps სისტემით, ასევე Apple CarPlay-ით და Android Auto სისტემით.


ძრავა - აქ ფართო არჩევანია, ბავარიელი ოთხი ძრავით იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა: 530i, 530e plug-in hybrid, 540i და M550i, ხოლო საკულტო მოდელს M5-ს ცოტათი დააგვიანდება, სავარაუდოთ წლის ბოლოსთვის გაგვაცნობენ ახალ M-ს. 


ფასები - თუ მოგეწონა განახლებული, ინტელიგენტური გარეგნობის მე-5 სერიის BMW, მაშინ ფასებიც დაგაინტერესებს:

  • 530i - $55,195
  • 530i xDrive - $58,495
  • 530e plug-in hybrid - $58,190
  • 540i - $60,445
  • M550i xDrive - $77,795


თეგები

მსგავსი სტატიები

ხუთი სამანქანე ადგილი
ხუთი სამანქანე ადგილი
2020-07-29

ჩვენ შევარჩიეთ 5 ლოკაცია, სადაც ავტომობილით მოგზაურობა განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და შთაბეჭდილებებით აგავსებს.

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.9
2020-06-29

Myauto, ეს არის კავკასიაში ყველაზე დიდი ავტოპორტალი, სადაც ყოველთვიურად 300,000 ახალი განცხადების ნახვაა შესაძლებელი. ამ განცხადებებს შორის შეიძლება აღმოაჩინო სხვადასხვა უნიკალური ავტომობილები, დაწყებული რეტროთი დამთავრებული თანამედროვე მოდ

PAL-V Liberty - პირველი მფრინავი ტრიციკლი
PAL-V Liberty - პირველი მფრინავი ტრიციკლი
2020-11-02

ალბათ ერთხელ მაინც გაქვს ნანახი, ლიუკ ბესონის ფილმი, მეხუთე ელემენტი (The Fifth Element). მოქმედება 2214 წელს ვითარდება და ადამიანები, ფრინავი ავტომობილებით გადაადგილდებიან. დარწმუნებული ვარ, ბევრს უოცნებია მფრინავ ავტომობილზე, მაგრამ ასეთი