2020-05-20

2020 Nissan GT-R50 by Italdesign

1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა


 

არაფერია შეუძლებელი ადამიანისთვის,
რომელსაც შესწევს უნარი ისურვოს. ეს საჭიროა ? - მაშ გაკეთდება 
© ონორე მირაბო


 იტალიური დიზაინი და იაპონური სიზუსტე, ასეთია „გოძილას“ საიუბილეო მოდელი Nissan GT-R50 by Italdesign მისი დებიუტი, ამა წლის 20 მაისს იტალიაში Tazio Nuvolari-ის სახელობის ავტოდრომზე შედგა. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ კონცეპტუალური მოდელი, თუმცა მაღალმა მოთხოვნამ დინჯი იაპონელები, მაინც აიძულა განეხორციელებინათ აღნიშნული პროექტი. მისი წარმოება 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყიში დასრულდება, ჯამში კი 50 ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი. 


ძრავა და ტრანსმისია  - „გოძილას“ რა თქმაუნდა მუდმივად სრული ამძრავი თვლები აქვს (AWD) და აღჭურვილია 720 ცხენის ძალიანი V-6, Twin-Turbo 3.8 VR38DETT ძრავით და 6 საფეხურიანი ორმაგი გადაბმულობის, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ნისანს 100 კმ/სთ-ს განვითარება 2,6 წამში შეეძლება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ იქნება.


დაკიდების სისტემა და მუხრუჭები - საიუბილეო მოდელის დაკიდების სისტემა კიდევ უფრო გააუმჯობესეს, მას ექნება Bilstein DampTronic-ის ამორტიზატორები, ხოლო მუხრუჭებზე კომპანია Brembo-ს კარბონ კერამიკული მუხრუჭები იზრუნებს. ნისანს წინ ექნება 6 დგუშიანი სუპორტები და 390 მმ სამუხრუჭე დისკოები, ხოლო უკან 4 დგუშიანი სუპორტები და 380 მმ სამუხრუჭო დისკო. „გოძილას“ Michelin Pilot Super Sport-ის საბურავები ექნება, რაც იდეალურ მოჭიდებას უზრუნველყოფს.


ფასი - მისი ფასი: 990 000 ევრო იქნება, არც უნდა გაგვიკვირდეს ეს ხომ ექსკლუზიური მოდელია ? ამავდროულად თითოეული მოდელი იქნება დამკვეტის მოთხოვნებზე მორგებული, რაც იმას ნიშნავს რომ ორი ერთნაირი ავტომობილი ბუნებაში არ იარსებებს, შესაბამისად მაღალ ფასს ალბათ ამით ამართლებს. 

მსგავსი სტატიები

Top 5 გამძლე ავტომობილი
Top 5 გამძლე ავტომობილი
2020-11-11

ტექნოლოგიურ ეპოქაში, რთულია ისაუბრო ისეთ საკითხზე, როგორიც „გამძლეობაა“ მითუმეტეს, როდესაც საქმე ავტომობილებს ეხება. დღევანდელი ბლოგ-პოსტის მეშვეობით, მე გაგაცნობ Top 5 „გამძლე“ ავტომობილს, მაშ ასე დავიწყოთ:

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.15
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.15
2020-08-10

დღევანდელი ორშაბათის ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში

ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
2020-11-10

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, წარმოგიდგენ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში იწარმებოდა. ზოგადად ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ნებისმიერი რამ, ხომ ვიზუალურად გვამახსოვრდება? ვიზუალში კი, მთავარი ფერ