Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.3
2020-05-18

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.3

3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 თუ ვერ ეგუები თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტენდეციებს და გენატრება ძველი კარგი დრო, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. აქ შენ ნახავ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

BMW E34 540i M-Sport – ეს მანქანა უნიკალურია და კოლექციონერებისთვის ნამდვილი წმინდა გრაალია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1993 წლიდან E34 M5-ის ყიდვა არა ევროპულ ბაზარზე აღარ იყო ხელმისაწვდომი, რომ არ დაეკარგათ ამერიკის უდიდესი ბაზარი 1995 წელს, სპეციალურად შემუშავდა 205 ეგზემპლარი E34 540i M-Sport, აქედან 139 გამოშვებულია ექვს საფეხურიანი Getrag 420G-ის მექანიკური გადაცემათა კოლოფით, სპორტული დაკიდების სისტემით M-ის სალონით, M5-ის საკულტო დისკებით M System II, Throwing Stars და სხვა. E34 540i M-Sport აღჭურვილია M60B40 V8 282 ცხენის ძალიანი ძრავით და აჩქარება 0-დან 100-მდე 6,5 წამში შეუძლია, დღეს საქართველოში ამ მანქანის შეძენა $15,000-ად არის შესაძლებელი.

https://www.myauto.ge/ka/pr/45709629/iyideba-sedani-bmw-540-1995-benzini-geo?fbclid=IwAR294WO-hCJ1DGAmAKtVvrEyaA29VvaxCBFbWQjP6x4GFWEOMTNF5h6lhBY


Mercedes-Benz W140 S600 AMG - ეს არის მერსედესის საკულტო მოდელი, W140 ყოველთვის ასოცირდებოდა კომფორტთან თუ სიმდიდრესთან, მისი ყოლა ხაზს უსვამდა მაღალ სოციალურ სტატუს. ამ მანქანით დაბრძანდებოდნენ, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტები, ასევე დიქტატორები. მერსედესის საფლანგმანო მოდელი, აღჭურვილია 6.0 L M120 V12 ძრავით და 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ოფციების ჩამოთვლაზე დროს არ დავკარგავ, რადგან თუ რამე შეიძლება გესურვა ყველაფრით იყო აღჭურვილი. ის კონკურენციას უწევდა ისეთ ბრენდს როგორიცაა Rolls-Royce Silver Spur. ამ მანქანის უნიკალურობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ის არის AMG-ის ოფიციალური მოდელი. შეგახსენებ პატარა ისტორიასაც 1990 წლიდან 1999 წლამდე AMG-ის მოდიფიცირებული მოდელები ოფიციალურად Daimler-Benz AG-ის სადილეროების მეშვეობით იყიდებოდა.

https://www.myauto.ge/ka/pr/45885910/iyideba-sedani-mercedes-benz-s-600-1995-benzini-geo?fbclid=IwAR3M12NjghdCU4RW48o3bS6kK8jUSSXxVq-PdyDc7erft-DGEdFpIE2q9pQ


Aston Martin DB7 Vantage Volante - თუ ერთხელ მაინც გიოცნებია ჯეიმს ბონდის როლზე ეს მანქანა შენთვისაა. Aston Martin-ით სადაც არ უნდა წახვიდე მუდამ ყურადღები ცენტრში იქნები. DB7 Vantage Volante აღჭურვილია 5,9 V12 ძრავით და 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მას 5 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს და აჩქარება 0-დან 100-მდე 5,2 წამში შეუძლია. ამ მანქანის უნიკალურობაც თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ხელითაა აწყობილი და მის დამზადებაში უმაღლესი ხარისხის მასალებია გამოყენებული, ჯამში 7,000 ეგზემპლარია გამოშვებული.

https://www.myauto.ge/ka/pr/45502828/iyideba-kabrioleti-aston-martin-db7-2001-benzini-geo?fbclid=IwAR2t_RlJFm57kuW5pV4uFxJRgZy-x66_1rK6l8KWy7YVpdgsMpyUhW9s4fc


Porsche 911 - მისი ხიბლი თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიურად შეგიძლია გადაადგილება, ამავდროულად შაბათ-კვირას რუსთავის ავტოდრომზე მიიღო ადრენალინის დიდი დოზა, მიუხედავად იმისა რომ სპორტული მანქანაა, ის განსაკუთრებულ ექსპლუატაციას არ მოითხოვს. ამ მანქანით ბავშვს სკოლაშიც წაიყვან და ცოლთან ერთად პროდუქტების საყიდლადაც შეძლებ წასვლას. ის აღჭურვილია, ექვსცილინდრიანი, ოპოზიტური 3.4 ძრავით და მექანიკური გადაცემათა კოლოფით. მისი ფასი ძალიან დაბალია სულ რაღაც $ 16,000, როცა გერმანიაში ასეთი მოდელი ადგილზე 23,000 ევრო ღირს, პლუს მისი ჩამოყვანა და განბაჟება.

https://www.myauto.ge/ka/pr/40378538/iyideba-kupe-porsche-911-1999-benzini-geo?fbclid=IwAR2xGBBZ7Ma7Yw3slel1QEMDgpW5CeuqvofMTL_USLw3jodxRT1VP2rrkEo



Cadillac Eldorado - ეს არის ამერიკელებისთვის საკულტო მოდელი, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში Mercedes-ია ფუფუნების და სოციალური სტატუსის მქონე ტრანსპორტი, ამერიკაში ასეთია Cadillac Eldorado. ამაზე მისი სახელიც კი მეტყველებს. ესპანურად El Dorado ოქროს ქალაქს ნიშნავს. კადილაკი აღჭურვილია Northstar-ის V8 295 ცხენის ძალიანი 4.6 ძრავით. თუ მოგწონს დიდი კომფრტული, მდიდრული ავტომობილი, მაშ რას უცდი ? სულ რაღაც $5,700-ად იყიდება, ამერიკაში ასეთი მოდელის ფასი $ 9,000-ად იწყება.

https://www.myauto.ge/ka/pr/45840507/iyideba-kupe-cadillac-eldorado-2000-benzini-geo?fbclid=IwAR2j-t6aq_chrJwlSuVVpiCMMTJf4wCTxUEtbiaJBJlCPNgh1aZDHjS2hQU


მსგავსი სტატიები

2020 Land Rover Defender
2020 Land Rover Defender
2020-04-05

ბრიტანელების ყველგანმავალის ისტორია 1948 წლის 30 აპრილს დაიწყო, მისი შექმნის ინსპირაცია Willys MB-დან წამოვიდა. შეიძლება ითქვას ბრენდმა განვითარების რთული სამი ეტაპი გაიარა. პირველი თაობა Land Rover Series იწარმოებოდა 1948-1983 წლამდე. 1984

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.16
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.16
2020-08-31

ორშაბათის ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია, კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

Fiat 500e designed by Giorgio Armani
Fiat 500e designed by Giorgio Armani
2020-03-10

შექმნის დღიდან Fiat 500 საკმაოდ პოპულარული მანქანაა. ის პირველად 1957 წელს გამოვიდა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. Fiat 500 არის მოდელი, რომელსაც არ ეშინია კლიშეებისა და წესების დარღვევის. აგერ რამდენ