2020-05-13

2008-2014 წლის Subaru Impreza WRX STI-ის 7 გავრცელებული პრობლემა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 Subaru საქართველოში პოპულარობით სარგებლობს, ბევრისთვის საოცნებო მოდელი WRX STi გახლავთ. მესამე თაობის WRX STi 2008-2014 წლებში გამოდიოდა, შეძლება ითქვას უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე მოდელია, დიდი ტრადიციებით, ის არასდროს გაძლევს საშუალებას მოიწყინო. დღევანდელ სტატიაში მე ვისაუბრებ იმ შესაძლო პრობლემებზე, რომელიც სუბარუს აწუხებს და სანამ შევიძენთ უმჯობესია წინასწარ ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ, თუმცა ჩამოთვლილი „პრობლემები“ აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს მანქანას ეს ჩამონათვალი შეაწუხებს, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორც სწორ ექსპლუატაციაზე, ასევე გამოდგომაზე თუ იღბალზე.

ძრავა- Impreza WRX STi აღჭურვილია 305 ცხენის ძალიანი, (EJ257) ოპოზიტური 2,5 მოცულობის ძრავით. ეს ძრავა WRX-ის ძრავისგან იმით განსხვავდება, რომ მას განსხვავებული ცილინდრთა ბლოკი და დგუში აქვს. ამ ძრავების ძირითადი თავის ტკივილი, არასწორი დეტონაციაა და ძრავის გადახურება. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, Impreza WRX STi-ში მუდამ უნდა გესხას კარგი ბენზინი სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98), ყურადღება უნდა მიაქციო გაგრილების სისტემას და რაც მთავარია ყოველ 5,000 კილომეტრის გავლისას ძრავში ზეთი და ფილტრი უნდა ცვალო, რაც არუნდა კარგი ბრენდის ზეთი გესხას.

ძრავის ღვედი - ძრავის ღვედი, მისი დამჭიმი და ამყოლი როლიკები ყოველი 105,000 კმ-ს გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს.

გადაბმულობა - არ დაგავიწყდეს, რომ შენს განკარგულებაშია 305 ცხენის ძალა, სრული ამძრავი პლუს ბლოკირება და თუ „დამპლური თამაშების“ მოყვარული ხარ და გიყვარს შუქნიშნიდან-შუქნიშნამდე თამაში გაითვალისწინე, რომ გადაბმულობის რესურსი 100,000 კილომეტრია.

მუხრუჭები - Impreza WRX Sti აღჭურვილია Brembo-ს სისტემით, თუ შენ აგრესიული მართვის სტილი გაქვს უნდა იცოდე, რომ წინა ხუნდების საშუალო რესურსი 30,000 კილომეტრია, ხოლო უკანა ხუნდების 50,000 კმ.

სავალი ნაწილი - მისი სავალი ნაწილები საკმაოდ გამძლეა, ბოლოს და ბოლოს ეს ხომ რალისთვის შექმნილი მოდელია ?  თუმცა პატარა ხარვეზი აქაც მოიძებნება, ძირითადად ე.წ. სტერჟინების სამაგრები ფუჭდება და მისი რესურსი  30,000 კილომეტრია

საჭით მართვის სისტემა - „რულავოი“ დიდი საიმედოობით არ გამოირჩევა, სანამ მანქანას იყიდი, ტესტ დრაივის დროს დააკვირდი საჭეს ლუფტი ხომ არ აქვს ? 60-70,000 კილომეტრის გავლის შემდეგ შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი.

ძარა - თანამედროვე ავტომობილების ძარა და მისი საღებავი ისეთი გამძლე არაა, როგორც ეს 30 წლის წინ იყო. გამონაკლისი არც ჩვენი მესამე თაობის Impreza WRX Sti გახლავთ. მას კოროზიისკენ მიდრეკილება აქვს, სანამ მანქანას იყიდი მისი ძარა მეთუნუქეს კარგად შეამოწმებინე: დააკვირდი საქარე მინის ჩარჩოს, კაპოტს და უკანა ფრთის თაღს კოროზია ხომ არ აქვს ?

მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
2020-08-17

1998 წელს ახალმა S-Class-მა ინდექსით W220, საკულტო მოდელი W140 დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა. შტუტგარტელებმა სწორედ (W220)-ის მეშვეობით ახალ ათასწლეულში შეაბიჯეს. მერსედესის ხსენებაზე პირველი გვახსენდება: ხარისხი, კომფორტი და მაღალი ფასი, მა

გაინტერესებს, როგორი მანქანაა Fiat 500 (2012-2015) ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა Fiat 500 (2012-2015) ?
2020-04-14

ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მომრავლდა Fiat 500-ის მოდელის ავტომობილები, ის გლამურის და თანამედროვეობის კომბინაციაა და ახალგაზრდებში დიდი პოპულალურობით სარგებლობს. შეიძლება ბევრს დღემდე სურს Fiat 500-ის შეძენა, მაგრამ ვერ რისკავს, რადგან

რომელი ვიყიდო Toyota Camry Hybrid თუ Hyundai Sonata Hybrid ?
რომელი ვიყიდო Toyota Camry Hybrid თუ Hyundai Sonata Hybrid ?
2020-02-28

საქართველოში ეკონომიურ მანქანებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება, მაგრამ არჩევისას პრობლემას ვაწყდებით, რადგან შეღავათიან ფასში რთულია აარჩიო ისეთი მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება სტილი, ტექნოლოგიები და საწვავის ეკონომიურობა, თუმცა ბაზარზ