Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა
2020-05-11

Hennessey Venom F5 - ამერიკული ჰიპერმანქანა

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ამერიკულ კომპანია Hennessey, დაარსების დღიდან ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გაოცებას. 2017 წელს ტეხასურმა კომპანიამ მეტად ამბიციური მიზანი დაისახა. მათ სურდათ შეექმნათ მსოფლიოში სწრაფი ჰიპერმანქანა, რომელიც ბუგატისაც კი ჩამოიტოვებდა და 500 კილომეტრს განვითარებდა. აქ საინტერესო ის არის, რომ ისინი დონორად რომელიმე მოდელის გამოყენებას არ აპირებდნენ. Hennessey-ის ინჟინრებმა ყველანაირი დეტალი 0-დან დამოუკიდებლად დაამზადეს.



ძარა - Venom F5-ის ძარა და შასის მონოკოკი მთლიანად  ნახშირბადის ბოჭკოსგანაა (carbon fiber) დამზადებული, მას თამამად შემიძლია ხელოვნების ნიმუშიც კი ვუწოდო. ზოგადად მონოკოკი ხო უსაფრთხოების ერთგვარი კაპსულაცაა ? მისასალმებელია როცა კომპანია უსაფრთხოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ის აღჭურვილია ბრემბოს სამუხრუჭე სისტემით და Michelin Pilot Cup 2-ის საბურავებით


ძრავა და ტრანსმისია - ტეხასელების ჰიპერმანქანა 1,338 კილოგრამს იწონის, ის აღჭურვილია 1817 ცხენის ძალიანი 6.6 Twin Turbo V8 ძრავით. სპეციალურად ამ პროექტისთვის Hennessey -იმ შევროლეტის ძრავა LS V8 აიღეს და საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარა. Venom F5 უკანა წამყვანია და შეგიძლია აირჩიო, როგორც ტრადიციული ექვს საფეხურიანი მექანიკური კოლოფით, ასევე შვიდ საფეხურიანი ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფითაც.  თუ კომპანიას დავუჯერებთ Venom F5-ს 400 კმ/სთ-ს განვითარება 20 წამზე ნაკლებ დროში შეეძლება.


კონკურენტები - Hennessey-ის პირდაპირი კონკურენტია, Bugatti Chiron Super Sport 300+ რომელიც აღჭურვილია საკულტო W16 8.0 ძრავით და გამოიმშავებს 1.600 ცხენის ძალას. 2019 წლის 2 აგვისტოს, Bugatti-იმ სიჩქარის რეკორდიც კი დაამყარა და 490 კმ/სთ განავითარა,  საინტერესოა ამერიკელები მოხსნიან კი ბუგატის რეკორდს ?


ფასი - Hennessey Venom F5-ის შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, ჯამში: 24 ეგზემპლარის დამზადება იგეგმება და მისი ფასი $1,600,000-დან დაიწყება. აღნიშნული მოდელის ტესტირება 2020 წლის მეორე კვარტალში ( 1 აპრილი - 30 ივნისი ) იგეგმებოდა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეულმა პანდემიამ, პროექტს ხელი არ შეუშალა და დაგეგმილ ვადებში დასრულდება პირველი ამერიკული ჰიპერმანქანის ტესტირება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დავუცადოთ მორიგ მსფოლიო რეკორდს. 

მსგავსი სტატიები

გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.16
გამორჩეული მანქანები Myauto-დან Vol.16
2020-08-31

ორშაბათის ტრადიციული ბლოგ-პოსტი, აუცილებლად დაგაინტერესებს. გაგაცნობ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომლის ყიდვაც შენ შეგიძლია, კავკასიაში ყველაზე დიდ ავტოპორტალში.

კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი
კომპანია Collins Bros Jeep-ის გენიალური პროექტი
2020-08-21

ფლორიდაში 25-26 აგვისტოს, Mecum-ის აუქციონი გამართავს მორიგ ღონისძიებას სახელად, „Kissimmee 2020 Summer Special“. ზოგადად ამ ტიპის აქუციონებზე, დაახლოებით 1,000-ზე მეტი ეგზემპლარია გასაყიდად გამოტანილი. ძირითადად უფრო 60-70-იანი წლების „მას

SONY-ის  ეპატაჟური გამოსვლა
SONY-ის ეპატაჟური გამოსვლა
2020-01-08

6 იანვარს Las Vegas- ში ტექნოლოგიურ გამოფენაზე „Consumer Electronic Show 2020“ სრულიად მოულოდნელად , იაპონურმა კომპანიამ Sony-იმ საზოგადოებას განუცხადა , რომ მასაც სურს ავტოინდუსტრიაში შემობიჯება და წარმოგვიდგინეს პრემიუმ კლასის ელექტრო პრ