2020-04-30

2020 Renault Twingo Z.E. - ფრანგული ეკო მობილი

2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ ყოველდღიური გადაადგილებისათვის, მეტად მოხერხებული და კომფორტულია, პატარა ეკონომიური ავომობილებილის ყოლა. ის დრო წავიდა, როდესაც ერთმანეთს ვახარბებდით დიდ კუბატურიან მოდელებს, დროა ვიფიქროთ პრაგმატულად და ჩვენი ფინანსებიც გონივრულად მოვიხმაროთ. საქართველოში ფრანგული მანქანები ისეთი პოპულალური არაა, როგორც გერმანული ან იაპონური, ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ მოვლა გვეზარება და თუ იაპონური რაღაცას გვაპატიებს ფრანგული არ მოგითმენს. წელს ფრანგებმა ოფიციალურად წარმოგვიდგინეს ოთხ კარიანი, სრულად ელექტო 2020 წლის Renault Twingo Z.E. თავდაპირველად მისი დებიუტი „Geneva Motor Show“-ზე იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის (Covid-19) გამო ორგანიზატორებმა გააუქმეს. 


ინტერიერი

მისი ინტერიერი მინიმალისტურია, მაგრამ ეშხიანი, არ იგრძნობა ის რომ მართავ რაღაც ეკონომ კლასის მანქანას. აქ არის მულტი ფუნქციური საჭე, ჰიდრავლიკა, ელექტრო პაკეტი, კლიმატ კონტროლი, კოკპიტზე ჩაშენებულია სენსორული ეკრანი, Apple CarPlay და Android Auto სისტემა, ანდროიდისთვის ორი დამტენი.


ამ ავტომობილით, უპრობლემოდ სამ ადამიანს დაიმგზავრებ, მისი საბარგული 240 ლიტრია და მეგობარმა აეროპორტში წაყვანაც რომ გთხოვოს არ შეგრცხვება, საბარგულში ორ საგორებელ ჩანთას და რამდენიმე ხელბარგსაც მოათავსებ.


ექსტერიერი

Renault Twingo Z.E.  სიგრძე 3615 მმ, ხოლო სიგანე 1646. მარტივად რომ ვთქვათ, Fiat 500-ზე 69 მმ-თი გრძელია, მაგრამ ამ მცირედ სხვაობას დიდად ვერც შეამჩნევ, მოკლედ ეს არის ქალაქის, კომფორტული მანქანა. მისი დაპარკინგება თბილისურ გადატვირთულ ქუჩებში ძალიან მარტივი იქნება.


მონაცემები

Renault Twingo Z.E აღჭურვილია: 82 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავით და 21 kWh ლითიუმ-იონის ელემენტით (lithium-ion battery), ხოლო გადაცემათა კოლოფი ერთ საფეხურიანი აქვს. მას ქალაქში ერთი სრული დამუხტვით და რეკუპერაციის ხარჯზე 250 კილომეტრის გავლა შეეძლება, ხოლო ტრასაზე 180 კილომეტრის. სრულ დამუხტვას ერთი საათი და 3 წუთი დაჭირდება, რაც კარგი მაჩვენებელია, სანამ შენ მეგობარს ესაუბრები და ცივ ყავას წრუპავ, მანამდე მანქანაც დაიმუხტება.  მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ შეადგენს, მაგრამ ქალაქში ამ სიჩქარით სად უნდა წახვიდე ?

 

დასკვნა

ევროპაში 2020 წლის Renault Twingo Z.E-ს ფასი €21,500 იქნება. მის შეფასებაში, ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი მოვიშველია: „სილამაზე ძვირფას ქვას ჰგავს: რაც უფრო უბრალოა, მით უფრო ძვირფასია“  ასეთია ფრანგების ქალაქის ავტომობილი, ლამაზი, ეკონომიური, კომფორტული. 


მსგავსი სტატიები

Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
Delage D12 - ჰიბრიდული ჰიპერავტომობილი
2020-08-21

68 წლის შემდეგ, ფრანგული კომპანია Delage „აღსდგა ვითარც ფენიქსი თავის ფერფლიდან“

7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
7 უცნობი ფაქტი Bugatti-ის ლოგოს შესახებ
2020-10-19

1909 წელს, საფრნაგეთის ქალაქ Molsheim-ში, კომპანია Bugatti დაარსდა. მას შემდეგ 111 წელი გავიდა, სამყარო რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური ბრენდის ლოგომ დროს გაუძლო. ზოგადად ლოგო ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარე

სერიულმა ჰიპერ ავტომობილმა, 532 კმ/სთ განავითარა
სერიულმა ჰიპერ ავტომობილმა, 532 კმ/სთ განავითარა
2020-10-20

2019 წლის 2 აგვისტოს, ტესტ პილოტმა ენდი უოლესმა, Bugatti Chiron-ის მეშვეობით 490,4484 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. აღნიშნულმა ფაქტმა, დიდი კამათი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ Bugatti Chiron-ს გაუმჯობესებული შასი ჰქონდა. ამაში კი კომპანია Dalla