2020-04-14

გაინტერესებს, როგორი მანქანაა Fiat 500 (2012-2015) ?

Myauto-ს ბლოგი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 

 ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მომრავლდა Fiat 500-ის მოდელის ავტომობილები, ის გლამურის და თანამედროვეობის კომბინაციაა და ახალგაზრდებში დიდი პოპულალურობით სარგებლობს. შეიძლება ბევრს დღემდე სურს Fiat 500-ის შეძენა, მაგრამ ვერ რისკავს, რადგან არ იცის როგორი მოდელია. დღეს შევეცდები მარტივად ვისაუბრო სტანდარტულ Fiat 500-ის დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ფასი

ის პატარა კომფორტული ქალაქის მანქანაა, საქართველოში განბაჟებული 2012-2015 წლის, ფიატ 500-ის ფასი $3,800-$6000 დოლარს შეადგენს. ფასი ძირითადად დამოკიდებულია მანქანის მდგომარეობაზე, გამოშვების წელზე თუ გარბენზე.

ძრავა და გადაცემათა კოლოფი

Fiat 500-ი ხელმისაწვდომია როგორც ბენზინის ასევე დიზელის ძრავებით, გადაცემათა კოლოფებშიც ფართო არჩევანია: შეგიძლია აირჩიო ტრადიციული მექანიკა ან ავტომატური კოლოფით (Tiptronic)

ბენზინის ძრავები

R2 0,9 TwinAir Turbo (85 ცხ.ძ.)

R4 1,2 (69 ცხ.ძ.)

R4 1,4 Starjet (100 ცხ.ძ.)


დიზელი:

R4 1,3 Multijet (75-95 ცხ.ძ.)


ინტერიერი

Fiat 500-ის კოკპიტი ლამაზადაა გაწყობილი, შენ დაგხვდება მულტი ფუნქციური საჭე, ჰიდრავლიკა, აბს, ელექტრო პაკეტი, კლიმატ კონტროლი,  ქარხნული აუდიო სისტმა AM/FM stereo, Radio.  ამ მანქანით კომფორტულად და ეკონომიურად იმგზავრებ, მაგრამ თუ გიყვარს ბევრ მეგობართან ერთად სეირნობა შეიძლება არ გამოგადგეს, რადგან უკან ძალიან პატარა სივრციეა. გაჭირვებისას ორ გამხდარ მგზავრს კი ჩასვამ, მაგრამ მათ ისეთივე შეგრძნება ექნებათ, როგორც პატარა თევზებს კონსერვის ქილაში. 


მისი საბარგულის მოცულობა 180 ლიტრია, უკეთ რომ წარმოიდგინო, საბარგულში Wizz Air-ის ორი საგორებელი ჩანთა და ორი ხელბარგი ეტევა. საჭიროების შემთხვევაში უკანა სავარძლის საზურგეების გადაწევაც შეგიძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ერთ მგზავრზე მეტს ვერ ჩასვამ.

 

 
ექსტერიერი

მისი სიგრძე 3546 მმ. ხოლო სიგანე 1627 მმ. პატარა პარამეტრების ხარჯზე ადვილად შეძლებ დაპარკინგებას, გადატვირთულ ქუჩებში ეფექტურად გაძვრები და გამოძვრები, ეს ძალიან დიდი პლუსია. Fiat 500-ის საწვავის ავზის მოცულობა 35 ლიტრია, ქალაქში 100 კილომეტრზე 5-6 ლიტრს მოიხმარს და მასში ყოველთვის კარგი საწვავი 95 ოქტანობიანი (ევრო პრემიუმი) უნდა ჩაასხა თუ გინდა რომ დიდხანს გემსახუროს.

სათადარიგო ნაწილების ფასები

მაგალითად ხარისხიანი ხუნდების ფასი შემდეგნაირია:  წინა 105 ლარი უკანა კი 65 ლარი ღირს, ხოლო სამუხრუჭე დისკოს ( წყვილის) ფასი 260 ლარია. სავალი ნაწილის ფასები კი ასეთია: წინა სტაბილიზატორის კრონშტეინი (Стержин) ცალი 35 ლარი, საჭის დამასრულებელი (Рулевой наконечник) 30 ლარი, საჭის წევა (тяга рулевая) 60 ლარი


სუსტი წერტილები

ძირითადად სავალ ნაწილში იჩენს მცირე გაუმართაობას, როგორიცაა: ამორტიზაორები, მორგვის საკისარი (подшипник ступицы), საჭის დამასრულებელი, მტვერდამცავები (пыльник) რა თქმაუნდა ისინი ერთად არ ფუჭდება, მაგრამ ადრე თუ გვიან შესაცვლელი გაგიხდება. ზოგ ფიატ 500-ს ქარხნულადვე წუნი მოსდევს, როგორიცაა კარის სახელურები და ერთ მშვენიერ დღეს მისი შეცვლა თუ დაგჭირდა არ შეიცხადო. თუ შეიძლენ პანორამული ჭერით. დიდი ალბათობით ის სალონში ჭრიალს და ხმაურს დაიწყებს და ამისთვისაც იყავი მზად.


ალტერნატივა

ამ ფასში რთულია ასეთი მოდური მანქანის პოვნა, ერთადერთი რაც მახსენდება ეს არის Mini Cooper, მაგრამ 2012 წლიანის ფასი მინიმუმ $ 5,500 იწყება. Mini ისეთი ეკონომიური არაა, როგორც Fiat 500


დასკვნა

ეს არის ეკონომიური ქალაქის მანქანა, თუ უპირატესობას დიზაინს ანიჭებ და გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამავდროულად არ გიწევს დიდი ბარგის აქეთ-იქით ტარება, ეს მანქანა შენთვისაა შექმნილი. დროულად შეუცვალე ცვეთადი ნაწილები და ეს მანქანა შენი ნამდვილი მეგობარი გახდება.

მსგავსი სტატიები

2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2020-07-02

დღეს განვიხილავთ მეხუთე სერიას BMW F10-ს. ის იწარმოებოდა 2010-დან 2017 წლამდე. საქართველოში BMW F10 550-ის ფასი: $8,000-დან $20,000-მდე მერყეობს, ეს ძირითადად დამოკიდებულია გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით ბავარი

2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2008-13 წლის Peugeot 308-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-08-12

საქართველოში ბევრი ერიდება Peugeot-ის შეძენას, იმ მარტივი მიზეზით რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მომხმარებლები ამბობენ, რომ ხშირად ფუჭდება და სერვისი კი ძვირი ჯდება. დღეს ვისაუბრებ პირველი თაობის Peugeot 308-ის ხუთ გავრცელებულ პრობლემაზე.

მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-04-12

1976 წელს სამყაროს მოევლინა „ჰოთ-ჰეჩი“ Volkswagen Golf GTI Mk I. მას შემდეგ 44 წელი გავიდა, თაობები იცვლებოდა, მაგრამ Volkswagen-ის ბესტსელერი სულ უფროდა უფრო პოპულალური ხდებოდა.