Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა
2020-04-12

მეშვიდე თაობის Golf GTI-ის 5 გავრცელებული პრობლემა

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა



 1976 წელს სამყაროს მოევლინა „ჰოთ-ჰეჩი“ Volkswagen Golf GTI Mk I. მას შემდეგ 44 წელი გავიდა, თაობები იცვლებოდა, მაგრამ Volkswagen-ის ბესტსელერი სულ უფროდა უფრო პოპულალური ხდებოდა. 
თანამედროვე „ჰოთ-ჰეჩი“ დაიხვეწა, უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა, მაგრამ ის ჩვენგან ზრუნვას და ყურადღებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს მისი გაჩერება ან გაყიდვა. დღეს ვისაუბრებ 2009–2013 წლებში გამოშვებულ მეშვიდე თაობის Volkswagen Golf GTI Mk7-ის ხუთ გავრცელებულ პრობლემაზე, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეიძლება ჩემს მიერ ჩამოთვლილი პროლემა სულაც არ აღმოაჩნდეს შენ მანქანას.

ძარა - რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თანამედროვე ავტომობილების, ძარა და მისი საღებავი ისეთი გამძლე არაა, როგორც ეს 25-30 წლის წინ იყო. გამონაკლისი არც ჩვენი მეშვიდე თაობის Golf GTI. მაგალითად ტრასაზე, ხშირად ჩვენს მანქანას პატარა კენჭები ხვდება, რაც ძარის და საღებავის დაზიანებას იწვევს, შემდეგ ამ პატარა დეფექტებს არ ვაქცევთ ყურადღებას და გარეცხვის შემდეგ, ეტაპობრივად ძარას კოროზია უჩნდება.

რა უნდა გავაკეთოთ ? 1) დეფექტის აღმოჩენის შემდეგ, მალევე უნდა მივიყვანოთ მეთუნუქესთან, შემდეგ კი სამღებრო სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს, 2) შეგიძლია ძარას უფერული დამცავი ფირი გადააკვრევინო.

ზეთის ხარჯი - მეშვიდე თაობის Golf GTI, აღჭურვილია ორნაირი ტურბო ძრავით: 2.0 TSI Turbo 217 ცხ.ძ  და მეორე ვერსიაა „Performance Package“ 2.0 Turbo 227 ცხ.ძ  მოკლედ ეს ძრავები არ გამოირჩევიან დიდი საიმედოობით. მათ დგუშის რგოლების (piston ring) პრობლემა აქვთ, ძირითადად ეს გაუმართაობა 100-150,000 კილომეტრის შემდეგ ეწყებათ, უფრო ასე ვიტყოდი: თუ შენ ყოველ 1000 კილომეტრის გავლის შემდეგ, ძრავაში 1 ლიტრ ზეთს ამატებ, ესეიგი დგუშის რგოლებია შესაცვლელი. გამოსავალი ერთადერთია, ძრავის რემონტი.

ცეპის დამჭიმები - მანქანა მუდმივ კონტროლზე უნდა გყავდეს, სპეციალისტს შეამოწმებინე ცეპის მდგომარეობა, ეს მისი სუსტი წერტილია. ცეპის დამჭიმები ძირითადად 80-90,000 კმ-ს გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს.

გადაბმულობა - მეშვიდე თაობის Golf GTI-ის მექანიკური გადაცემათა კოლოფი გამძლეა, მისი რესურსი სადღაც 300,000 კილომეტრია, მაგრამ თუ შენი მართვის სტილი აგრესიულია, შეეგუე იმას რომ გადაბმულობის შეცვლა მოგიწევს ყოველ 50,000 კმ-ს გავლის შემდეგ.

DSG - თუ მექანიკა ძალიან გამძლეა, იგივეს ვერ ვიტყოდი Volkswagen-ის შემუშავებულ ინოვაციურ გადაცემათა კოლოფ DSG-ზე (Direct Shift Gearbox - გადაცემათა კოლოფი სინქრონული გადაცემით) შეიძლება მოულოდნელად, ავარიულ რეჟიმში დაიწყოს მუშაობა ან უბრალოდ აღარ მოუნდეს მუშაობა, საოცარია არა ?  ძირითადად ე.წ. „mechatronic“ ფუჭდება, პლუს DSG-ში ითხოვს რეგულალურად ყოველ 40,000 კმ-ს გავლის შემდეგ ზეთის შეცვლას. მოკლედ მე არ ავიტკიებდი თავს და თუ ყიდვაა ტრადიციულ მექანიკას ვიყიდიდი

 

 

 

მსგავსი სტატიები

2013-15 წლის Hyundai ix35-ის თავის ტკივილები
2013-15 წლის Hyundai ix35-ის თავის ტკივილები
2020-10-06

თბილისის ქუჩებში, მრავლად შეგხვდება დახვეწილი კორეელი Hyundai ix35. მან, მორალურად მოძველებული, Hyundai Tucson-ი ჩაანაცვლა. მისი დებიუტი 2009 წლის ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა. ალბათ ხშირად გაგჩენია კითხვა, რამდენად გამომდგარია? ღიირს მისი შ

ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
ღირს თუ არა მეორადი VW Tiguan-ის შეძენა ?
2020-02-18

საქართველოში მომხმარებლებს ძალიან უყვართ კროსოვერები, ისინი გამოირჩევიან მოდური დიზაინით და თანამედროვე ტევადი ინტერიერით. მსუბუქ უგზოობაზე თავს არ ირცხვენენ, საოჯახო საქმეებშიც გვეხმარებიან. მაგალითად ასეთია Volkswagen Tiguan მისი დებიუტი,

 BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
BMW 3 Series E90-ის ექვსი გავრცელებული პრობლემა
2020-03-05

დღეს განვიხილავთ BMW Е90-ს, მისი ფასი 3,500 $-დან 9,000 $-მდე მერყეობს, ეს დამოკიდებულია ძირითადად გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ახალგაზრდებში მესამე სერიის BMW საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ბრენდი ასოცირდება სპორტულობასთან