2020-03-30

1937 Mercedes-Benz 540K - ერთი მანქანის ისტორია

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 1937 წლის 20 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო ავტოშოუ ჩატარდა, ის პომპეზურად გერმანიის რეიხ კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა გახსნა, ავტოშოუს ესწრებოდნენ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, მათშორის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი მანქანებიდან, მთავარსარდლის ყურადღება მხოლოდ Friedrich Geiger-ის ნატიფი ოსტატობით შექმნილმა Mercedes-Benz 500K-მ მიიქცია. 30-იან წლებში ეს იყო ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, მასში გამოყენებული იქნა იმ დროის ყველა უახლოესი ტექნლოგია.

 ჰერმან გერინგმა Mercedes-ის წარმომადგნლებს ჰკითხა, თუ შეძლებდნენ მისთვის სპეციალური მოდელის დამზადებას ? უარის თქმა რა თქმაუნდა არავის გაუფიქრია. Mercedes-ის ინჟინრები შეუდგნენ მუშაობას, პასუხისმგებლობა დიდი ჰქონდათ და ისიც, დამკვეთს მალევე ჩააბარეს დაჯავშნული, 1937 წლის Mercedes-Benz 540K, ის აღჭურვილი იყო 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით და ერთრიგა რვაცილინდრიანი 5.4 ლიტრი მოცულობის ძრავით. მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 200 კმ/სთ-ს გავითარება შეეძლო. მოგვიანებით ჰერმან გერინგმა Mercedes-Benz 540K-ს ფერი შეუცვალა და ლურჯად შეაღებინა ამიტომაც მას შეარქვეს „Blue Goose“. ის აღფრთოვანებული იყო Friedrich Geiger-ის ქმნილებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ავტოინდუსტრიაში ხელოვნების, ემოციის უდიდესი ზეიმი.


 მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, 1945 წლის 4 მაისს, აშშ-ის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის „Screaming Eagles"-ის წევრები, ბავარიის ალპებში Berchtesgaden-ს მიადგნენ. აქ მდებარეობდა მესამე რეიხის მაღალჩინოსნების ვილები, მათშორის ჰერმან გერინგის. ავიაციის მიერ დაბომბილ შენობა-ნაგებობების დათვალიერებისას, ნახევრად დანგრეულ ფარეხში, კაპიტანმა Joe Crilly-მა იპოვა 1937 წლის Mercedes-Benz 540K „Blue Goose“ შასის ნომერი: №169334, დიახ ეს იყო ჰერმან გერინგის სიამაყე. ნაალაფარი მერსედესით ჯარისკაცებმა ბავარიის ალპებშიც გაისეირნეს, ეს ისტორიული სურათიც Berchtesgaden-შია გადაღებული.




ომის შემდეგ, ამერიკის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიამ, ნაალაფარი Mercedes-Benz 540K „Blue Goose“ ვაშინგტონში გადაიყვანეს, დიდიხნის განმალობაში სხვადასხვა შტატში გამართულ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა 1946 წელს ის 10 წლით ფარეხში გამოკეტეს, მოგვიანებით 1956 წელს მერილენდის შტატში გამართულ აუქციონზე Jacques Namesake-მა სულ რაღაც $ 2,167 შეიძინა, ხოლო 1957 წელს Dr. George Bitgud-მა $10,000-ად. ასე გადადიოდა ხელიდან ხელში ჰერმან გერინგის მერსედესი, ეს არის მანქანა, რომელმაც კოლექციორებს დიდი თავისტკივილი გაუჩინა, მსურველი ბევრია, მაგრამ ის ერთადერთია და მისი ფასი დღეს რამდენიმე მილიონს შეადგენს.

მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
2019-11-26

აგერ უკვე 40 წელია რაც სინათლე იხილა და დაიპყრო მრავალი ადამიანის გულები. 13 წლის ვიყავი პირველად ქუჩაში, რომ ვნახე G კლასის W461 ყველგანმავალი და იმ დღიდან , დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. ეს ის პერიოდია , ეკონომიკური კრიზისი საქართ

AMG-ის შექმნის ისტორია
AMG-ის შექმნის ისტორია
2019-12-19

გერმანიაში Stuttgart-დან 40 წუთის სავალზე მდებარეობს პატარა სოფელი სახელწოდებით Großaspach. ამ სოფელში 1938 წლის 28 დეკემბერს დაიბადა ერთი რიგითი ინჟინერი Hans Werner Aufrecht, რომელიც შეყვარებული იყო ავტოსპორტზე. მასზე დიდი გავლენა მოახდინ

ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
2020-04-13

დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვა ისეთივე მარტივია, როგორიც პურის შეძენა. ყოველთვის მაინტერესებდა საბჭოთა კავშირში თუ რა ღირდა მანქანა, ან რა პროცედურები იყო გასავლელი.