Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Jaguar E-Type ლორდების სათამაშო
2020-03-20

Jaguar E-Type ლორდების სათამაშო

Myauto-ს ბლოგი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 ამაღლებული საგანი ამაღლებულ ნიჭსა და გემოვნებას ითხოვს. 50-იან წლებში ბრიტანულ კომპანიას Jaguar-ს სურდა შეექმნა, მორალურად მოძველებული XK 120-ის ღირსეული შემცვლელი. მათი პრიორიტეტი ავტოსპორტი იყო და არა ლორდების ყოველდღიური სათამაშო. დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, Jaguar-ის დამაარსებელმა Sir William Lyons-მა და კოპმანიის მთავარმა კონსტრუქტორმა William Heynes-მა მიიღეს გადაწყვეტილება, ახალი პროექტი Malcolm Sayer-ისთვის ჩაებარებინათ. Malcolm-ი ავიაციის ინჟინერი გახლდათ. მალევე 1951 წლის გაზაფხულზე ახალი მოდელი უფროსობას წარუდგინა. C-Type აღჭურვილი იყო ალუმინის ძარით და 3.4L  ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით და 4 საფეხურიანი სინქრონიზებული გადაცემათა კოლოფით, ის 205 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ახალი მოდელი მოძველებულ XK 120-თან შედარებით 15 %-ით მსუბუქი იყო და 965 კგ-ს იწონიდა, C-Type-ის 53 ეგზემპლარი გამოუშვეს. Jaguar C-Type-ის ბრწყინვალე დებიუტი 1951 წელს ლემანში შედგა. ბრიტანელებმა 22-23 ივნის,  ლემანის 24 საათიან რბოლაში 20 ნომრით მონაწილეობა მიიღეს, დაძაბულ ბრძოლაში Jaguar-ის გუნდმა მრბოლელების, Peter Walker-ის და Peter Whitehe-ის მეშვეობით გამარჯვება მოიპოვა. 



ბრიტანელები გაჩერებას არ აპირებდნენ, 1954 წელს მივიღეთ კიდევ უფრო მძლავრი და მსუბუქი მოდელი D-Type. ის აღჭურვილი იყო, 3.5L  ექვსცილინდრიანი ერთრიგა 265 ცხენის ძალიანი ძრავით. მანქანა სულ რაღაც 864 კილოგრამს იწონიდან და 0-დან 100-მდე 4,7 წამში ავითარებდა. მისი დებიუტიც  1954 წელს ლემანის 24 საათიანი რბოლაში შედგა, სამწუხაროდ პირველ წელს წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან D-Type-ს საწვავის ფილტრის პრობლემა აღმოაჩნდა, რის გამოც ხშირად უწევდა „Pit stop“-ში შესვლა, მიუხედავად ამისა Mulsanne-ის მონაკვეთზე D-Type-მა რეკორდული სიჩქარე 278 კმ/სთ განავითარა, ამაში კი მისმა აეროდინამიკამ შეუწყო ხელი. მომდევნო წლებში Jaguar-ს პირველ ადგილში ვერავინ ეცილებოდა, 1955-1956-1957 წლებში სამჯერ გახდა ლემანის 24 საათიანი რბოლის გამარჯვებული. D-Type ჯამში 54 ეგზემპლარია გამოშვებული, სამწუხაროდ 1957 წლის 12 თებერვალს იაგუარის ქარხანაში (Browns Lane plant) გაჩენილმა ხანძარმა 5 უნიკალური ეგზემპლარი შეიწირა.


 
 მოგვიანებით ამერიკის ბაზრისთვის დამზადდა Jaguar XKSS-ის 16 ეგზემპლარი, ის D-Type-სგან იმითი განსხვავდებოდა, რომ ჰქონდა მგზავრის ადგილი და ორი კარი, Jaguar XKSS ჰყავდა ისეთ ლეგენდარულ მსახიობს, როგორიც იყო Steve McQueen, 1958 წელს McQueen-მა მეორად XKSS-ში $5000 გადაიხადა, ამის შესახებ Matt Stone თავის წიგნში წერს „McQueen's Machines"





1961 წლის 15 მარტს Geneva Motor Show-ზე პუბლიკამ იხილა Jaguar E-Type, ახალმა მოდელმა ავტოინდუსტრიაში ფურორი მოახდინა. ჟენევის შოუზევე წარმოდგენილი მოდელიდან, ერთ-ერთი ბრიჟიტ ბარდოს ქმარმა, მსახიობმა Jacques Charrier-მა შეიძინა. E-Type აღჭურვილი იყო 225 ცხენის ძალიანი 3.8L ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით, 1964 წლის მარტში ხელმისაწვდომი იყო 265 ცხენის ძალიანი 4.2 ერთრიგა ექვსცილინდრიანი ძრავებით. 



1961 წლის 1 აპრილს New York International Auto Show-ზე ბრიტანელებმა ამერიკული ბაზრისთვის წარადგინეს Jaguar XK-E, მისი ფასი 5,895 აშშ დოლარს შეადგენდა. 70-იანი წლების დასაწყისში მესამე თაობის E-Type აღჭურვილი იყო 5.3 V12 ძრავებით. 1975 წელს ნისლიან ალბიონზე სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა, შეწყდა E-Type-ის წარმოება. 
დღეს კოლექციონრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მზად არიან Jaguar E-Type-ში არარაციონალურად დიდი თანხა გადაიხადონ, დიახ Jaguar E-Type ავტოინდუსტრიის ისტორიაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მსოფლიო ლიტერატურაში გოეთეს „ფაუსტი“










 

 

 

მსგავსი სტატიები

მასელ ქარი თუ პონი ქარ - რომელი გაჩნდა პირველი?
მასელ ქარი თუ პონი ქარ - რომელი გაჩნდა პირველი?
2020-10-08

ალბათ, ერთხელ მაინც მოგიკრავთ ყური, ისეთი სიტყვებისთვის, როგორიცაა: მასელ ქარი (Muscle car) ან პონი ქარ (Pony car). ეს სიტყვები ამერიკაში, გასული საუკუნის 60-70-იანი წლებში დამკვიდრდა და ავტოინდუსტრიაში, დიდ კულტურულ რევოლუციას მისცა დასაბა

1937 Mercedes-Benz 540K - ერთი მანქანის ისტორია
1937 Mercedes-Benz 540K - ერთი მანქანის ისტორია
2020-03-30

1937 წლის 20 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო ავტოშოუ ჩატარდა, ის პომპეზურად გერმანიის რეიხ კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა გახსნა, ავტოშოუს ესწრებოდნენ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, მათშორის ლუფტვაფეს მთავარსარდალი ჰერმან გერინგი.

AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
2020-08-24

„ამერიკული ოცნება ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. სწორედ ამ ფენომენის ნაყოფია ლეგენდარული AC Shelby Cobra, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენერმა Carroll Shelby-ი