2020-03-16

2005-2007 წლის W164 ML 350-ის 5 გავრცელებული პრობლემა

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

კონცერნ DaimlerChrysler-მა კომფორტული, მდიდრული კროსოვერი 2005 წლის იანვარს დეტროიტის (NAIAS) ავტო შოუზე წარადგინა, ახალმა მოდელმა მომხმარებლებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი წარმოება 2005-დან დაიწყო, რესტალინგი 2007 წლის 23 ნოემბრიდან განიცადა, ხოლო 2011 წელს კონვეირიდან ჩამოვიდა ბოლო W164. გამოშვების დღიდან საქართველოში ძალიან პოპულალური იყო თუმცა 2005-2007 წლებში გამოშვებულ ML 350 უკან მრავალი პრობლემა იმალება.

1. ძრავა - 3.5V6  გამოირჩევა ურჩობით, მისი ზეთის ნასოსი ცუდად მუშაბს, ამას ემატება „ცეპის“ დამჭიმები, რომლებიც 150,000 კილომეტრზე უნდა შეცვალო წინააღმდეგ შემთხვევაში მოგოიწევს მთლიანი აგრეგატის შეძენა ან ძრავის კაპიტალური რემონტი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება.

2. გადაცემათა კოლოფი - 7G-tronic გადაცემათა კოლოფს ხშირად უფუჭდება Siemens-ის პლატა, მეორადი პლატა რომ იყიდო $350 ჯდება. გადაცემათა კოლოფში ზეთი ყოველ 30,000 კმ-ს გავლის შემდეგ უნდა შეიცვალოს.

3. სავალი ნაწილი - ხშირად უფუჭდება პნევმო ბალიშები ე.წ. „პადუშკები“ მისი ღირებულება თითო ბალიშის $200-დან  $300-მდე მერყეობს.

4. ელექტროობის გაუმართაობა - ეს პრობლემა ძირითადად გამოწვეულია SAM Control Module-ის გაუმართაობით, ეს მოდული ორი უყენია, ერთი წინ მარჯვენა მგზავრის სავარძლის ქვეშ, ხოლო მეორე უკან მარჯვენა სტოპთან.  მეორადი SAM Control Module-ის ფასი $300 შეადგენს.

5. კარდანული ლილვის შუალედური სამაგრი - ხშირად თუ გიწევს უგზოობაზე (ტალახიან ადგილას) სიარული არის მაღალი ალბათობა, იმისა რომ (ე.წ. პადვესნოის) შეცვლა მოგიწიოს. ზოგადად მისი რესურსი 70,000 კილომეტრია.  

 ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ძირითადად 2005-2007 წლის W164 ML 350-ს ახასიათებს, 2007 წლიდან ეს პრობლემები მერსედესმა გამოასწორა, შესაბამისად სანამ მანქანას იყიდი კარგად შეამოწმე.

თეგები

მსგავსი სტატიები

2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2007-14 Nissan X-Trail T31-ის გავრცელებული ხარვეზები
2020-08-04

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, მეორე თაობის X-Trail T31-ის გავრცელებულ ხარვეზებზე ვისაუბრებ. Nissan X-Trail T31-ის წარმოება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე გამოდიოდა. საქართველოში მისი ფასი $4,000-7,500 მერყეობს. ფასი, როგორც ყოველთვის დამოკიდებუ

2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2020-07-02

დღეს განვიხილავთ მეხუთე სერიას BMW F10-ს. ის იწარმოებოდა 2010-დან 2017 წლამდე. საქართველოში BMW F10 550-ის ფასი: $8,000-დან $20,000-მდე მერყეობს, ეს ძირითადად დამოკიდებულია გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით ბავარი

გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
2020-04-21

15-17 წლის წინ თბილისის ქუჩებში Mini Cooper-ის გამოჩენამ ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცა. მან ახალგაზრდების გული მალევე დაიპყრო. დღეს პირველი თაობის მინი აღარ ღირს კოლუსალური თანხა და ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ გამომდგარიაა ? ამაზე კ