საქართველოში ეკონომიურ მანქანებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება, მაგრამ არჩევისას პრობლემას ვაწყდებით, რადგან შეღავათიან ფასში რთულია აარჩიო ისეთი მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება სტილი, ტექნოლოგიები და საწვავის ეკონომიურობა, თუმცა ბაზარზე არის ისეთი მოდელები, რომლებიც მეტნაკლებად ამ მოთხოვნებს დაგვიკმაყოფილებენ, ესენია: 2012-13 წლის Sonata Hybrid 2.4 ძრავით ან 2012-13 წლის Toyota Camry Hybrid 2.5 ძრავით. მათი ფასი საქართველოში Sonata-ს შემთხვევაში 5,200 $-ად იწყება და ადის 8.000 $-მდე, ხოლო Camry-ის ფასი 6.000 $ -11,200 $-მდე მერყეობს. თუმცა ამ მოდელებზე მომხმარებლებს ორაზროვანი დამოკიდებულება გააჩნია
Sonata Hybrid - პირველად ჰიუნდაის ჰიბრიდის, როგორც კონცეპტუალური მანქანის დებიუტი 2008 წლის 21 ნოემბერს Los Angeles Auto Show-ზე შედგა, თუმცა კორეელებს 3 წელი დასჭირდათ, რათა სერიულ მოდელად ექციათ. ამერიკაში მე-6 თაობის Sonata Hybrid-ის გაყიდვები 2011 წლის თებერვალში დაიწყო. სონატა წინა წამყვანია, მას აქვს 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ოთხცილინდრიანი 2.4 ბენზინის ძრავა და 1.4 kWh lithium polymer ელემენტი, ჯამში ელექტრო და ბენზინის ძრავა 206 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ქალაქში 100 კილომეტრზე შერეულ რეჟიმში 6,9 ლიტრს წვავს. შეიძლება ითქვას ქემრის რეალური კონკურენტი გამოუჩნდა. ზოგადად ჰიბრიდებს ვარიატორული კოლოფები აქვთ თუმცა ჰიუნდაიმ არჩევანი ტრადიციულ 6 საფეხურიან ავტომატურ კოლოფზე შეაჩერა. ინტერიერი შედარებით მაღალი ხარისხის მასალითაა გაწყობილი, ცენტრალურ კონსოლზე გვხვდება 4,2 დუიმიანი დისფლეი, სავარძლები კომფორტულია ხმის იზოლაციაც ნორმალურია. 

შესაძლო პრობლემები - სონატაზე რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა 100 ათასი მილის შემდეგ ზოგს გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა, ზოგსაც ძრავა. ფასები სათადარიგო ნაწილებზე მაღალია თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: სონატას ბევრი მეპატრონე ამბობს რომ ზეთისა და ხუნდების მეტი არ შეუცვლია და მანქანა იდეალურად ემსახურებათ.
Camry Hybrid - ქემრის ჰიბრიდის დებიუტი 2006 წლის 8 იანვარს Detroit Auto Show-ზე შედგა, გაყიდვები კი იმავე წლის მარტში დაიწყო. ქემრიმ რესტაილინგი 2011 წელს განიცადა, ის აღჭურვილია 2.5 ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით და 1.6 kWh nickel-metal hydride ელემენტით და 2-spd CVT w/OD ვარიატორული კოლოფით. მისი ბენზინის და ელექტრო ძრავა ჯამში 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ინტერიერში გვხვდება ორ განყოფილებიანი კლიმატ კონტროლი, მულტიფუნქციური საჭე, კომფორტული სავარძლები, კარგი აუდიო სისტემა თუმცა ცუდი ხმის იზოლაცია აქვს. ქალაქში შერეულ რეჟიმში 6 ლიტრი სჭირდება 100 კილომეტრზე, მოკლედ ქემრი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ნაკლები პრობლემებით ამიტომაც იპყრობს ამერიკულ ბაზარს.

შესაძლო პრობლემები - 100 მილის შემდეგ შეიძლება ვიბრაციები დაიწყოს თუმცა მოგვარებადია თუ კოლოფში ზეთს გამოცვლი, ABS-ის სითხეს სჭირდება ყურადღება და ბოლოს, თუ გინდა რომ ძრავმა ზეთის დამატება არ დაიწყოს რეკომენდირებულია სინთეთიური 0W-20 ზეთი.
იდეალური მანქანა ბუნებაში არ არსებობს, რომელს აარჩევ სონატას თუ ქემრის შენზეა დამოკიდებული, ორივე კომფორტული მოდელია, როგორც სტანდარტული გადაადგილებისთვის, ასევე შორი მოგზაურობისთვის.



