Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
რომელი ჯობია ელექტრო მანქანა თუ Plug-in ჰიბრიდი / Leaf vs Volt ?
2020-02-26

რომელი ჯობია ელექტრო მანქანა თუ Plug-in ჰიბრიდი / Leaf vs Volt ?

Myauto-ს ბლოგი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 საქართველოში ელექტრო მანქანებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მთავრობაც მეტნაკლებად ხელს გვიწყობს, ელექტრო ტრანსპორტის განბაჟება უფასოა. დღეს საქართველოში შედარებით დაბალი ფასის გამო პოპულარობით სარგებლობს ელექტრო ჰეჩბეკი Nissan Leaf, თუ ჩვენთვის ეკონომიაა პრიორიტეტი და არა მანქანის დიზაინი ან სიმძლავრე, რათქმაუნდა ეს მოდელი ჩვენთვის ზედგამოჭრილია. 



 2009 წლის 23 ოქტომბერს Tokyo Motor Show-ზე Nissan Leaf-ის დებიუტი შედგა. მისმა გამოჩენამ მომხმარებელი გაახარა, რაც იმაში გამოიხატება რომ ტრადიციულ ავტომობილზე ბევრმა უარი განაცხადა და უპირატესობა ელექტრო მანქანას მიანიჭეს. ეს ალბათ იმიტომ რომ ძალიან ეკონომიურია. დღეს საქართველოს ბაზარზე Nissan Leaf-ის ფასი იწყება 3,000 $-დან და ადის 12,000 $-მდე. ფასი დამოკიდებულია გამოშვების წელსა და მანქანის მდგომარეობაზე. რატომ არის კარგი ელექტრო მანქანა? მათ არ სჭირდებათ გეგმიური სერვისი, მაგალითად: ძრავის ზეთი, ფილტრები, აალების სანთლები და ა.შ. 


სახლის პირობებში სრულ დამუხტვას 5-6 საათი სჭირდება. Nissan Leaf-ის აღჭურვილი 24 kWh ლითიუმ-იონის ელემენტით, რომელიც არ გრილდება იონ გამოცლილი ანტიფრიზით, რაც ჩემი აზრით მინუსია, რადგან ზაფხულში არის საშიშროება გადახურების. ქალაქში Nissan Leaf ერთი დამუხტვით 50-60 კმ-ს გაგატარებს, მაგრამ თუ კონდიციონერი არ გამოიყენე ან გათბობა, შეიძლება მეტიც გაგატაროს დამოკიდებულია მართვის სტილზეც. ზოგადად  საშუალო სტატისტიკური მძღოლი დღეში დაახლოებით 45 კილომეტრს გადის. რაც შეეხება Leaf-ის სავალ ნაწილს ის იგივეა, რაც Nissan Juke შესაბამისად გამძლეა და სავალ ნაწილში რა უნდა გაფუჭდეს ისეთი რომ თბილისში მისი შეძენა ვერ მოახერხო ? ამ მანქანის მინუსი რათქმაუნდა ისაა რომ შორ მანძილზე გადაადგილება რთულია, ასეთ შემთხვევაში შეგიძლია იყიდო Chevrolet volt.
 
 2007 წლის 7 იანვარს Detroit Motor Show-ზე ჯენერალ მოტორსმა დატენვადი ჰიბრიდი წარადგინა, მისი გაყიდვა 2010 წლის დეკემბრიდან დაიწყო და მალევე პოპულალური გახდა. მის უკვდავ ელემენტზე ლეგენდებიც დადის. Chevrolet volt აღჭურვილია 1,4 ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავით და 16 kWh ლითიუმ-იონის ელემენტით (lithium-ion battery), ჯამში 149 ცხენის ძალას გაოიმუშავებს, მას აქვს 35 ლიტრიანი საწვავის ავზი. Volt-ის ელემენტები ზამთარ-ზაფხულ იონ გამოცლილი ანტიფრიზით გრილდება, ამიტომაც მის ელემენტებს „უკვდავს“ უწოდებენ. Volt-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ გრძელ დისტანციებზე უპრობლემოდ ვიმგზავრებთ, ელემენტი რომც დაჯდეს ჩაირთვება ავტომატურად მისი ბენზინის ძრავა, რაც საშუალებას გვაძლევს რეკუპერაციის ხარჯზე ელემენტი ახლიდან დაიმუხტოს. 


ზოგადად Volt-ის ელემენტი ბოლომდე არ ჯდება და არც იტენება, ქალაქში ერთი დამუხტვით 60 კილომეტრამდე გადის ზაფხულში უფრო მეტს. თუ მარტო ბენზინით ვივლით ის 100 კილომეტრზე 7 ლიტრის მოიხმარს, მაგრამ Volt-ის უპირატესობა ხომ ისაა, რომ ვიაროთ „მუქთათ“ ? ელემენტის სრულ დამუხტვას 6-7 საათი სჭირდება. გაითვალისწინე ის რომ volt-ს პატარა საბარგული აქვს და სათადარიგო საბურავი არ მოყვება, უკან 2 ადამიანზე მეტს ვერ ჩასვავ სიმჭიდროვეა. ყოველ 30,000 კილომეტრზე სასურველია შეიცვალოს ზეთი და ფილტრი. ნაწილები იშოვება, ზოგი წუწუნებს რომ 150,000 კმ-ს გავლის შემდეგ „სტუპიცები“ უფუჭდებაო და „ყუმბარები“, ზოგიც აქებს და ადიდებ, ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. Nissan Leaf-თან  შედარებით ნაწილები ძვირი ღირს და ზოგადად საქართველოში Chevrolet volt-ის ფასი 6,000$-დან იწყება და ადის 20,000$-ზე. რომელს აირჩევ შენზეა დამოკიდებული, თუ გადაადგილდები: სახლი სამსახური სახლი, მაშინ Nissan Leaf კარგია, მაგრამ თუ გრძელ დისტანციაზე გიწევს გადაადგილება Chevrolet volt ჯობია. მიუხედავად იმისა, რომ დამმუხტველები ქალაქგარეთ გზატკეცილებზეც დგას, ელექტრო მანქანა, მისი დაფარვის მანძილის სიმცირის გამო ჯერჯერობით მაინც ქალაქის მანქანად მიიჩნევა და ბოლოს თუ გინდა, რომ ელემენტებმა რესურსი მალე არ დაკარგოს სწრაფი დამტენით სარგებლობა რეკომენდებული არ არის, თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ ხარ.



 

მსგავსი სტატიები

გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა 2002–2006 წლის Mini Cooper ?
2020-04-21

15-17 წლის წინ თბილისის ქუჩებში Mini Cooper-ის გამოჩენამ ჩვენი ყურადღება მაშინვე მიიქცა. მან ახალგაზრდების გული მალევე დაიპყრო. დღეს პირველი თაობის მინი აღარ ღირს კოლუსალური თანხა და ყველას შეუძლია მისი შეძენა, მაგრამ გამომდგარიაა ? ამაზე კ

 Ford Fusion-ის მიმოხილვა
Ford Fusion-ის მიმოხილვა
2020-01-16

„ბოროტების იმპერიის“ დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ავტოპარკი შეივსო მეორადი ევროპული ტრანსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე შავ 24-ზე ოცნებობდა, გულის სიღრმეში კი მათი ნამდვილი სიყვარული ევროპული მანქანები გახლდათ, როგორებიც

გაინტერესებს, როგორი მანქანაა Alfa Romeo 156 ?
გაინტერესებს, როგორი მანქანაა Alfa Romeo 156 ?
2020-08-13

თბილისის ქუჩებში აქა-იქ შენიშნავთ, Walter de Silva-ს დიზაინრულ შედევრს, Alfa Romeo 156-ს. ალფა საკმაოდ ახალგაზრდულად და მომხიბლელად გამოიყურება, მაგრამ საქართველოში ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის სტერეოტიპე