2020-02-24

2021 Kia Sorento - ლამაზმანი კორეიდან

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 სამხრეთ კორეული კომპანია Kia ემზადება 2020 წლის ჟენევის ავტო შოუსთვის, სადაც შედგება ახალი კომპაქტური ქროსოვერის 2021 წლის Kia Sorento-ს დებიუტი. რიგით 90-ე ჟენევის ავტო შოუ ტრადიციულად მარტის თვეში ტარდება და მას დაახლოებით 700,000 მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
 2021 წლის Sorento ახალ პლათფორმაზე აიგო, მნიშვნელოვანი ცვლილებებია როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერშიც. მიუხედავად იმისა, რომ Sorento სიგრძეში და სიგანეში 10mm, ხოლო სიმაღლეში 15mm გაიზარდა ავტომობილის მასა საერთო ჯამში 80 კილოგრამით შემცირდა და დიზელის ძრავიანი კორეელი სულ რაღაც 1952 კგ-ს იწონის. სიახლეა ძრავების მხრივ, ევროპაში ხელმისაწვდომი იქნება ტრადიციულად 2,2 ლიტრის მოცულობის 202 ცხენის ძალიანი ტურბოდიზელით, ხოლო ამერიკული ბაზრისთვის კი ბენზინის ოთხცილინდრიანი 2,5 Turbocharged ძრავათი, რომელიც 277 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აღჭურვილი იქნება ორმაგი გადაბმულობით და 8-სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით.
 რათქმაუნდა თანამედროვე სამყარო ჰიბრიდის გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია, ახალ Sorento-ს ექნება ოთხცილინდრიანი 1,6 Turbocharged ბენზინის და 1.49-kWh ელექტრო ძრავა, ორივე ერთად 227 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სამომავლოდ კომპანია Kia გვპირდება დატენვად ჰიბრიდსაც თუმცა გამოშვების ზუსტი დრო უცნობია. ექსტერიერში Kia Sorento-ს აქვს 12,3 დიუმიანი ციფრული პანელი და განახლებულუ მულტიმედიური სისტემა, რომელიც აღჭურვილია 10,25 დუიმიანი ეკრანით. რაც შეეხება უსაფრთხოებას მას ექნება რვა აირბალიში. ერთი შეხედვით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს, მოკლედ დავუცადოთ, კომპანიაში აცხადებენ, რომ დებიუტი 2020 წლის 3 მარტს ჟენევაში შედგება.

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
Volkswagen-ის ყველაზე სწრაფი „ჰოთ-ჰეჩი“
2020-10-15

Volkswagen-მა, ყველაზე სწრაფი ბესტსელერი, Golf GTI Clubsport წარადაგინა. გერმანელები ტრადიციებს არასდროს ღალატობენ. „ჰოთ-ჰეჩი“ იმდენად არაამქვეყნიური მონაცემების გამოუვიდათ, რომ შთაბეჭდილება გრჩება თითქოს, Golf GTI Clubsport-ი გერმანული ეპო

2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2021 Dodge Charger SRT Hellcat Redeye
2020-07-03

2021 წლის, Dodge Charger SRT Hellcat Redeye, სრულფასოვანი 5 ადგილიანი სედანია. მას გადახალისებული ექსტერიერი აქვს. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაშინც ახდენს, როდესაც გაჩერებულია.

პირველი ქართული ავტოაუქციონი
პირველი ქართული ავტოაუქციონი
2020-06-17

Myauto-მ ყველაზე დიდმა ავტოპორტალმა კავკასიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის განვითარებისთვის და მომხმარებელს პირველი ქართული ავტოაუქციონი შესთავაზა.