მსოფლიოს საავტომობილო ბაზარს ნელ-ნელა ელექტრო მანქანები იპყრობენ, მაგალითად გამოჩნდა ახალი მოთამაშე Lucid Motors. ეს არის შედარებით ახალი კომპანია, რომელსაც უდიდესი ამბიციები აქვს. ზოგჯერ „Tesla killer“-საც უწოდებენ არა და კომპანიის CEO-ს Peter Rawlinson-ის თქმით კონკურენტად მოიაზრებენ Mercedes, Audi და BMW-ს. მეტიც Rawlinson-მა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს ისეთი მანქანა შექმნას, როგორიცაა Mercedes-Benz S class.
2021 წლის Lucid Air-ის დებიუტი 10 აპრილს New York-ის ავტო შოუზე შედგება. საბაზისო მოდელი უკანა წამყვანია და აღჭურვილი იქნება 75 კვ/ს სიმძლავრის ლითიუმ-იონის ელემენტით, ის გამოიმუშავებს 400 ცხენის ძალას და 600 ნიუტონ მეტრს. ერთი დატენვით გაივლის 386 კილომეტრს, მისი ფასი $ 52,000 დოლარიდან დაიწყება. რაც შეეხება ტოპ ვერსიას, აღიჭურვება ორი ლითიუმ-იონის ელემენტით, რაც ჯამში 1000 ცხენის ძალას მოგვცემს და 0-დან 100 კმ/სთ-ს 2,5 წამში განავითარებს, მთავარი მაინც ის არის რომ ერთი სრული დატენვით 644 კილომეტრს გაივლის. მოკლედ დავუცადოთ პრეზენტაციამდე ორ თვეზე ცოტა მეტი დარჩა, 2020 წლის New York-ის ავტო შოუ 10 აპრილს გაიხსნება და 19 აპრილამდე გასტანს.
საუბრის ბოლოს ცოტა ძველ ინფორმაციასაც შემოგთავაზებთ, გასულ წელს სააგენტო Reuters წერდა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მომავალ 10 წლის მანძილზე ელექტრო მანქანების ტექნოლოგიების განვითარებაში 300 მილიარდ დოლარს ჩადებენ, რაც უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ინვესტიციაა, მიუხედავად იმისა რომ 2020 წელია ელექტრო მანქანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არცერთ ქვეყანაში არაა.








