2020-01-16

Ford Fusion-ის მიმოხილვა

ავტორი: გიორგი ლაფერაშვილი
2 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 „ბოროტების იმპერიის“ დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ავტოპარკი შეივსო მეორადი ევროპული ტრანსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მეორე შავ 24-ზე ოცნებობდა, გულის სიღრმეში კი მათი ნამდვილი სიყვარული ევროპული მანქანები გახლდათ, როგორებიც იყო BMW, Mercedes, Opel, VW. სწორედ ამ ბრენდებით გადაივსო 90-იანი წლების საქართველო. 
დრო გადიოდა, შევაბიჯეთ ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ჰიბრიდი ტრენდული გახდა, ჩვენ ხომ გვიყვარს „მუქთა“ცხოვერება. საქართველოში ჰიბრიდები დაახლოებით 2000-2001 წლიდან გამოჩდნენ და ნელ-ნელა ქართველების გულებიც დაიპყრო. მას შემდეგ კი გავიდა 18-19 წელიც და ავტოპარკი განახლებას საჭიროებდა, ქართველი მომხმარებლების კრიტერიუმი კი Ford Fusion-მა დააკმაყოფილა. 
 განახლებული Ford Fusion-ი 2012 წელს ამერიკაში Detroit auto show-ზე გამოჩნდა, შეიძლება ითქვას მისი ფეისლიფტი ძალიან წააგავს Aston Martin-ს, ექსტერიერი თუ ინტერიერი იმდენად დაიხვეწა რომ ყველას ყბა ჩამოგვივარდა. Fusion შეგიძლია აირჩიო, როგორც ბენზინის, ისე Hybrid ან Energi ანუ დატენვადი ჰიბრიდი „plug-in hybrid", კომპლექტაციები კი შემდეგნაირია S- ეკონომ პაკეტია, SE- საშუალო, Titanium-მაღალი კლასისაა. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფებს აქაც ფართო არჩევანია: CVT ვარიატორული, ავტომატური თუ მექანიკური 6 საფეხურიანი კოლოფებით არის ხელმისაწვდომი.  

Ford Fusion Hybrid
აღჭურვილია 2,0 ლიტრის ოთხ ცილინდრიანი ბენზინის ძრავით და 1.4-kWh ლითიუმ-იონების აკუმულატორით (lithium-ion battery), რაც მთავარია ტოიოტას ჰიბრიდული სისტემითაა დასაჩუქრებული. ის ჯამში 188 ცხ.ძ გამოიმუშავებენ და ძალიან ეკონომიურია, ქალაქში დაახლოებით 5,5 ლიტრს მოიხმარს 100 კილომეტრზე.  



Ford Fusion Energi ეს არის დატენვადი ჰიბრიდი „plug-in hybrid", მას აქვს 118 ცხენის ძალიანი ელექტრო ძრავა, რომელიც მუშაობს 2,0 ლიტრის 4 ცილინდრიან DOHC 16-valve Atkinson-ის ძრავასთან ერთად და ჯამში 195 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას აქვს „HP35 eCVT“ ვარიატორული გადაცემათა კოლოფი. ქალაქში ის საშუალოდ 4,5/5 ლიტრს მოიხმარს, ხოლო ელექტრო ძრავის სრულ დატენვას დაახლოებით 2,5 საათი სჭირდება. საწვავის გარეშე, მარტო ელემენტით შეგიძლია 30 კილომეტრი გაიარო, დამოკიდებულია ტარების მანერაზე. მოკლედ თამამად შეიძლება ითქვას, რომ Toyota Camry-ზე ეკონომიურია და კონკურენციასაც უწევს.



მოვლა-შენახვა

 მოვლის კუთხით თუ ვიმსჯელებთ: კოლოფში ზეთი ყოველ 150,000 მილზე უნდა შეცვალო, გაგრილების სითხე 50,000 მილზე, ღვედები 150,000 მილზე და ასე შემდეგ. როგორც მოუვლი ისე მოგემსახურება, თუმცა სავარაუდო პრობლემები შეიძლება გამოგიხტეს, როგორიცაა: კოლოფიდან მომდინარე ვიბრაციები, სინათლის სენსორები, საქარე მინის გათფობის გაუმართაობა, ინტერიერში ხმაური, თუმცა ყველა მანქანას აქვს რაღაც სუსტი წერტილი. მაგალითად Toyota Prius დაავადებაა ABS , შეიძლება ინვერტორიც გაგიფუჭდეს, ჰონდას ჰიბრიდებს კი კოლოფები უფუჭდება ხშირად. ბენზინის ძრავებს რომ შევეხოთ ყველაზე ოპტიმალური და სანდო სტანდარტული ატმოსფერული 2,5 ძრავაა, 1,5 და 1,6 Ecoboost-ს არ აქებენ, რადგან დაფიქსირებულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ძრავა აალდა, ამის გამო Ford Motor Company-იმ უკან გაიწვია მანქანები.



დასკვნა

Ford Fusion-ზე შემიძლია ვთქვა, რომ მას აქვს დახვეწილი დიზაინი, ხარისხიანი თანამედროვე სალონი, მიმზიდველი ფასი: $6,500-დან $12,900-მდე დამოკიდებულია გამოშვების წელზე და გარბენზე , ამიტომაც იპყრობს ის ჩვენს გულებს.

 



მსგავსი სტატიები

2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2010-17 წლის BMW F10 550i-ის გავრცელებული პრობლემები
2020-07-02

დღეს განვიხილავთ მეხუთე სერიას BMW F10-ს. ის იწარმოებოდა 2010-დან 2017 წლამდე. საქართველოში BMW F10 550-ის ფასი: $8,000-დან $20,000-მდე მერყეობს, ეს ძირითადად დამოკიდებულია გამოშვების წელზე, გარბენზე თუ მდგომარეობაზე. ერთი შეხედვით ბავარი

2006-13 წლის Chevrolet Tahoe-ს თავის ტკივილები
2006-13 წლის Chevrolet Tahoe-ს თავის ტკივილები
2020-09-02

მესამე თაობის Chevrolet Tahoe, 2006-2013 წლებში იწარმოებოდა. მათი ფასი $8,000-დან იწყება. ერთი შეხედვით Tahoe: ეს არის დიდი, კომფორტული ყველგან მავალი. ზოგადად Tahoe-ს ამერიკაში საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ექსპლუატაციის გავლა, თუმცა გოლიათ

Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
Mercedes-Benz S-Class (W220) - რატომ ღირს იაფი ?
2020-08-17

1998 წელს ახალმა S-Class-მა ინდექსით W220, საკულტო მოდელი W140 დამსახურებულ პენსიაზე გაუშვა. შტუტგარტელებმა სწორედ (W220)-ის მეშვეობით ახალ ათასწლეულში შეაბიჯეს. მერსედესის ხსენებაზე პირველი გვახსენდება: ხარისხი, კომფორტი და მაღალი ფასი, მა