2020-01-13

2021 Toyota GR Yaris

Myauto-ს ბლოგი
1 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 პარასკევს 10 იანვარს Tokyo-ში საერთაშორისო ავტო შოუზე, „Tokyo Auto Salon" ტიოტამ შემოგვაპარა პატარა დაკუნთული სათამაშო Toyota GR Yaris, რომელიც 2021 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. ეს პატარა სუპერ-დუპერ კომპლექტაციითა აღჭურვილი, როგორიცაა: წინა და უკანა ბლოკირება, სრული ამძრაობა (AWD), 6 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, BBS-ის 18-იანი დისკები და Michelin Pilot Sport 4 S-ის საბურავები (225/40/ZR18). ის პატარაა, მაგრამ დიდი გულით დაასაჩუქრეს, სამ ცილინდრიანი 1.6 ლიტრის turbo ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 268 ცხენის ძალას, ხოლო მანქანის მასა სულ რაღაც 1280 კგ-ს შეადგენს. ძარის ნაწილები მაგალითად: კაპოტი და კარებები ალუმინისგან დაამზადეს, ხოლო სახურავი კარბონისგან.



 იაპონელებს 25,000 ცალი GR Yaris-ის წარმოება მოუწევთ, რათა შემდეგ წელს რალის მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) შეძლონ მონაწილეობა. აღნიშნულ მოდელის შექმნაში მონაწილეობდნენ Toyota Gazoo Racing და Tommi Makinen Racing ამიტომაც გამოვიდა სასწაული სათამაშო. აჩქარებას რაც შეეხება : 0-დან 100-ს 5.5 წამში ავითარებს და მაქსიმალური სიჩქარე კი 230 Km/h შეადგენს.

 პირადად მე მისი დიზაინი არ მომწონს, მეტიც პირველად რომ შევხედე შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს hyundai veloster-ის მინი ვერსიას ვათვალიერებდი. მოკლედ თუ მოგეწონა მაშინ გაამზადე $36,000 = 104,350 ₾


 


 


თეგები

მსგავსი სტატიები

2021 Porsche 911 Turbo S
2021 Porsche 911 Turbo S
2020-03-19

2020 წლის 3 მარტს ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა და კომპანია Porsche-ს ამბასადორმა Mark Webber-მა, საზოგადოებას წარუდგინა Porsche 911 Turbo S-ის განახლებული ვერსია. მისი უნიკალური ძარის ფორმები 60-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა.

საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
საახალწლო ფასდაკლება კურიერებისთვის ახალ სკუტერებზე - სკუტ-სკუტისგან
2020-12-25

მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ყველაფერი გაჩერებულია, კურიერები არიან ის ადამიანები რომლებიც ყველაზე მეტს მოძრაობენ, თან გაუჩერებლად ამიტომ, სკუტ სკუტში, საახალწლოდ ექსკლუზიური ფასდაკლება იქნება მხოლოდ კურიერებისთვის

ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
ეს ავტომობილები, მხოლოდ ერთ ფერში იყიდებოდა
2020-11-10

დღევანდელ ბლოგ-პოსტში, წარმოგიდგენ ხუთ უნიკალურ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ ერთ ფერში იწარმებოდა. ზოგადად ფერები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში, ნებისმიერი რამ, ხომ ვიზუალურად გვამახსოვრდება? ვიზუალში კი, მთავარი ფერ