Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
Porsche 911 - მე ვარ ლეგენდა
2019-12-20

Porsche 911 - მე ვარ ლეგენდა

Myauto-ს ბლოგი
7 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

მემკვიდრე

 1962 წლის 9 ნოემბერს, ქალაქ შტუტგარტში Zuffenhausen-ის საწარმოში დაიბადა Porsche 356-ის მემკვიდრე, პროტოტიპული მოდელი „901“ chassis N 13321. გერმანელებს ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ ახალი მოდელის გასატესტად, რადგან შემდეგ წელს ავტო შოუზე უნდა წარედგინათ.

 1963 წლის 12 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტო შოუზე პუბლიკამ იხილა Porsche 901, მემკვიდრის კურთხევის საზეიმო ღონისძიებამ კარგად ჩაიარა, მეტიც 1964 წლის 14 სექტემბერს ოფიციალურად დაიწყო პორშემ 901-ის წარმოება. ახალი პორშე 356-ის მსგავსად უკანაძრავიანი იყო, ოპოზიტური ( flat six engine ) 2,0 ექვს ცილინდრიანი ძრავით, ჰაერით გაგრილებადი სისტემით და 5 საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით აღჭურვეს, რომელიც გამოიმუშავებდა 130 ცხენის ძალას და 0-დან 100-მდე აჩქარება 8,5 წამში შეეძლო, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი 210 km/h შეადგენდა.

 1964 წლის პარიზის ავტო შოუ წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან ოქტომბრის დასაწყისში ფრანგულმა კომპანიამ პეჟომ ნამდვილი დრამა დადგა, გერმანელის სამ ციფრიანი ინდექსი „901“ გააპროტესტეს, ფრანგების თქმით სამ ციფრიანი ინდექსი შუაში „0“-ით  დაპატენტებული ჰქონდათ, შესაბამისად „0“ მარტივად ჩაანაცვლეს ციფრი ერთით, ასე და ამგვარად დაიბადა ინდექსი 911, თუმცა პორშეს 82 მანქანა უკვე გაყიდული ჰყავდა, რასაც აღარაფერი ეშველებოდა. 901-ის შექმნას 6 წელი მოანდომეს, პორშეს მოთხოვნები კი შემდეგი იყო: „მეტი სივრცე სალონში, მასობრივი წარმოება და ნაკლები დანახარჯი“ 1964 წლის 22 ოქტომბერს Ferry Porsche-მ (ფერდინანდ პორშეს შვილი, შემდგომში კომპანიის ხელმძღვანელი) გასცა ბრძანება შეეცვალათ დასახელება, დიახ უკანასკნელი წითელი Porsche 901, შასის ნომერი 300 057  Nr.57 22 ოქტომბერს აიწყო და შექმნისთანავე ბინა პორშეს მუზეუმში დაიდო. 

 1966 წელს სინათლე იხილა 160 ცხენის ძალიანმა S ვერსიამ, ხოლო 1 წელიწადში კი Targa-ც იხილა სამყარომ.



 ავტომოყვარულებს მთავარი მაინც წინ ელოდა, 1966 წლის სექტემბერში პორშეს თანამშრომელმა Rolf Wütherich-მა დაისახა მიზნად, შეექმნა ძალიან სწრაფი მოდელი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა სხვადასხვა ბრენდებს. გერმანელების მთავარი ამოცანა გახლდათ სიმძლავრისა და წონის საუკეთესო ფარდობა. 1 თვეში 1966 წლის ოქტომბერში შექმენს პირველი პროტოტიპული მოდელი 911 R ტესტირება Weissach-ის სარბოლო ავტოდრომზე შედგა, მონაცემებმა კი ყველა აღაფრთოვანა ის 12 წამით ნელი იყო ვიდრე რეკორდსმენი Porsche 906 Carrera 6. 



 Porsche 911 R ახალი ოპოზიტური 6 ცილინდრიანი ძრავით დაასაჩუქრეს, ეს ძრავა ძალიან ჰგავდა Porsche 906 Carrera 6-ის  (901/22 ) ვერსიის სარბოლო ძრავას, ის გამოიმუშავებდა 210 ცხენის ძალას და 0-დან 100-მდე აჩქარება სულ რაღაც 5,9 წამში შეეძლო, მაქსიმალური სიჩქარე კი 245 km/h შეადგენდა. 1967 წელს ოთხი პროტოტიპული მოდელი შეიქმნა, პორშეს წონის დაკლებაში კომპანია Karl Baur დაეხმარა. საქარე მინა 4მმ-ით თხელი დაამზადეს, ხოლო სხვა შუშები ორგმინით და სტანდარტულზე 2მმ-ით მსუბუქი გამოუვიდათ. ინტერიერში რაც კი ცელულიტი შენიშნეს, მოაშორეს და საბოლოო ჯამში Porsche 911 R-მა დაიკლო 230 კგ და 911 R იწონიდა 800 კილოგრამს. მას ჰქონდა 100 ლიტრიანი საწვავის ავზი, შერეულ რეჟიმში 100 კილომეტრზე მოიხმარდა 13,3 ლიტრ ბენზინს, ალბათ მეთანხმებით არა? სპორტული მანქანისთვის წვა ძალიან ცოტაა.

 60-იან წლების შუალედში ეკონომიკურმა რეცესიამ შტუტგარტელები აიძულეს მასობრივ წარმოებაზე უარი ეთქვათ. თავდაპირველად იგეგმებოდა 500 ცალი 911 R-ის აწყობა, სამწუხაროდ უარის თქმა მოუწიათ, რადგან 911 R-ის გასაყიდი ფასი 45,000 გერმანულ მარკას შეადგენდა, რაც ორჯერ ძვირი იყო სტანდარტულ 911 S-თან შედარებით, შესაბამისად 1967 წლის მაისში მიიღეს გადაწყვეტილება გამოეშვათ სულ რაღაც 23 ცალი 911 R, აქედან 19 გაყიდეს ხოლო 4 ცალი 911 R პორშემ რბოლაში მონაწილეობისთვის დაიტოვა. 1967 წლის ივლისში, 911 R-ის დებიუტი შედგა, მან „Circuito del mugello-ში მიიღეს მონაწილეობა", ასევე „Marathon de la Route"-ში ჩამოიტოვეს Alfa Romeo-ს მთელი შემადგენლობა, აგრეთვე ლეგენდარული Ford GT40 Mk III-იც. იმავე წელს შტუტგარტელებმა Nürburgring-ის რბოლაში ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფიანი 911 R-ით გამაჯრვება მოიპოვეს. 1967 წლის სექტემბერშიც პილოტმა Gerhard Mitter -მა „ADAC Hill Climb Trophy"-ის აღმართის დაძლევაში გაიმარჯვა და პოდიუმზე პირველი ადგილი დაიკავა. 
 კოლექციონერებისთვის ყველაზე ძვირფასი Carrera RS–ი გახლავთ, რომელიც 1973 წელს წარადგინეს, მისი ძრავის მოცულობა 2,7  ლიტრს შეადგენდა და გამოიმუშავებდა 240 ცხენის ძალას. მას კოლექციონერები და უბრალოდ ავტო ფანატები ზოგჯერ „Duck Tail"-საც უწოდებენ, ეს სახელი სპოილერიდან გამომდინარე გაჩნდა, ეს ხომ RS-ის საფირმო სტილია. თავდაპირველად იგეგმებოდა 500 ცალის წარმოება, რათა მონაწილეობა მიეღოთ GT კლასში, მაგრამ, არავინ ელოდდა დიდ გამოხმაურებას. RS-მა მალევე დაიპყრო მომხმარებლების გული, მათ დაიწყეს RS-ის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებ, ამ დიდ მოთხოვნას შტუტგარტში წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს და ჯამში ლეგენდარული Porsche 911 RS 1,580 ცალი აწარმოეს.

პოპულალური ადამიანები და Porsche 911 RS

 ბრიტანული ჯგუფის Jamiroquai-ის სოლისტი Jay Kay ცნობილია, როგორც დიდი ავტომოყვარული. მისი რესტავრირებული 1973 წლის Porsche 911 RS, შასის no. 9113601097 Lightweight Coupe“ ვერსია, Bonhams-ის აუქციონზეა განთავსებული და მისი მიმდინარე ფასი € 880,000 - 1,000,000 შეადგენს. აღნიშნული ვერსია Lightweight Coupe“ სულ 200 ცალია გამოშვებული. Porsche 911 RS-ის მფლობელები არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა: ტელეწამყვანი Jay Leno, მსახიობი Jerry Seinfeld, ფორმულა 1-ის მრბოლელი Jenson Button



ახალი ერა Porsche G-series 

 1974 წელს Porsche 911-მა განიცადა მოდერნიზაცია, შეიცვალა დაკიდების სისტემა და სხვადასხვა დეტალი და ისიც 1974 წლის ოქტომბერს პარიზის ავტო შოუზე გერმანელებმა წარადგინეს განახლებული Porsche 911 (930) Turbo, რომლის რეალიზაცია გაზაფხულზე 1975-ში დაიწყო, ხოლო ამერიკაში სინათლე 1976 წელს იხილა. ამერიკის ბაზრისთვის Turbo ვერსია წარმოდგენილი გახლდათ, როგორც Porsche 911 Turbo Carrera.


გერმანელებმა ტრადიციებს არ უღალატეს და ახალი 911-იც აღჭურვეს ტრადიციულად ოპოზიტური 6 ცილინდრიანი ძრავით. 

1) 3.0 - 260 ცხ.ძ  - აჩქარება :  0-დან 100-მდე 5.2

2) 3.3 - 300 ცხ.ძ - აჩქარება :  0-დან 100-მდე 5.0

 თავდაპირველად ტურბინირებულ პორშეს, 5 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი დიდ მაბრუნებელ მომენტს ვერ უმკლავდებოდა, ამიტომ ის ჩაანაცვლეს 4 საფეხურიანი კოლოფებით, მაგრამ 4 საფეხურიანი კოლოფები მომხმარებლებს არ მოსწონდთ. 1976 წელს Porsche 911-მა მიიღო მონაწილეობა ლემანის 24 საათიან რბოლაში. სარბოლო 911-მა რომელიც ცნობილი იყო, როგორც Porsche 934, 1977 წელს Australian Sports Car Championship-ში პირველი ადგილი მოიპოვა. Porsche 911 Type: 930 იწარმოებოდა 1973 წლიდან 1989 წლამდე, მდიდრები სიამოვნებით იხდიდნენ ახალ სათამაშოში საკმაოდ სოლიდურ თანხას. 60-იანი წლების სიმბოლო მომდევნო წლებშიც არ კარგავდა აქტუალურობას. მაგალითად ჰოლივუდის 1960–70 იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი Steve McQueen ფლობდა 1975 წლის Porsche 911 Turbo Carrera-ს, ლეგენდარული ამერიკელი სპორტსმენი Walter Payton-ს ჰყავდა 1979 წლის Porsche 911 Turbo Carrera და ის მუდამ ხაზს უსვამდა, რომ Porsche იყო მისი დიდი შრომის შედეგი.

70-80 იანი წლების Hollywood და Porsche 911

 1971 წელს გადაღებულ ფილმში „Le Mans", სადაც მთავარ როლს Steve McQueen ასრულებს იხილავთ შავ Porsche 911 S, დიახ ეს McQueen-ის პორშეა, რომელიც 2011 წლის Sotheby's-ის აქუციონზე 20 აგვისტოს $1,375,000-ად გაიყიდა.


1987 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი სახელად „No Man's Land": მთავარ როლში იხილავთ Charlie Sheen-ს, D.B. Sweeney-ს და Lara Harris-ის. მოქმედება ლოს ანჯელესში ვითარდება, სადაც D.B. Sweeney-ნი პოლიციელია, მას დაავალეს მოიპოვოს ინფორმაცია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფების შესახებ, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ Porsche 911-ის გატაცებებით. 


ახალი ტექნოლოგიები Type: 964

 80-იან წლების ბოლო, ეს იყო პერიოდი როცა მსოფლიო განიცდიდად მრავალ პრობლემას: ეკონომიკური კრიზისი, ცივი ომი და სხვა. პორშეში დადგა ცვლილებების დრო, 911-ის წარმოებიდან 25 წელი იყო გასული, ამ 25 წლის განმალობაში პორშემ განიცადა მრავალი განახლებები. 1988 წლის 28 სექტემბერს, Paris Motor Show-ზე, დიზაინერ Benjamin Dimson-ის ქმნილება, ახალი პორშე Type 964 იხილა საზოგადოებამ. განახლებულ 911-ში გამოიყენეს ლეგენდარული porsche 959-ის ტექნოლოგიები, შასი და სხვა. 964 პირველად Carrera 4-ის სახელით გამოვიდა და ის იყო სრული ამძრაობით (AWD), მას ჰქონდა 3.6 (M64/01) ოპოზიტური 6 ცილინდრიანი ძრავა, ჰაერით გაგრილებადი და  გამოიმუშავებდა 250 ცხენის ძალას, მაქსიმალური სიჩქარე 260  km/h ხოლო აჩქარება 0-დან 100-მდე 5.6 წამი შეეძლო.


 მნიშვნელოვანი განახლებები განიცადა, როგორც ექსტერიერმა, ასევე ინტერიერმაც. პორშეს „fuchs wheels“ დისკები, რომელიც 911-ის სინონიმად იყო ცნობილი ჩანაცვლდა „design 90“-ით. ახალ მოდელს ჰქონდა ABS, ჰიდრავლიკა, ორი Airbag, 5 საფეხურიანი მექანიკურ გადაცემათა კოლოფი ან 4 საფეხურიანი ტიპტრონიკი. ერთი წლის შემდეგ 89-ში გამოვიდა უკანა წამყვანი Carrera 2. მასაც იგივე ტექნიკური მაჩვენებლები ჰქონდა რაც პირველ Carrera 4-ს. არსებობდა 911-ის სხვადასხვა ვერსიებიც, როგორიცაა: Carrera 2 Cabriolet, Carrera 2 Targa, peedster .

ცუდი ბიჭები და 964 Turbo

 1990 წლის მარტში პორშემ წარმოგვიდგინა Turbo ვერსია. ახალი პორშე აღჭურვეს, წინამორბედი 930-ის 3.3 ძრავით, ძველი ძრავის გამოყენება შეიძლება ითქვას იძულება იყო, ვინაიდან ვერ ახერხებდნენ დაესრულებინათ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 3.6  M64 ძრავით Turbo ვერსიის წარმოებას. 1993 წლის იანვარში დაიბადა „ცუდი ბიჭების“ Porsche 911 Turbo - 3.6 (M64/50) ძრავით, რომელიც გამოიმუშავებდა 360 ცხ.ძ და 520 ნიუტონ მეტრს (N⋅m), აჩქარება კი 0-დან 100-მდე 4,7 წამი შეეძლო.


 დიახ ზუსტად ეს მოდელი ვიხილეთ 1995 წლის საკულტო ფილმში ცუდი ბიჭები (Bad Boys), სადაც დეტექტივი Michael Lowrey მაიამის ქუჩებში დააქროლებდა შავ Porsche 911 Turbo-ს. ალბათ გაგახსენდა ფილმის ბოლო სცენაც, Cobra 427 Replica-ის და Porsche 911 Turbo-ს დაპირისპირება. 



და ბოლოს

მიუხედავად იმისა რომ 2019 წელია ტექნოლოგიების ეპოქა, ხალხი მარსის კოლონიზაციის გეგმას აქტიურად განიხილავს, მე როგორც უკანასკნელი მოჰიკანი კლასიკური პორშეს მოყვარულად ვრჩები.

 

 

მსგავსი სტატიები

Ford v Ferrari - ტიტანთა ბრძოლა
Ford v Ferrari - ტიტანთა ბრძოლა
2020-01-17

2019 წლის 15 ნოემბერს ეკრანზე James Mangold-ის ფილმი Ford v Ferrari ვიხილეთ, სადაც მთავარ როლს ასრულებენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: Matt Damon, Christian Bale, Jon Bernthal. ბიუჯეტი 97.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფილმი

ავტომობილის მეტსახელები Vol.2
ავტომობილის მეტსახელები Vol.2
2020-09-11

წინა ბლოგ-პოსტში, ჩვენ ვსაუბრობდით ავტომობილის მეტსახელებზე, რომლებიც 90-იან წლებში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ავტომობილების ბაზრობაზე გაჩნდა. ის იყო უნიკალური ადგილი, სადაც მოისმენდი ათას უცნაურ,თუ საინტერესო ისტორიას, შესაბამისად

AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
AC Shelby Cobra - ამერიკული ოცნება
2020-08-24

„ამერიკული ოცნება ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების იდეალი, სადაც ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება მიიღოს ის, რასაც იმსახურებს“. სწორედ ამ ფენომენის ნაყოფია ლეგენდარული AC Shelby Cobra, რომელიც ამერიკელმა ანტრეპრენერმა Carroll Shelby-ი