Notice: MemcachePool::get(): Server 192.168.69.65 (tcp 11211, udp 0) failed with: Connection timed out (110) in /datastore/web/blog.myauto.ge/htdocs/libs/MCache.php on line 82
AMG-ის შექმნის ისტორია
2019-12-19

AMG-ის შექმნის ისტორია

Myauto-ს ბლოგი
3 წუთის საკითხავი
  • AAტექსტის ზომის შეცვლა

 გერმანიაში Stuttgart-დან 40 წუთის სავალზე მდებარეობს პატარა სოფელი სახელწოდებით Großaspach. ამ სოფელში 1938 წლის 28 დეკემბერს დაიბადა ერთი რიგითი ინჟინერი Hans Werner Aufrecht, რომელიც შეყვარებული იყო ავტოსპორტზე. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ისეთმა რბოლამ, როგორიც იყო 1952 წლის „The Carrera Panamericana“, სადაც ურთულესი გამარჯვება Mercedes-Benz 300 SL-მა მოიპოვა, ხოლო 1954 წლის „French Grand Prix“-ში პირველი და მეორე ადგილი „Silver Arrow“-თი ცნობილმა Mercedes-Benz W196 R-მა დაიკავა.



პირველი საპროექტო მანქანა

 სწავლის დასრულების შემდეგ 60-იან წლებში Hans Werner Aufrecht-მა დაიწყო ოცნების სამსახური Daimler-Benz-ის სპორტულ განყოფილებაში, ის Erhard Melcher-თან ერთად მუშაობდა 300 SE ძრავის გაუმჯობესებაზე. მას ჰქონდა საქმისადმი ახლებური ხედვა და ცდილობდა ამის განხორციელებას თუმცა რამდენიმე წელიწადში 1965 წელს Daimler-Benz-მა გადაწყვიტა დაეხურა ყველა სპორტული პროექტი, თუმცა ახალგაზრდა ინჟინრების შეჩერება შეუძლებელი იყო. მალევე Hans-მა ძველ კოლეგასთან და მრბოლელთან Manfred Schiek-თან ერთად შეიძინა Mercedes-Benz 300SE, ეს იყო მათი პირველი საპროექტო მანქანა, რომელსაც 170 ცხენის ძალა ჰქონდა და საერთოდ არ იყო კონკურენტუნარიანი ავტოსპორტში.

  AMG-ის მომავალმა ინჟინრებმა Hans-მა და Erhard-მა გენიალური გადაწყვეტილბა მიიღეს, დონორად გამოიყენეს Mercedes-Benz 300 SL-ის საწვავის შეფრქვევის სისტემა (fuel injection system) და დაამონტაჟეს Mercedes-Benz 300SE-ში. ძრავმა სტენდზე გასაოცარი შედეგი 7,200 ბრუნზე 238 ცხენის ძალა აჩვენა. 1965 წელს Manfred Schiek-მა მერსედესის 300SE ძრავით  მონაწილეობა მიიღო „German Touring Car Championship“-ის რბოლაში, სადაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს, ასე დაიწყო ავტოსპორტში ახალგაზრდა გენიოსების აღმასვლა, რათქმაუნდა გამარჯვებამ Hans Werner Aufrecht-ს და Erhard Melcher-ს რეპუტაციაც შესძინა, რაც ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. 



 1967 წლის 1 ივნისს ბიძგი მისცა ორ ახალგაზრდას შეექმნათ მცირე კომპანია სახელწოდებით AMG, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: A- Aufrecht / M- Melcher / G- Großaspach პატარა კომპანიის დიდ ისტორიას Hans-ის ფარეხში ჩაეყარა საფუძველი, მისი პარტნიორი გახლდათ კოლეგა, Erhard Melcher კომპანიის მთავარ მიზანს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წარმოადგენდა Mercedes-Benz-ის სერიული ძრავისგან მეტი სიმძლავრის მიღებას. 1971 წელს ბელგიაში, გამართულ 24 საათიან „Spa Francorchamps" რბოლაში AMG-იმ პოდიუმზე მეორე ადგილი დაიკავა, მათი სარბოლო მანქანა AMG Mercedes 300 SEL აღჭურვილი იყო 6.8 ლიტრიანი ძრავით, რომელიც გამოიმუშავებდა 428 ცხენის ძალას, მაქსიმალური სიჩქარე 265 Km/h-ს შეადგენდა. იმავე დღეს სხვადასხვა ტელევიზიები AMG Mercedes 300 SEL-ის შესახებ სიუჟეტებს ამზადებდნენ, AMG -ის ბოლიდს ხმა ისე გაუვარდა, თვით ჩინეთის დიდ კედლამდეც კი ჩააღწია. 



 უკვე გამოცდილმა და გაზრდილმა კომპანიამ AMG-იმ 300 SEL-ი შემცვლელად ავტოსპორტში წარადგინეს უფრო მძლავრი ბოლიდი Mercedes-benz 450 SLC, მან არაერთ წარმატებას მიაღწია, მაგალითად: 1978 წლის 26 მარტს იტალიაში „Autodromo Nazionale di Monza"-ს რბოლაში პოდიუმზე მესამე ადგილი დაიკავეს, 1978 წლის 23 აპრილს „ETCC Salzburgring"-ში  მესამე ადგილი, 1980 წლის 7 ივნისს „GP Nürburgring"-ის რბოლაში პირველი ადგილი მოიპოვა. მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში, როდესაც წარმოებაში ჩაეშვა ახალი კომპაქტური მოდელი 190Е, AMG-ის დახმარებით ის ასევე იქნა წარდგენილი ავტოსპორტში. 1988-დან 1993 წლის ჩათვლით Daimler-Benz-მა, AMG-ის ინჟინრებით  DTM-ის რბოლაში 50 გამარჯვება მოიპოვა. AMG სტაბილურ ზრდას განაგრძობდა, 1986 წელს AMG-ის ჯადოქრების დახმარებით საზოგადოებამ იხილა მსოფლიოს მე-8 საოცრება The Hummer , ჩვენთვის კარგად ნაცნობი W124 აღჭურვეს 5.0 V8 ძრავით.



ახალი ერა 

 1990 წელს AMG-ის ახალი ერა იწყება, მათ ოფიციალური კონტრაქტი გააფორმეს Daimler-Benz AG-თან, რომელიც საშუალებას აძლევდა მერსედეისის სადილეროებით გაყეიდათ AMG-ის მოდიფიცირებული მანქანები, მათ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა იყო შესაბამისად მიწოდებამაც არ დაყოვნა. 1993 წელს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა პირველი ერთობლივი Daimler-Benz-სა და AMG-ის პროდუქტი Mercedes-Benz C36 AMG, ის აღჭურვილი იყო 3.6 ლიტრის 24V კლაპნიანი 276 ცხენის ძალიანი AMG M104 ძრავით. 1999 წელს კომპანიის აქციების 51% შეიძინა კონცერნმა DaimlerChrysler-მა, ხოლო დასახელება კი შეიცვალა Mercedes-AMG-ით, 2005 წლის 1 იანვრიდან კი კომპანია სრულად გადავიდა Mercedes-Benz-ის საკუთრებაში. 



 

 



მსგავსი სტატიები

Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
Mercedes-Benz G-Wagen - ნაწილი პირველი
2019-11-26

აგერ უკვე 40 წელია რაც სინათლე იხილა და დაიპყრო მრავალი ადამიანის გულები. 13 წლის ვიყავი პირველად ქუჩაში, რომ ვნახე G კლასის W461 ყველგანმავალი და იმ დღიდან , დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. ეს ის პერიოდია , ეკონომიკური კრიზისი საქართ

ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
ავტომობილის ფასები 70-იან სსრკ-ში
2020-04-13

დღეს მანქანის ყიდვა-გაყიდვა ისეთივე მარტივია, როგორიც პურის შეძენა. ყოველთვის მაინტერესებდა საბჭოთა კავშირში თუ რა ღირდა მანქანა, ან რა პროცედურები იყო გასავლელი.

ავტომობილის მეტსახელები Vol.2
ავტომობილის მეტსახელები Vol.2
2020-09-11

წინა ბლოგ-პოსტში, ჩვენ ვსაუბრობდით ავტომობილის მეტსახელებზე, რომლებიც 90-იან წლებში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ავტომობილების ბაზრობაზე გაჩნდა. ის იყო უნიკალური ადგილი, სადაც მოისმენდი ათას უცნაურ,თუ საინტერესო ისტორიას, შესაბამისად